შინაარსზე გადასვლა

იაროსლავ კაჩინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაროსლავ კაჩინსკი
პოლ. Jarosław Kaczyński
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1949(1949-06-18)[1] [2] [3] [4] [5] (75 წლის)
დაბადების ადგილი ვარშავა[1] [5]
მოქალაქეობა  პოლონეთი
განათლება ვარშავის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტი, ვარშავის კოპერნიკის სახელობის ორენოვანი საშუალო სკოლა და ვარშავის იოახიმ ლელეველის სახელობის საშუალო სკოლა
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[6]
მამა რაიმუნდ კაჩინსკი
დედა იადვიგა კაჩინსკა
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, Order of Prince Yaroslav the Wise, 2nd class[7] , Wprost Person of the Year და Wprost Person of the Year

იაროსლავ ალექსანდერ კაჩინსკი (პოლ. Jarosław Kaczyński; დ. 18 ივნისი, 1949) —პოლონელი პოლიტიკოსი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი და ერთ-ერთი თანადამაარსებელი (2001) თავის ტყუპ ძმასთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფებოდა გარდაცვალებამდე (2010).

პარტიის სახელით იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ნოემბრამდე, რა დროსაც მისი ძმა პოლონეთის პრეზიდენტად მსახურობდა. 2007 წელს პარტიის საარჩევნო მარცხის შემდეგ, იაროსლავი იყო ოპოზიციის მთავარი ლიდერი „სამოქალაქო პლატფორმის“ მთავრობის პირობებში. ავიაკატასტროფაში ძმის გარდაცვალების შემდეგ იაროსლავ კაჩინსკიმ მონაწილეობა მიიღო 2010 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და დამარცხდა ბრონისლავ კომოროვსკისთან.

2015 წელს „კანონი და სამართალის“ მიერ როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჩინსკი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკოსად პოლონეთში და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ევროპელ ლიდერად. ამ მიზეზით, პოლონეთში მას საზოგადოების ნაწილი „სახელმწიფოს მეთაურს“ უწოდებს (იოზიფ პილსუდსკის მაგალითზე). [8][9][10][11] 2020 წელს იგი დაინიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე ზედამხედველობის მიმართულებით.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119108798 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Munzinger Personen
  5. 5.0 5.1 https://katalog.bip.ipn.gov.pl/informacje/11995?katalog=3
  6. https://www.sejm.gov.pl/Sejm9.nsf/posel.xsp?id=149&type=A
  7. https://www.president.gov.ua/documents/3802022-42717
  8. Jarosław Kaczyński zapowiedziany jako Naczelnik Państwa pl (13 November 2016). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  9. Jarosław Kaczyński, czyli Naczelnik naszych czasów - ranking najbardziej wpływowych pl (27 October 2019). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  10. Czarnecki komentuje zmiany w ZP: Kaczyński jak Piłsudski pl (24 September 2020). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  11. Sienkiewicz o Kaczyńskim: "Naczelnik Państwa" w sytuacji kryzysowej znika. Tchórz pl (17 March 2020). ციტირების თარიღი: 6 November 2020
  12. „Poland's ruling party leader joins revamped government“. AP NEWS (ინგლისური). 6 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)