თურქესტანი
ქალაქი | |
---|---|
თურქესტანი Түркістан | |
ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ოლქი | თურქესტანი |
კოორდინატები | 43°18′00″ ჩ. გ. 68°14′37″ ა. გ. / 43.30000° ჩ. გ. 68.24361° ა. გ. |
დაარსდა | V საუკუნე და 416 |
ადრეული სახელები | შავგარი, იასი |
ამჟამინდელი სტატუსი | 500 |
ფართობი | 196.27 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 150 595 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+6 |
სატელეფონო კოდი | +7 (72533) |
საფოსტო ინდექსი | 160400 |
ოფიციალური საიტი | turakimat.kz/index.php?option=com content&view=frontpage&Itemid=1 |
თურქესტანი (ყაზახ. Түркістан) — ქალაქი ყაზახეთში, თურქესტანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 11 253 კაცი[1] (6037 მამაკაცი და 5216 ქალი).
1897 წელს მშობლიური ენის მიხედვით მოსახლეობა ასე ნაწილდებოდა[1]: უზბეკები — 79,2 %, ყაზახები — 12,5 %, თათრები — 4,5 %, რუსები (ველიკორუსები, მალორუსები და ბელორუსები) — 2,7 %, პოლონელები — 0,4 %, ირანელები — 0,16, სარტები — 0,13 %.
ჩიმქენთის ოლქში, რომელშიც შედის ქალაქი თურქესტანი, 1897 წელს მთლიანობაში ცხოვრობდა 285 059 კაცი, სადაც მშობლიური ენის მიხედვით მოსახლეობა ასე ნაწილდებოდა[2]: ყირგიზ-კაისაკები (ყაზახები) — 78,8 %, სარტები — 11,2 %, უზბეკები — 7,2 %, რუსები (ველიკორუსები, მალორუსები და ბელორუსები) — 2,2 %, თათრები — 0,2 %, ებრაელები — 0,06 %.
1999 წლამდე საზღვრებში აღწერების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა[3]:
1979 წ. — 65 443
1989 წ. — 77 692
1999 წ. — 85 613
თანამედროვე საზღვრებში მოსახლეობის ცვალებადობა ასეთია:[4]:
1999 წ. — 102 505
2009 წ. — 142 899
2009 წლის მონაცემებით აკიმატის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:ყაზახები − 52,5 %, უზბეკები — 45,2 %, რუსები და სხვ. — 2,3 %[5].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება თანამედროვე ქალაქის ადგილზე აღმოცენდა ახ. წ. 500 წელს. მისი დაარსება განაპირობა სამარყანდის, ბუხარისა და ხივის საქარავნო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობამ. X საუკუნეში მას შავგარი, ხოლო XII საუკუნიდან — იასი ეწოდებოდა. შუა საუკუნეების იასი იყო ქალაქი-ციხესიმაგრე. XII საუკუნეში აქ ცხოვრობდა პოეტი და მოაზროვნე ხოჯა აჰმედ იასავი (1093–1166 წწ.), რომელიც იქვეა დაკრძალული, მისივე სახელობის მავზოლეუმში. 1396-1398 წლებში თემურლენგმა მავზოლეუმთან დაიწყო მეჩეთის მშენებლობა, თუმცა 1405 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა შეწყდა.
ქალაქი თურქესტანის სახელით მოიხსენიება XV საუკუნიდან. XVI-XVIII საუკუნეებში კი ყაზახეთის სახანოს დედაქალაქი იყო[6].
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი — XV საუკუნე
- ყაზახი ხანების: ესიმხანის, აბლაი-ხანის, აბულ ხაირ ხანის საფლავები.
- რკინიგზის სადგური — 1905 წელი
ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობააა ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი, რომელიც აგებულია XV საუკუნეში. მისი მშენებლობა 1389 წელს, თემურლენგის ბრძანებით დაიწყო, რათა ჩაენაცვლებინა XII საუკუნის პოეტის, ხოჯა აჰმედ იასავის (1093–1166) პატარა მავზოლეუმი, მაგრამ 1405 წელს, თემურლენგი გარდაიცვალა და მშენებლობა შეჩერდა.
მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, მავზოლეუმი თემურლენგის ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშს წარმოადგენს. მავზოლეუმი დღეს მთელი ცენტრალური აზიიდან უამრავ პილიგრიმს იზიდავს და ყაზახებისთვის ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. წარმოადგენს ყაზახეთის დაცულ, ეროვნულ მუზეუმს და 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს[7].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Город Туркестан на сайте unesco.kz
- Город Туркестан
- Туркестан на сайте «Наш Казахстан» დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- История города Ясы-Туркестан
- Из истории города Туркестан: штрихи к историческому портрету.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей
- ↑ Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.
- ↑ Перепись населения РК 1999 года. Численность и размещение населения в Республике Казахстан (том 1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2013-12-27.
- ↑ Перепись населения РК 2009 года. Численность и размещение населения в Республике Казахстан (том 1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-13. ციტირების თარიღი: 2021-03-06.
- ↑ Информация о городе Туркестан на официальном сайте Южно-Казахстанской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-05. ციტირების თარიღი: 2013-12-27.
- ↑ Туркестан — столица Казахского ханства
- ↑ Mausoleum of Khoja Ahmed Yasawi