თეოფილე კანდელაკი
იერსახე
თეოფილე იოსების ძე კანდელაკი (დ. 3 (15) მარტი, 1855, სამტრედია – გ. 17 ოქტომბერი, 1931, გორი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია (1873) და პედაგოგიური სასწავლებელი (1878). 1878–1880 წლებში მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გორში. 1898 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. 1922 წელს დაბა მეჯვრისხევში დააარსა მუშათა სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე.
ავტორია საყმაწვილო ლექსებისა; იბეჭდებოდა ჟურნალებში „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალიბეგაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 513.