შინაარსზე გადასვლა

თენგიზ გოშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ გოშაძე
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1926
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 6 აპრილი, 2014 (87 წლის)
თბილისი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი

თენგიზ გოშაძე (დ. 24 მაისი, 1926, თბილისი — გ. 6 აპრილი, 2014, იქვე) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

1947 წელს დაამთავრა „თბილისის კინოსტუდიასთან“ არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1951-1955 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1951 წლიდან იყო რეჟისორის ასისტენტი ფილმებზე: „მწვერვალთა დამპყრობნი“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „მანანა“, „ორი ოჯახი“. 1976 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგია. ავტორია წიგნებისა და პუბლიცისტური სტატიების ხელოვნების ნიმუშების შესახებ. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პერიოდულ გამოცემებში. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ბიჭი და ძაღლი“ (მოკლემეტრაჟიანი, 1964), „წყალდიდობა“ (1970), „მოხუცი მემანქანე“ (1981); სცენარის ავტორია ფილმებისა: „წყალდიდობა“ (1970), „მოხუცი მემანქანე“ (1981).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]