თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — მდებარეობს ძველ თბილისში. კათოლიკეთა ეკლესია XIII საუკუნიდან არსებობს.
„წმინდა დომინიკეს ორდენის მონაზვნებმა დააფუძნეს თფილისში თვიანთი მონასტერი 1240 წელს და ეს მონასტერი შემდეგს საუკუნეებშიც არსებობდა.“
|
მეფე გიორგი V ბრწყინვალის დროს (1314-1346) რომის პაპმა იოანე XXVII-მ კათოლიკეების საეპისკოპოსო კათედრა სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. პაპი წერდა:
„...ჩვენის სრულის უფლებით დაგვიდგენია, რომ იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკლესია და ეწოდოს ტფილისის საეპისკოპოსო ეკლესია.“
|
პაპი იმავეს იმეორებს 1329 წელს გამოცემულ ბულაში (წერილში). უცნობია, თუ სად იდგა თბილისის კათოლიკეთა პირველი ეკლესია. იგი, როგორც ჩანს, უნდა მდგარიყო ამჟამად არსებული ეკლესიის ადგილას, ანდა მის მახლობლად. ასეთი ვარაუდის გამოთქმის უფლებას იძლევა პიშჩევიჩის მიერ შედგენილი თბილისის 1785 წლის გეგმაზე № 24-ით დატანილი „კათოლიკური ეკლესია“. 1673 წელს თბილისში ჩმოსული ჟან შარდენი მოგვითხრობს:
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას კათოლიკური ეკლესიაც შეეწირა. ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1804-1805 წლებში, რაშიც დიდი ღვაწლი მიუძღვის კავკასიის მთავარმართებელს გენერალ პ. ციციანოვს. გადმოცემით ციციანოვს შეუდგენია ახალი ეკლესიის გეგმა. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1808 წელს, გალავნისა კი 1825 წელს. ეკლესია აიგო ღვთისმშობლის მძინების სახელზე (ადრე ხარების სახელობისა იყო). ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1999 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ახლად აღდგენილი ეკლესია (აღდგენით სამუშაოებს 1998-1999 წლებში აწარმოებდნენ არქიტექტორები: ა, სოლომნიშვილი, მ. ბიკუჩავა; მშენებელი - თ. წიტაიშვილი; დამკვეთი - ჯ. პეზოტი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 904, ISBN 99928-20-32-2.