თაიზი
ქალაქი | |
---|---|
თაიზი არაბ. تعز | |
ქვეყანა | იემენი |
მუჰაფაზა | თაიზის მუჰაფაზა |
კოორდინატები | 13°34′44″ ჩ. გ. 44°01′19″ ა. გ. / 13.57889° ჩ. გ. 44.02194° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1173 |
ცენტრის სიმაღლე | 1400 მეტრი |
მოსახლეობა | 615 000 კაცი (2014) |
თაიზი (არაბ. تَعِز) — ქალაქი იემენში, ამავე სახელწოდების მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. დაახლ. 615 ათასი ��ცხოვრები (2014). მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე, საბირის მთების ძირში. საავტომობილო გზებით უკავშირდება სანას, ჰოდეიდას, მოხას, ადენს. ქალაქში არის საერთაშორისო აეროპორტი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაიზი პირველად იხსენიება თურან-შაჰ იბნ აიუბის (სალადინის ძმის) იემენში შეჭრის დროს (1173). XVI საუკუნის დასაწყისამდე იყო აიუბიდებისა და რასულიდების დინასტიების დედაქალაქი. XVI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. 1948 წელს გადაეცა იემენის (მუთავაქილიურ) სამეფოს. იმამ აჰმედ ბენ იაჰიას მმართველობის (პერიოდში 1948–62) თაიზი იყო მისი რეზიდენცია და იემენის დედაქალაქი. ქვეყანაში 2011 წლის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. დაზარალდა ჰუსიტებსა და სახელმწიფოს შორის 2015 წლის სამხედრო დაპირისპირების დროს.[1]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში შემორჩენილია XIII საუკუნის ციხესიმაგრის კედლების ნანგრევები (ბაბ-მუსას და ბაბ-ალ-ქაბირის კარიბჭე), შუა საუკუნეების ტიპის 3–4-სართულიანი სახლები, ალ-მუზაფარის მეჩეთი (1249–1295), ალ-აშრაფიას მეჩეთი და მედრესე (1295–1297), ალ-მუთაბიას მედრესე (1392–1393), ალ-კაჰირას ციხესიმაგრე. უნივერსიტეტი (1995). მედრესე (1397; უნივერსიტეტის სტატუსით). ეროვნული მუზეუმი (იემენის იმამის აჰმედის სასახლეში; XX საუკუნის I ნახევრის მორთულობა).[1]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. ქალაქში არის: ალუმინის გამოსადნობი ქარხანა, ცემენტის წარმოება, კვებისა (ყავის გადამუშავება, რძის პროდუქციის, საკონდიტრო ნაწარმის, უალკოჰოლო სასმელებისა და სხვ. გამოშვება) და მსუბუქი (ბამბეულის ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის წარმოების, ტყავის გამოქნის ფაბრიკები) მრეწველობის საწარმოები. ამზადებენ საპნებსა და სარეცხ საშუალებებს, საიუველირო ნაწარმს, ჭურჭელს, პლასტმასის ნაკეთობებს, ქაღალდს. ყავის, ბოსტნეული კულტურების, კათისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაზე სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო რაიონის მნიშვნელოვანი ცენტრია.[1]
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავის მონაცემები — თაიზი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 24.3 | 26.4 | 27.9 | 28.3 | 29.0 | 31.3 | 32.5 | 31.7 | 31.3 | 31.1 | 27.6 | 26.1 | 29.0 |
საშუალო დღიური °C | 17.7 | 19.9 | 22.1 | 23.6 | 24.3 | 25.6 | 26.4 | 25.4 | 24.6 | 24.0 | 21.7 | 20.0 | 22.9 |
საშუალო დაბალი °C | 11.1 | 13.3 | 16.3 | 18.8 | 19.5 | 19.9 | 20.2 | 19.1 | 17.8 | 16.9 | 15.7 | 13.9 | 16.9 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 9 | 12 | 37 | 68 | 89 | 73 | 60 | 89 | 110 | 91 | 17 | 5 | 660 |
წყარო 1: Hydrological Sciences[2] | |||||||||||||
წყარო 2: Journal of Environmental Protection[3] |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Таиз // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 565–566.
- ↑ Rainfall and Runoff in Yemen. Hydrological Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2013-03-18
- ↑ Buhairi, Mahyoub H. Al (2010). „Analysis of Monthly, Seasonal and Annual Air Temperature Variability and Trends in Taiz City - Republic of Yemen“. Journal of Environmental Protection. 01 (04): 401–409. doi:10.4236/jep.2010.14046.