მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზედა ბერეთისა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 19 კილომეტრი, ქუთაისიდან – 85 კმ., თბილისიდან ჭიათურის გავლით – 195 კმ., კორბოულის გავლით – 150 კმ. სოფელში არის სკოლა, კერძოდ ქვედა ბერეთისის მიწაზე, არის საფეხბურთო მოედნები. სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
544 |
262 |
282
|
2014[1] |
328 |
160 |
168
|
-
ტყე ფერდობზე
-
ნაძვნარი სოფლის თავში
-
ადგილობრივი ქამა სოკო
-
��ოფლის სასაფლაო
-
სოფლის ეზო
-
ადგილობრივი სოკოები
-
სოფლის რიგითი ღელე
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 330.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 58