ზარბეგ ბერიაშვილი
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1939 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 22 აპრილი, 2020 (80 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 172 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 70–74 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „ბურევესტნიკი“ (თბილისი) „სპარტაკი“ (თბილისი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი | გიორგი როსტიაშვილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, ავჭალა, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2020, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. საბჭოთა კავშირის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს ჩემპიონი (1969). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლით.
2015 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ჭიდაობის ფედერაციის წინ გაიხსნა ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი.[1] მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის პატივსაცემად თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.[2]
2019 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
გარდაიცვალა 2020 წლის 22 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[2] დაკრძალულია ავჭალის სასაფლაოზე.
2021 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩას ზარბეგ ბერიაშვილის სახელი მიენიჭა.[3]
საერთო შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახეობა | ადგილმდებარეობა | წონითი კატეგორია | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | გფრ, კარლსრუე | -70 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1966 | |
თავისუფალი ჭიდაობა | გდრ, ბერლინი | -74 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1970 | |
თავისუფალი ჭიდაობა | თურქეთი, სტამბოლი | -70 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1967 | |
თავისუფალი ჭიდაობა | არგენტინა, მარ-დელ-პლატა | -74 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1969 | |
თავისუფალი ჭიდაობა | ინდოეთი, დელი | -70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1967 | |
თავისუფალი ჭიდაობა | გაერთიანებული სამეფო, მანჩესტერი | -70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1965 | |
თავისუფალი ჭიდაობა | ბულგარეთი, სოფია | -70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 |
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ზარბეგ ბერიაშვილი საქართველოს მერვე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 401.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 203–211. 268 გვ.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოგელია, ა., ვალმოხდილი ფალავნის ცრემლი // „ლელო“, 20 სექტემბერი, 1973, № 186 (4956), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზარბეგ ბერიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზარბეგ ბერიაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზარბეგ ბერიაშვილი — ქართული სპორტი
- ზარბეგ ბერიაშვილი — Sports-Reference.com
- ზარბეგ ბერიაშვილი — პროფილი საიტზე International Wrestling Database (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. reportiori.ge. რეპორტიორი (20 თებერვალი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-17. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ 2.0 2.1 გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი. goal.ge. გოლ.ჯი (23 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ განკარგულება ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. tbsakrebulo.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.
- Pages with image sizes containing extra px
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 10 სექტემბერი
- დაბადებული 1939
- გარდაცვლილი 22 აპრილი
- გარდაცვლილი 2020
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი მოჭიდავეები თავისუფალ სტილში
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1964)
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები