ვიტორიო ემანუელე II
ვიტორიო ემანუელე II (იტალ. Vittorio Emanuele II) (დ. 14 მარტი, 1820 — გ. 9 იანვარი, 1878) — სავოის დინასტიიდან, სარდინიის მეფე 1849–1878 წლებში, იტალიის მეფე 1861–1878 წლებში. კარლო ალბერტოსა და ტერეზა ტოსკანელის ვაჟი. იქორწინა 1842 წელს ადელაიდაზე, ავსტრიის ერცჰერცოგის, რენეს ასულზე და 1869 წელს, როზაზე, მირიფიორის გრაფზე.
ვიტორიო ემანუელე გამეფდა მამამისის გადადგომისა და პიემონტის ჯარების ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ. გამეფების შემდეგ მან უპირველეს ყოვლისა ზვი დადო ავსტრიელებთან. ამით მან ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ დეპუტატებმა ზავის რატიფიკაციაზე უარი თქვეს. ვიტორიო ემანუელემ დაითხოვა პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნა, თან დაიმუქრა, რომ თუ ზომიერი პარტიები არ იქნა არჩეული, საერთოდ გააუქმებდა კონსტიტუციას. არჩევნებმა გაამართლეს მეფის იმედები. პარლამენტშიც და კარზეც დამკვიდრდნენ ზომიერები, რომლებსაც შეეძლოთ სარდინიის მიმართვა მთელი იტალიისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისკენ.
მეფე, მიუხედავად ნადირობით გატაცებისა და სასიყვარულო თავგადასალებისა, მამაცი ადამიანი იყო. იგი არ იყო განსაკუთრებული ჭკუის პატრონი და ჯარისკაცული უხეშობის მიუხედავად ფლობდა მალავდა საღ აზრს და გამჭრიახობას. მას ესმოდა რომ ალპებით დაცული და საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი პიემონტი შესაძლოა გამხდარიყო იტალიელი პატრიოტების ცენტრი. ამისთვის საჭირო იყო შიდა პოლიტიკაში ლიბერალიზმი, ხოლო საგარეო ურთიერთობებში ავსტრიისადმი სიმკაცრის შენარჩუნება. ამ ორი პრინციპით იგი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამაში მდგომარეობდა მისი ისტორიული როლი იტალიის გაერთიანების საქმეში. დანარჩენი კი სხვებმა გააკეთეს.
1852 წლიდან სარდინიის მთავრობის სათავეში გრაფი კამილიო კავური მოვიდა, რომელმაც იტალიაში იგივე როლი შეასრულა, რაც გერმანიაში ბისმარკმა. მისი ხელმძღვანელობით ხორციალდებოდა ლიბერალური რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში, კავური საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რომელთ��ნ ერთადაც 1859 წელს ავსტრიის წინააღმდეგ დაიწყო ომი. სამ ბრძოლაში ავსტრიის არმია დამარცხდა. ნოემბერში ციურიხში ზავს მოეწერა ხელი. ზავის თანახმად ლომბარდია სავოის დინასტიას გადაეცა. 1860 წელს შემოერთებულ იქნა პარმის, მოდენის და ტოსკანის საჰერცოგოები, სადაც ამბოხებების შეგედად ჩამოაგდეს უცხოური დინასტიები. აპრილში დაიწყო აჯანყება პალერმოში. მაისში, სიცილიაში თავისი რაზმით გადავიდა ცნობილი პატრიოტი ჯუზეპე გარიბალდი. ნოემბერში ნეაპოლის არმია დამარცხდა ვოლტურნოსთან. იტალიის სამხრეთმა ნაწილმა აღიარა სავოიდ დინასტიის ძალაუფლება. 1861 წლის მარტში ვიტორიო ემანუელე გამოცხადდა იტალიის მეფედ.
საბოლოო გაერთიანებისთვის საჭირო იყო ავსტრიისთვის ვენეციის წართმევა და პაპის ოლქის რომით ურთ დაკავება. მეფეს იმედი ჰქონდა ამის პრუსიის დახმარებით გაკეთება და 1866 წელს სამხედრო კავშირი დადო მასთან. ომი იმავე წლის ზაფხულში დაიწყო და წარუმატებელი იყო იტალიის არმიისთვის. მიუხედავად ამისა, პრუსიის წარმატებამ და ავსტრიის არმიის დამარცხებამ ვიტორიო ემანუელეს სასურველი შედეგი მოუტანეს - ვენეციის ოლქი იტალიის შემადგენლობაში შევიდა. 1870 წელს, საფრანგეთის პრუსიის მიერ დამარცხების შემდეგ, მან რომიც შემოიერთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.