ვესელ პრეტორიუსი
ვესელ პრეტორიუსი (გერმ. Marthinus Wessel Pretorius ; დ. 17 სექტემბერი, 1819, გრააფ-რეინეტი — გ. 19 მაისი, 1901, პოტჩეფსტრუმი) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნეში ინგლისელებმა შეავიწროვეს ბურები, მათმა ერთმა ნაწილმა დატოვა კაპსკი და პრეტორიუსის მეთაურობით გადავიდნენ მდინარე ვაალის გაღმა, სადაც დააარსეს ტრანსვაალის რესპუბლიკა და პირველ პრეზიდენტად აირჩიეს პრეტორიუსი. ბურების მეორე ნაწილმა დააარსა მეორე რესპუბლიკა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ინგლისელებმა მოინდომეს ხელში ჩაეგდოთ ტრანსვაალში აღმოჩენილი მდიდარი საბადოებიც. რასაც ბურები წინ აღუდგნენ, მაშინ ინგლისელებმა მიმართეს ძალადობას, მაგრამ აჯანყებულმა ბურებმა სასტიკად დაამარცხეს ისინი. ამ გამარჯვების გამო ბურებმა თავიანთ მთავარ ქალაქს პირველი პრეზიდენტის პრეტორიუსის პატივსაცემად პრეტორია დაარქვეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკო ბაგრატიონი, ბურებთან, თბ., 1952
რესურსები ინტერენტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვესელ პრეტორიუსი“ ვიკისაწყობში.