ვაღარშაკ არუთინიანი
ვაღარშაკ არუთინიანი | |
სომხეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ივნისი, 1999 – 20 მაისი, 2000 | |
პრეზიდენტი | რობერტ ქოჩარიანი |
წინამორბედი | ვაზგენ სარქისიანი |
მემკვიდრე | სერჟ სარქისიანი |
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1991 – 1992 | |
პრეზიდენტი | ლევონ ტერ-პეტროსიანი |
დაბადებული | 28 აპრილი, 1956 ახალქალაქი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
ვაღარშაკ არუთინიანი (სომხ. Վաղարշակ Հարությունյան დ. 28 აპრილი, 1956) — სომხეთის თავდაცვის მინისტრი 1999 წლის 11 ივნისიდან 2000 წლის 20 მაისამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაღარშაკ არუთინიანი დაიბადა 1956 წლის 28 აპრილს, ახალქალაქში, საქართველოს სსრ. 1978 წელს, მან დაამთავრა კასპიის უმაღლესი სასწავლებელი. 1978–1989 წლებში, იგი იბრძოდა ავღანეთის ომში. 1991–1992 წლებში, ყარაბაღის ომის პერიოდში, არუთინიანი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 1992 წელს, იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე გახდა. 1994 წელს, არუთინიანი არჩეულ იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. 1999 წელს, ვაზგენ სარქისიანის არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრად გამოცხადების შემდეგ, იგი დაბრუნდა სომხეთში და გახდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი[1]. ეს თანამდებობა მან 2000 წლის 20 მაისს დატოვა.
2002 წლის 23 ივლისს, არუთინიანი შეუერთდა ოპოზიციურ პარტიას - „რესპუბლიკა“-ს, ვაზგენ სარქისიანის ძმის, არამ სარქისიანის ლიდერობით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Interview (რუსული)
- «У США и Турции интерес один – максимальное вытеснение России из региона» დაარქივებული 2010-03-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|