ვასილ ცარგუში
ვასილ ცარგუში (დ. 1 თებერვალი, 1938, სოფ. აჭანდარა, გუდაუთის რაიონი — გ. 28 იანვარი, 2021, სოხუმი) — საბჭოთა, აფხაზი დირიჟორი, კომპოზიტორი, ეთნოგრაფი, მუსიკის პედაგოგი და მუსიკათმცოდნე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1982).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი (საგუნდო–სადირიჟორო). სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში (საგუნდო–სადირიჟორო).
მუშაობდა მხატვრული თვითმოქმედების, რაიონული კულტურის სახლების კოლექტივებსა და სკოლის გუნდებში. 1958–1962 წლებში იყო სოფელ აჭანდარას, 1962–1963 წლებში კი სოხუმის ნესტორ ლაკობას სახელობის სკოლის გუნდების ლოტბარი. 1963 წლიდან აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ჯერ დირიჟორ–ქორმაისტერი, 1968 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი, 1977–1981 წლებში ლოტბარი. იყო აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი.
შემოქმედება: კანტატები – „ეფრებ ეშბა“, „ოქტომბერი“; სიმღერები: „აფსნი“, „ლენინზე“, „კომკავშირლებო, წინ“, „კავკასიის დამცველებს“, „დაგეძებ“, „სიმღერა მეგობრობაზე“ და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1971 — აფხაზეთის ასსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1979 — აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი
- 1982 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი