ვალენსუელა (მანილა)
ვალენსუელა ტაგალ. Lungsod ng Valenzuela ინგლ. City of Valenzuela | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
შიდა დაყოფა | Arkong Bato, Balangkas, Bignay, Bisig, Dalandanan, Lawang Bato, Malanday, Palasan, Pariancillo Villa, Polo, Punturin, Tagalag, Viente Reales, Karuhatan და Isla |
კოორდინატები | 14°42′00″ ჩ. გ. 120°59′00″ ა. გ. / 14.70000° ჩ. გ. 120.98333° ა. გ. |
მმართველი | Wes Gatchalian |
დაარსდა | 12 ნოემბერი, 1623 და 28 ივლისი, 1960[1] [2] |
ფართობი | 47.02 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 22 მეტრი |
მოსახლეობა | 714 978 (1 მაისი, 2020)[3] |
სატელეფონო კოდი | 02 |
ოფიციალური საიტი | https://valenzuela.gov.ph/ |
ვალენსუელა (ოფიციალურად ქალაქი ვალენსუელა; ტაგ: Lungsod ng Valenzuela) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 620 422 ადამიანს შეადგენს.
ვალენსუელა მოსახლეობის რაოდენობით ფილიპინების მე-13 ქალაქია. ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 14 კმ-თაა დაშორებული. მოსახლეობის რაოდენობისა და შემოსავლების გათვალისწინებით, 7160-ე და 8526-ე რესპუბლიკური აქტების შესაბამისად ვალენსუელა მაღალურბანიზებული, პირველი კლასის ქალაქია.[4][5][6] ჩაკეტილი, ჩარტერული ქალაქი კუნძულ ლუსონზე მდებარეობს. მას ბულაკანის პროვინცია და ქალაქები: კალოოკანი, მალაბონი და კესონ-სიტი ესაზღვრება. ვალენსუელასა და მალაბონს შორის საზღვარი მდინარე ტულაჰანზე გადის. ქალაქის საერთო ფართობი 45.75 კმ²-ია. მოსახლეობის 72%-ის ტაგალები არიან, ხოლო 5%-ს ბიკოლანები წარმოადგენენ.
ქალაქს სახელი ეწოდა ფილიპინელი ექიმისა და ესპანეთის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი საიდუმლო საზოგადოების, კატიპუნანის წევრის, პიო ვალენსუელას პატივსაცემად. თავდაპირველად, როცა 1621 წელს ვალენსუელა მეიკაუაიანს გამოეყო, ქალაქს პოლოს ეძახდნენ. 1899 წელს, ამერიკა-ფილიპინების ომის დროს ვალენსუელაში მალინტის ბრძოლა გაიმართა. 1960 წელს პრეზიდენტმა კარლოს გარსიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც პოლოს სამხრეთი ბარანგაები უნდა გამოყოფოდა და ახალი ქალაქი, ვალენსუელა დაარსებულიყო. 1963 წელს პრეზიდენტმა დიოსდადო მაკაპაგალმა აღნიშნული ბრძანება უარყო, ბარანგაები კვლავ გაერთიანდა და ვალენსუელა ეწოდა. თანამედროვე ვალენსუელის საზღვრები 1998 წელს ჩამოყალიბდა.
ეროვნული დედაქალაქის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობის გამო ვალენსუელა ხალხთა მიგრაციის წერტილს წარმოადგენდა და მრავალკულტურულ მეტროპოლისად განვითარდა. ყოფილი სოფლის მეურნეობის სივრცე დროთა განმავლობაში ფილიპინების მთავარ ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, როდესაც ქალაქის ნაწილებში დიდი რაოდენობის სამრეწველო ობიექტები განათავსეს.[7]
ტოპონიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანურად ვალენსუელა ვალენსიის დიმუნიტიური ფორმაა და „პატარა ვალენსიას“ ნიშნავს.[8] ვალენსუელა ტაგალი ექიმისა და კატიპუნანის ერთ-ერთი ლიდერის, პიო ვალენსუელად გვარი იყო. 1896 წელს ფილიპინების რევოლუციის დროს იგი კაპიტუნანის ტრიუმვირატში შედიოდა და ორგანიზაციის დროებითი თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.[9][10]
1960 წლამდე ვალენსუელას პოლო ერქვა.[11] სახელწოდება ტაგალური ენიდან მომდინაროს (pulô) და კუნძულს“ ან „პატარა კუნძულს“ ნიშნავს, თუმცა თავად ეს ტერიტორია კუნძული არ ყოფილა. ქალაქი პოლო მთლიანად გარშემორტყმული იყო მდინარეებით, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კუნძული იყო.[12]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალენსუელა დედაქალაქიდან 14 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ქალაქიდან 16.3 კმ-ით დასავლეთით ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ინდუსტრიული პორტი, მანილის ყურე მდებარეობს. ვალენსუელის ჩრდილოეთით ქალაქი ობანდო და მეიკაუაიანი მდებარეობს, დასავლეთით — ნავოტასი, სამხრეთით — მალაბონი და კესონ-სიტი, ხოლო აღმოსავლეთით — კალოოკანის ჩრდილოეთი ნაწილი.
ქალაქში უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდნა 38 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ზედაპირის დახრილობის მაჩვენებელი 0.55%-ია, ხოლო ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილში, კანუმაიში შედარებით მცირედ დახრილი ფერდობები და ბორცვებიანი ლანდშაფტია. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2 მეტრია.[13]
გარდა კანონით დადგენილი პოლიტიკური საზღვრებისა, ვალენსუელა და მალაბონი ერთმანეთისგან მდინარე ტულაჰანის 15 კმ-იანი მონაკვეთითაც არის გამოყოფილი.[14] მდინარეს სახელი ეწოდა tulya-ს მიხედვით, მოლუსკების სიმრავლის გამო.[15] ტულაჰანი მარილაო-მეიკაუაიანი-ობანდოს მდინარეთ სისტემის შემადგენელი ნაწილია ცენტრალურ ლუსონში.[16] დღეისთვის ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ მდინარეთა სისტემად მიიჩნევა.[16][17] ტულაჰანის სანაპიროები მანგროს ხეებით იყო დაფარული და მტკნარი წყლის თევზებითა და კიბორჩხალებითაც მდიდარი იყო და ამ მიდამოებში სამრეწველო ცენტრების განვითარებამდე მდინარეს სათამაშოდ ბავშვებიც იყენებდნენ.[16]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული დედაქალაქის რეგიონში მდებარეობის გამო ვალენსუელას კლიმატი ქვეყნის დედაქალაქის კლიმატის მსგავსია. ფილიპინების დასავლეთ ნაწილში მდებარეობის გამო ფილიპინების ატმოსფერულ, გეოფიზიკურ და ასტრონომიულ მომსახურებათა ადმინისტრაცია ქალაქ I ტიპის კლიმატურ სარტყელს მიაკუთვნებს. წყნარი ოკეანიდან მომავალ ქარებს სიერა-მადრეს მთიანეთი აკავებს, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს.[18]
ეკვატორთან სიახლოვის გამო ვალენსუელაში მთელის წლის მანძილზე ტემპერატურა 20 °C-სა (68 °F) და 35 °C-ს (95 °F) შორის მერყეობს, ხოლო ტენიანობის გამო ტემპერატურა კიდევ უფრო ცხელია. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ქალაქი მდებარეობისა და ნალექიანობის მაჩვენებლით ტროპიკული მუსონური და ტროპიკული სავანის სარტყელს მიეკუთვნება. ვალენსუელაში ორი სეზონი: მშრალი და წვიმების სეზონი გამოიყოფა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alvarez, Santiago V.; Carolina, Paula; Malay, S. (1992), The Katipunan and the Revolution: Memoirs of a General, Ateneo de Manila University Press, ISBN 971-550-077-3, https://books.google.com/books?id=F3q-krDckHwC ISBN 978-971-550-077-7
- Arenas, Mar D.J. (1997), Valenzuela: Ang Bayani at ang Bayan, Museo Valenzuela Foundation, Inc. & Valenzuela Historical and Cultural Society, https://books.google.com/books?id=kiVxAAAAMAAJ
- Blair, Emma H.; James Alexander Robertson (1906), The Philippine Islands, 1493–1898, McCullough Printing Company
- Duka, C. (2008), Struggle for Freedom' 2008 Ed., Rex Bookstore, Inc., ISBN 978-971-23-5045-0, https://books.google.com/books?id=4wk8yqCEmJUC ISBN 978-971-23-5045-0
- Landsberg, H.E. (1965), Advances in Geophysics, Volumes 1–11, Academic Press, ISBN 0-12-018811-2, https://books.google.com/books?id=j1pAVKOeAmAC ISBN 978-0-12-018811-6
- Minogue, Martin; Cariño, Ledivina V. (2006), Regulatory Governance in Developing Countries, Edward Elgar Publishing, ISBN 1-84542-612-6, https://books.google.com/books?id=ie6vfI4YLsYC ISBN 978-1-84542-612-5
- Sagmit (2007), The Filipino Moving Onward 5' 2007 Ed., Rex Bookstore, Inc., ISBN 978-971-23-4154-0, https://books.google.com/books?id=SIq_FvJUr40C ISBN 978-971-23-4154-0
- Tiongson, Nicanor (2004), The Women of Malolos, Ateneo de Manila University Press, ISBN 971-550-467-1, https://books.google.com/books?id=i_O3H7iRa-4C ISBN 978-971-550-467-6
- Zaide, Sonia; Gregorio F. Zaide (1999), The Philippines: A Unique Nation, All Nations Publishing Co., ISBN 971-642-064-1, https://books.google.com/books?id=B6ZtAQAACAAJ ISBN 978-971-642-064-7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.officialgazette.gov.ph/1960/08/22/appointments-and-designations-august-22-1960/
- ↑ Executive Order No. 401, s. 1960
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Republic Act No. 8526 An Act Converting the Municipality of Valenzuela into a Highly-Urbanized City to be Known as the City of Valenzuela. ციტირების თარიღი: 21 April 2011
- ↑ „Valenzuela celebrates 13th cityhood anniversary on Monday“. Bayanihan.org. 14 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
- ↑ Local Government and Taxes:Cities and their income classification (1993, 1995, 1997, 2001, 2005). Democracy and Governance in the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-10. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
- ↑ Catapat, Willie (16 August 2005). „China official, traders visit Valenzuela industrial sites“. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 3 December 2011.
- ↑ Hanks, Patrick (2003). Dictionary of American Family Names, e-reference, Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-508137-4. ISBN 978-0-19-508137-4. Alternative URL can be found in Ancestry.com
- ↑ Dr. Pio Valenzuela, 1869–1956. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2020.
- ↑ Alvarez, Carolina და Malay 1992, p. 6
- ↑ Arenas 1997, p. 33
- ↑ Arenas 1997, p. 34
- ↑ Valenzuela City: The City. Valenzuela City. ციტირების თარიღი: 19 April 2011
- ↑ Carcamo, Dennis (28 September 2010). „MMDA partners with private firm for Tullahan River dredging“. The Philippine Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 21 April 2011.
- ↑ An Anvil Award for the MNTC Tullahan River Adoption. Eco Generation World Environment News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2020.
- ↑ 16.0 16.1 16.2 „Tenejeros River can easily be saved“. Philippine Daily Inquirer. 28 სექტემბერი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 21 აპრილი 2011.
- ↑ Calalo, Arlie (27 November 2010). „DENR, SMC ink pact to save Tullahan River“. The Daily Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 21 April 2011.
- ↑ Climate Information and Statistics. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
|