მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი (აბრევიატურა NOF) (მაკედ. Народно Ослободителен Фронт (НОФ)), ასევე ცნობილი, როგორც სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტი — კომუნისტური პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მაკედონური უმცირების მიერ საბერძნეთში. ორგანიზაცია მოქმედებდა 1945-1949 წლებში, მეტწილად საბერძნეთის სამოქალაქო ომში. ამ ორგანიზაციის მონაწილეობა საბერძნეთის სამოქალაქო ომში უფრო ნაციონალისტური ხასიათის იყო, ვიდრე კომუნისტურის და მიზნად ისახავდა საბერძნეთისგან გამოყოფას.