შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეთ ბრიტანელი (1770-1840)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ ბრიტანელი
წოდებები
ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფინია
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 22 მაისი, 1770
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 10 იანვარი, 1840, (69 წლის)
ფრანკფურტი, გერმანია
საგვარეულო ჰანოვერები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ VI, ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფი
მამა ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ელიზაბეთ ბრიტანელი (ინგლ. Elizabeth of the United Kingdom, გერმ. Elisabeth von Großbritannien; დ. 23 მაისი, 1770, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 10 იანვარი, 1840, ფრანკფურტი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფინია 1820-1829 წლებში როგორც ფრიდრიხ VI-ის მეუღლე.

შარლოტა დაიბადა 1770 წლის 22 მაისს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი უელსის პრინც ფრედერიკისა და პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის შვილიშვილი იყო.

პრინცესა ელიზაბეთი 1782 წელს.

მსგავსად თავისი დებისა, პრინცესა ელიზაბეთიც საზოგადოებისაგან იზოლირებულად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ამის გამო, მან მთელი თავისი ბავშვობა მხოლოდ და-ძმებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად გაატარა. ამ გზით მეფე-დედოფალი თავიანთი ქალიშვილების „სწორად აღზრდას“ ცდილობდნენ.

1782 წლიდან იგი საზოგადოებაში გამოვიდა და დაიწყო აქტიური ცხოვრება. 1812 წელს მან ბერკშირში საკუთარი სასახლე შეიძინა და იქ გადასახლდა, სადაც ხშირად აწყობდა ბალებსა და მასკარადებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მასკარადზე ცეკვისას, 1814 წელს შეხვდა ელიზაბეთ გერმანელ პრინც ფრიდრიხ ჰესენ-ჰომბურგელს, რომელიც საკმაოდ სიმპათიური და წარმოსადეგი იყო და ავსტრიელი ოფიცრის ფორმაში იყო გამოწყობილი. ელიზაბეთს იგი პირველივე დანახვისას ისე მოეწონა, რომ განაცხადა: „ის თუ თავისუფალია, ჩემი ქმარი გახდება!“.

მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, 1818 წლის 7 აპრილს ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში შედგა ელიზაბეთისა და ფრიდრიხის ქორწინება. მიუხედავად გაგებისა და ურთიერთპატივისცემისა, ეს ქორწინება „სიყვარულს“ მაინც არ ემყარებოდა. ეს უფრო შეთანხმება იყო, რომელიც ორივეს აწყობდა. ქორწილის შემდეგ ელიზაბეთი ქმართან ერთად გადავიდა საცხოვრებალად გერმანიაში.

1820 წლის 20 იანვარს ფრიდრიხმა მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფობა, რითაც ელიზაბეთი ამ პატარა გერმანული სამთავროს ლანდგრაფინია გახდა. თავისი ბრიტანული პენსიისა და სეფექალების დახმარებით, ელიზაბეთმა მოახერხა იქაური პატარა სასახლისათვის რეკონსტრუქციის ჩატარება და ჰომბურგის დიდებულ სასახლედ გადაქცევა. თავის მხრივ, ეს სამეფო კარი არაფრით ჰგავდა ბრიტანეთისას. აქ ელიზაბეთმა უარი თქვა მკაცრ ინგლისურ ეტიკეტზე და თავის ქმართან ერთა�� სრულიად თავისუფლად და ბედნიერად დაიწყო ცხოვრება.

მიუხედავად ბედნიერი ქორწინებისა, ფრიდრიხსა და ელიზაბეთს შვილები არ ჰყოლიათ. ფრიდრიხი 1829 წლის 2 აპრილს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ელიზაბეთმა კიდევ თერთმეტი წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1840 წლის 10 იანვარს ფრანკფურტში, 69 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ჰომბურგის მავზოლეუმში, მეუღლის გვერდით.

  • Beatty, Michael A. (2003). The English Royal Family of America, from Jamestown to the American Revolution. US: McFarland & Co. p. 203. ISBN 0-7864-1558-4. Retrieved 2010-11-08.
  • Hadlow, Janice (2014). A Royal Experiment (1 ed.). New York: Henry Holt and Company, LLC. ISBN 978-0-8050-9656-9.
  • Robertson, Jillian (1977). The Royal Race for the British Crown: 1817-1819 (1 ed.). London and Tiptree, Colchester, Essex: Blond & Briggs Ltd. ISBN 978-0-8563-4068-0.
  • Fraser, Flora (2006). Princesses: The Six Daughters of George III (1 ed.). London: Anchor Books. ISBN 9781400096695.
  • Battye, Evelyn Desirée (1984), "The Fighting Ten", London: British Association for Cemeteries in South Asia, ISBN 0-907799-09-4.