დეივისის სრუტე
იერსახე
დეივისის სრუტე (ინგ. Davis Strait) — სრუტე, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს გრენლანდიას და ბაფინის მიწას (კანადის პროვინცია ნუნავუტი). სრუტის სიგრძე მერყეობს 300 კილომეტრიდან 950 კმ-მდე, მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 3660 მეტრს.[1]
დამახასიათებელია მოდრეიფე ყინულები და აისბერგები. სრუტეს ეწოდა ინგლისელი მკვლევარის და აღმომჩენის, ჯონ დეივისის (1550-1605) სახელი, მან 1580-იან წლებში რამდენიმეჯერ იმოგზაურა ამ რეგიონში და შეისწავლა გრენლანდიის და ბაფინის მიწის ტერიტორიები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Davis Strait დაარქივებული 2005-05-19 საიტზე Wayback Machine. , The Canadian Encyclopedia