გორისი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
გორისი Գորիս | |
ქვეყანა | სომხეთი |
მარზი | სიუნიქის ოლქი |
კოორდინატები | 39°31′00″ ჩ. გ. 46°20′00″ ა. გ. / 39.51667° ჩ. გ. 46.33333° ა. გ. |
დაარსდა | 1870 |
პირველი ხსენება | 995 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1995 |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1370 მ |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 20 840 კაცი (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +374 (284) |
საფოსტო ინდექსი | 3201-3205 |
საავტომობილო კოდი | 52 |
ოფიციალური საიტი | https://goriscity.am |
გორისი — ქალაქი სომხეთში სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ერევანი-სტეპანაკერტის გზატკეცილზე მთიან ქვაბულში მდინარე გორისზე (ვოროტანის შენაკადი) და გარს აკრავს კლდოვანი სერები და მღვიმეები. ერევნიდან 240 კილომეტრი, კაპანიდან 70 კმ. ქალაქის მახლობლად სოფელ ხნძორესკში მდებარეობს უძველესი ადამიანების საცხოვრებელი მღვიმეები. მდინარე გორისის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ვულკანოგენური ქანებისაგან შემდგარი მღვიმეების ლაბირინთი ქვის პირამიდებით და უცნაური სვეტებით. ქალაქი გაყოფილია ორ დასახლებულ ტერიტორიად სამხრეთ (ძველი) და ჩრდილოეთ (ახალი) ნაწილებად. მათ შორის მდებარეობს ქალაქის სამრეწველო და კულტურული ნაწილი. სამხრეთით 8 კილომეტრზე აეროპორტია.