გიორგი ანჩაბაძე
გიორგი ანჩაბაძე (დ. 1949, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, წარმოშობით აფხაზი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ანჩაბაძე დაიბადა ქ. თბილისში 1949 წელს ისტორიკოს ზურაბ ანჩაბაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო. 1975–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან მთავარ მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1984–1992 წლებში შეთავსებით მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1991 წელს აირჩიეს პროფესორად. 2007 წლიდან მუშაობს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2007–2018 წლებში სრული პროფესორი იყო, 2018 წლიდან ემერიტუს-პროფესორია.
გიორგი ანჩაბაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოსა და კავკასიის ხალხების ისტორია უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე, სამხედრო ისტორია (ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, შეიარაღებული ძალების ისტორია, საბრძოლო იარაღისა და ტექნიკის ისტორია, სამხედრო-ისტორიული წყაროთმცოდნეობა, სამხედრო-ისტორიული კარტოგრაფია და სხვ,), ზოგადი წყაროთმცოდნეობა, ეთნიკური ისტორია და ხალხთაშორისი ურთიერთობების ისტორია, ისტორიული გეოგრაფია და კარტოგრაფია.
გიორგი ანჩაბაძეს გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 24 წიგნი (მონოგრაფიები, საავტორო კრებულები, სალექციო კურსები, სახელმძღვანელოები და ა.შ.). საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის მიღებული აქვს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სიგელი და წოდება „ტოლერანტობის ქომაგი“ (2014). არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი ბაქრაძე როგორც წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი. მეცნიერება. თბ. 1882. 65 გვ. (რეზუმე რუს. ენაზე).
- Источниковедческие проблемы военной истории Грузии (исследование грузинских исторических сочинений). Мецниереба, Тбилиси, 1990. 256 с.
- საქართველოს ომების ქრონოლოგია (1490 წლამდე). სამშობლო, თბ., 1998. 48 გვ.
- The Vainakhs (The Chechen and Ingush) / Вайнахи (чеченцы и ингуши). Тбилиси, 2001. 328 с.
- სამხედრო ისტორია. ლექციების კურსი. თბ., 2002. 144 გვ.
- საქართველოს ისტორია (მოკლე ნარკვევი). თბ, 2005. 88 გვ.
- History of Georgia (Short sketch). Tbilisi, 2005. p. 80.
- ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები (სტატიები, მიმართვები, ინტერვიუები) I / Вопросы грузино-абхазских взаимоотношений I. თბ., 2006. 308 გვ.
- საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე). თბ., 2010. 276 გვ.
- ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები II / Вопросы грузино-абхазских взаимоотношений II. თბ., 2011. 242 გვ.
- ოსმალური დოკუმენტური წყაროები აფხაზეთისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შესახებ (XVII–XVIII საუკუნეები / ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს გიორგი ანჩაბაძემ და ნოდარ შენგელიამ. თბ., 2012. 1088 გვ.
- სამხედრო საქმე საქართველოში უძველესი ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ., 2017. 111 გვ.
- აფსნიი კავკაზთვი აიბაშრეი (‘აფხაზეთი დ��� კავკასიის ომი’) 1810–1864. სალექციო კურსი. სოხუმი, 2021 (აფხაზურ ენაზე). 146 გვ.
- Абхазия и Кавказская война 1810–1864. Второе дополненное издание. Тбилиси, 2021. 136 с.
- მნიშვნელოვანი მონოგრაფია თეორიულ წყაროთმცოდნეობაში/ /ქართული წყაროთმცოდნეობა, V. მეცნიერება. თბ., 1978. გვ. 153–164.
- Эвлия Челеби о закубанских ногайцах/ /Тюркологический сборник, 1976. Наука. Москва, 1978. С. 19–25.
- Сведения Эвлии Челеби об убыхах-садзах/ /Сборник докладов I всесоюзной научной конференции молодых востоковедов (Тбилиси, 1–4 октября 1973 г.). Издательство Тбилисского гос. университета. Тбилиси, 1981. С. 28–36.
- ქართული ლაშქრის საბრძოლო წყობა და ბრძოლის წარმოების ხერხები თეიმურაზ II-ის „სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასების“ მიხედვით/ /საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბ., 1984, № 2. გვ. 93–98 (რეზიუმე რუს. ენაზე).
- იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ როგორც სამხედრო-ისტორიული წყარო/ /ქართული წყაროთმცოდნეობა, VI. მეცნიერება, 1985. გვ. 68–77 (რეზიუმე რუს. ენაზე).
- „შიდა ლაშქრის“ („შიდა სპის“) მნიშვნელობის გარკვევისათვის/ /საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბ., 1987, № 1. გვ. 83–89 (რეზიუმე რუს. ენაზე).
- „ძეგლი ერისთავთა“ როგორც წყარო სამხედრო საქმის ისტორიისათვის ქართლის მთიანეთში/ /ქართული წყაროთმცოდნეობა VII. მეცნიერება, 1987. გვ. 79–90 (რეზიუმე რუს. ენაზე).
- „Жизнеописание Вахтанга Горгасала“ как источник по военной истории Грузии середины I тысячелетия н. э./ /Труды Абхазского государственного университета, т. V. Сухуми, Алашара, 1987. С. 163–171.
- სეხნია ჩხეიძის „მეფეთა ცხოვრება“ როგორც სამხედრო-ისტორიული წყარო/ /საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბ., 1988, № 4. გვ. 56–64 (რეზიუმე რუს. ენაზე).
- კახეთის სადროშოების საკითხი ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში/ /კრებული: „��ახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი“. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ., 1997. გვ. 94–101.
- სასანური ირანის წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ომის შესახებ/ /კრებული: „საქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში“. მემატიანე. თბ., 1999. გვ. 15–30.
- ძველი ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების დროისა და პირობების შესახებ/ /„ანალები“, საქ. მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟურნალი. თბ., 1999, № 2. გვ. 16–22 (რეზუმე ინგლ. და რუს. ენებზე).
- Изучение вопросов этнической истории абхазов на фоне грузино-абхазского конфликта/ /Аспекты грузино-абхазского конфликта, 2. Материалы грузино-абхазской конференции. Конобеево (Московская область) – август, 1999 г. UCI (Universiy of Califoria, Irvine), 2000. С. 20–40.
- Грузино-абхазское государство: историческая традиция и перспективы/ /Аспекты грузино-абхазского конфликта, 5. Материалы грузино-абхазской конференции: Преемственность культур в контексте государственного строительства. Адлер – 26–28 августа 2000 г. Ирвайн, 2001. С. 309–324.
- ქცევის ტრადიციული ნორმები კავკასიაში ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს/ /კრებული: „ოჩხარი“. ჯ. რუხაძისადმი მიძღვნილი ეთნოლოგიური, ისტორიული და ფილოლოგიური ძიებანი. მემატიანე. თბ., 2002. გვ. 67–77 (რეზიუმე ინგლ. და რუს. ენებზე).
- Народная дипломатия и миротворчество: по материалам постояннодействующей грузино-абхазской конференции, организованной Калифорнийским университетом (г. Ирвайн)/ /Аспекты грузино-абхазского конфликта, 9. Материалы грузино-абхазской конференции: „Первые итого“. Москва – 4–8 июля 2002 г. Ирвайн, 2002. С. 69–93.
- აფხაზები/ /კრებული: „ეთნოსები საქართველოში“. გამოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს განვითარების პროგრამისა და რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. თბილისი, 2008. გვ. 55–72.
- ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპები უძველესი დროიდან ერის ჩამოყალიბების სტადიამდე/ /„ქართველი ერის დაბადება“, ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები (26–27 ნოემბერი, 2007). ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 2009. გვ. 67–91.
- Historical aspects of the North Caucasus factor in relation to modern Georgia (up to 2008)/ /The North Caucasus factor in the Georgian-Abkhaz conflict context. July 2012. P. 49–59.
- Armed Forces of Georgian Democrdtic Republic in 1918–1921/ /Latvijas Universitātes Žurnāls VĒSTURE / Journal of the University of Latvia HISTORY. 2018/5. P. 100–116 (რეზუმე ლატვიურ ენაზე).
- ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები უძველესი დროიდან 1918 წლამდე/ /კრებული: "აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ურთიერთობები წარსულსა და თანამედროვეობაში. კავკასიური სახლი. თბილისი, 2021. გვ. 62-107.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ანჩაბაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ანჩაბაძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გიორგი ანჩაბაძე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Профессор Анчабадзе против искажения истории грузино-абхазских отношений // Виталий Шария, Эхо Кавказа //2010 RFE
- რუსეთი — აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი თუ სახელმწიფოებრიობის მტერი? // ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო „თავისუფლება“