გივი ვაშაძე
იერსახე
გივი გიორგის ძე ვაშაძე (დ. 25 აგვისტო, 1925, თბილისი, — გ. 9 ივლისი, 2008) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (1949). 1949 წლიდან ინჟინრად მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის წყალტუბოს რაიონული კომიტეტის პირველ მდივანი, საქართველოს სსრ მე-7 და მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი. 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება „საქსოფლტექნიკის“ თავმჯდომარედ. 1974-1990 წლებში იყო საკავშირო დაქვემდებარების საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგამოცდო საკვლევი-სამეცნიერო დაწესებულების დირექტორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაშაძეები. თბ., 2008.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატეგორია:
- დაბადებული 25 აგვისტო
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 9 ივლისი
- გარდაცვლილი 2008
- ქართველი ინჟინრები
- ქართველი კომუნისტები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები