გეორგიოს I
გეორგიოს I | |
---|---|
Γεώργιος Αʹ | |
საბერძნეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მარტი 1863 |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი 1913 |
წინამორბედი: | ოტონი |
მემკვიდრე: | კონსტანტინოს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი 1845 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 18 მარტი 1913 |
გარდ. ადგილი: | სალონიკი, საბერძნეთი |
მეუღლე: | ოლღა კონსტანტინოვნა |
შვილები: |
კონსტანტინოს I პრინცი გეორგიოსი პრინცესა ალექსანდრა პრინცი ნიკოლოზი პრინცესა მარია პრინცი ანდრეასი პრინცი კრისტოფორი |
დინასტია: | გლუქსბურგები |
მამა: | კრისტიან IX |
დედა: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | ლუთერანობა |
ხელმოწერა: | |
გეორგიოს I (ბერძ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი, 1845 — გ. 18 მარტი, 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.
დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია. პრინცი ვილჰელმი, რომელიც მოგვიანებით გეორგიოსად იწოდა, დაქორწინდა რუსეთის დიდ მთავარზე, ოლღა კონსტანტინოვნაზე და საბერძენთის ახალი დინასტიის პირველი მონარქი გახდა. მისმა ორმა დამ, ალექსანდრამ და დაგმარამ ბრიტანეთის და რუსეთის მონარქებზე იქორწინეს. ედუარდ VII და ალექსანდრე III გეორგიოსის სიძეები, ხოლო ჯორჯ V და ნიკოლოზ II დისშვილები იყვნენ.
გეორგიოს I-ის 50 წლიანი მმართველობა ხასიათდება ტერიტორიული მიღწევებით, რომელიც საბერძნეთმა ევროპაში პირველ მსოფლიო ომამდე მოიპოვა. ბრიტანეთმა საბერძნეთს იონიის კუნძულები მშვიდობიანად დაუთმო, იმ დროს, როდესაც თესალია ანექსირებული იყო ოსმალეთის იმპერიის მიე��� რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. საბერძენთი ყოველთვის წარმატებული არ იყო: მან დამარცხება იწვნია 1897 წლის საბერძნეთ-ოსმალეთის ომში. ბალკანეთის პირველი ომის დროს, იმის შემდეგ ,რაც საბერძნეთის ჯარმა მაკედონიის დიდი ნაწილი დაიკავა, გეორგიოს I პოლიტიკური მოტივით სალონიკში მოკლეს. მისი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, მისი მემკვიდრეების მეფობა შედარებით მოკლე და არასაიმედო აღმოჩნდა.
ოჯახი და ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინც კრისტოფერის და ლუის ჰესელ-კესელელის მეორე ვაჟი, გეორგიოსი კოპენჰაგენში დაიბადა. აგრეთვე მისი ნამდვილი სახელი იყო პრინც კრისტიან ვილჰელმ ჰერდინანდ ადოლფ გეორგიოს გლიუქსბურგი. იქამდე, სანამ საბერძნეთში ჩავიდოდა მას მისი ბაბუების — ფრედერიკ ვილჰელმის და პრინც უილიამის პატივსაცემად, პრინც ვილჰელმსაც (უილიამსს) უწოდებდნენ.
1852 წელს დანიის უმემკვიდრო მეფის, ფრდერიკ VII-ის ტახტზე კრისტოფერ IX ავიდა. გეორგიოსის დედმამიშვილები იყვნენ ფრედერიკი (რომელიც გახდა მამამისის მემკვიდრე), ალექსანდრა (რომელიც გახდა ედუარდ VII-ის მეუღლე და ჯორჯ V-ის დედა), დაგმარა (რომელიც გახდა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის ცოლი და ნიკოლოზ II-ის დედა), ტირა (რომელიც დაქორწინდა პრინც ერნესტ ავგუსტზე) და ვალდემარი.
წოდებები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 24 დეკემბერი 1845 – 31 ივლისი 1853: მისი უმაღლესობა შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგის პრინცი ვილჰელმი;
- 31 ივლისი 1853 – 21 დეკემბერი 1858: მისი უმაღლესობა დანიის პრინცი ვილჰელმი;
- 21 დეკემბერი 1858 – 30 მარტი 1863: მისი სამეფო უმაღლესობა დანიის პრინცი ვილჰელმი;
- 30 March 1863 – 18 March 1913: მისი უდიდებულესობა ელინთა მეფე.
სამხედრო წოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Campbell, John (1968). Modern Greece. London: Ernest Benn.
- Christmas, Walter (1914). King George of Greece, Translated by A. G. Chater, New York: McBride, Nast & Company.
- კლოგი, რიჩარდ (1979). A Short History of Modern Greece. Cambridge University Press.
- Forster, Edward S. (1958). A Short History of Modern Greece 1821–1956 3rd edition. London: Methuen and Co.
- Van der Kiste, John (1994). Kings of the Hellenes. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-0525-5.
- Woodhouse, C. M. (1968). The Story of Modern Greece. London: Faber and Faber.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1912) Statshaandbog for Kongeriget Danmark for Aaret 1912 (PDF), Kongelig Dansk Hof- og Statskalender (da), Copenhagen: J.H. Schultz A.-S. Universitetsbogtrykkeri, გვ. 3, 6.