განხილვა:ფრაიტაგის სამკუთხედი
პირამიდალური ქართულად გამართული არაა, პირამიდული უნდა იყოს ალბათ. - ალ-ო @ 12:44, 30 ივლისი 2008 (UTC)
პირამიდული არ ჟღერს კარგად. გარდა ამისა, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი წესი, რომლის მიხედვითაც ეს ლათინური –ალ არ იარსებებდა, ან გაჰქრებოდა. საერთოდ, –al სუფიქსი არის ის, რაც არის –ერი, –ური, ან –ელი, –ული ქართულში, მაგრამ ენაში მოიპოვება სიტყვები, სადაც ასეა დამკვიდრებული დამკვიდრებული და აქ ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. შეიძლებოდა „პირამიდისებური“ დაგვეწერა და ერთ–ერთ ვერსიაში ასე დავწერე კიდეც. --pirtskhalava 13:26, 30 ივლისი 2008 (UTC)
- mag. triumfaluri... -al da -ur am shemtxvevashi orive erti danishnulebis sufiqsia da orive sachiro araa. ara mgonia piramidaluri damkvidrebuli forma ikos qartulshi. piramiduli ratom ar zhgers ver vxvdebi. sxvebis azrsac davelodot. a.
– მე არ მითქვამს, რომ ორივე საჭიროა–მეთქი. მაგ სიტყვას მათემატიკოსები ხმარობენ ხშირად, მე მგონი. --pirtskhalava 15:03, 30 ივლისი 2008 (UTC)
– აი, დავწერე შენთვის სასურველი ფორმა. არა მგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, მაგრამ მაინც. ამით ერთი ამაღელვებული თემით ნაკლები იქნება ვიკიში. ტრიუმფალურის გარდა, არსებობს ასევე სიტყვა რეალური, რომელსაც ამ სუფიქსს ვერანაირად ვერ გამოაცლი, ხოლო მაგალითად ფუნქციონალური და ფუნქციური თანაარსებობს და ლამისაა პარონიმულ წყვილად დამკვიდრდეს... ასე რომ ეს არ იყო რაღაც სასწაული. ენის კორექტურას რას შეეხება, ძირფესვიანადაა გასასწორებელი სტატიები მუსიკისა და ინფორმატიკის შესახებ. ვისაც რა უნდა და როგორც მოეპრიანება ისე რომ წერს. --pirtskhalava 15:33, 30 ივლისი 2008 (UTC)
- shen mxolod ganxilva gadaitane, statia isev dzvelzea. me ubralod varaudi gamovtqvi, im imedit rom sxvebic gamogvexmaurebodnen. asagelvebeli es tema ar unda ikos, ubralod sasurvelia dazustdes. sxva statiebs rac sheexeba, visac rogorc sheudzlia ise cers (visac gascoreba sheudzlia, is ascorebs). a.
– გმადლობ. გავასწორე... --pirtskhalava 16:35, 30 ივლისი 2008 (UTC)
- gustaf fraitagi sataurshi sachiroa? sxvasac hqonda amgvari teoria? a.
– ალსანდრო, კლასიკური დრამის რეცეფცია ფრაიტაგამდეც საკმაოდ მდიდარი იყო. პოეტიკაზე ათეულობით ნაშრომები იქმნებოდა, მაგრამ ეს ტოლგვერდა სამკუთხედი სწორედ მას მოუვიდა თავში. მალე შეიძლება მისი წიგნიდან ციტატებიც ვთარგმნო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ კეთდება სქოლიო... ამ სტატიის თარგმნა დიდი ხანია მინდოდა. თუ შეამჩნიე სხვა ენებზე და მათ შორის არც გერმანულად არაა ვიკიში სტატია ფრაიტაგის დრამატულ სამკუთხედზე. ფრაიტაგი შეიძლება მოვაცილოთ, მაგრამ მინდა რომ ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა დრამა, დრამის თეორია და კლასიკური დრამა, ან ფრაიტაგი, გამოძახებადი იყოს ეს სტატია. ფორმა „პირამიდულ“ს რაც შეეხება, მას ეკონომისტებიც გამოიყენებენ თურმე სწორედ ამ სახით... --pirtskhalava 21:59, 30 ივლისი 2008 (UTC)
- ეს თემა როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემს სფეროს სცილდება და ამიტომ ვერ დავინტერესდები (: no offence :). ერთადერთი რაც მაინტერესებს ამ შემთხვევაში სათაურის გამარტივებაა. თუ დრამა პირამიდულად ფრაიტაგამდე არავის აუგია (ასე ვთქვათ), მაშინ ეს თემა ორმნიშვნელოვანი არაა და სათაურში მისი სახელი არ ჭირდება, ჩემი აზრით. ა.
– მე არ ვიცი, როგორ ამბობენ ამბობენ საქართველოში, მაგრამ აქ, ასე ამბობენ, ან აღწერენ კლასიკური დრამის აგების გუსტავ ფრაიტაგისეული პირამიდული მოდელი, ან კიდევ ისე, როგორც ეს სათაურშია გამოტანილი. ფილოლოგს, ლიტერატურის სპეციალისტს, მით ��მეტეს დრამით დაინტერესებულს წაკითხული უნდა ჰქონდეს, ან იცოდეს ამ სამკუთხედის არსებობის შესახებ და ჩემის აზრით, ამდენადაა მნიშვნელოვანი ეს სტატია.
- მართალია, ქართული ენის ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მეც "პირამიდული" მირჩევნია ან "პირამიდისებრი". რაც შეეხება სტატიის სათაურს, ვფიქრობ უბრალოდ "ფრაიტაგის პირამიდა" ან "ფრაიტაგის სამკუთხედი" არ იქნება ცუდი. თუკი ადამიანს კონკრეტულად დრამის აგებულების ეს მოდელი აინტერესებს ის ჯერ აუცილებლად შევა სტატიაში "დრამა", იქ კი უნდა იყოს მოხსენიებული ეს მოდელი და გაკეთებული ბმული. - ნათია.
– ვეთანხმები ნათიას და მოკითხვას ვუთვლი. --pirtskhalava 02:52, 1 აგვისტო 2008 (UTC)