ბრედ პიტი
ბრედ პიტი | |
---|---|
ბრედ პიტი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერაზე 2019 წელს | |
დაბადების სახელი | უილიამ ბრედლი პიტი |
დაბადების თარიღი |
18 დეკემბერი, 1963 შაუნი, ოკლაჰომა, აშშ |
აქტიური | 1987-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ჯენიფერ ენისტონი (იქ. 2000; გაყრა 2005) ანჯელინა ჯოლი (იქ. 2014; გაყრა 2016) |
მშობლები |
მამა: უილიამ ელვინ პიტი დედა: ჯეინ ეტა (ჰილჰაუზი) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში 1996, 2019 |
უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი (ინგლ. Brad Pitt; დ. 18 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება. პიტს ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. ჯოლისთან ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ცნობილი არის თავისი ქველმოქმედებით, პიტი უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ საქმეებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიტი დაიბადა შაუნეეში, ოკლაჰომაში, ჯეინ ეტასა (საშუალო სკოლის კონსულტანტი) და უილიამ ალვინ პიტის (სატვირთო მანქანების კომპანიის მფლობელი) ოჯახში. იგი ძმასთან დუგთან და დასთან ჯულიე ნილთან ერთად, იზრდებოდა სპრინგფილდში, მისურიში, სადაც მისი ოჯახი მას შემდეგ გადავიდა, როდესაც პიტი გაჩნდა. პიტი ეკლესიურად იზრდებოდა. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში, სტუდენტურ მმართველობაში და თეატრში. შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ის არის სიგმა ჩი-ს ძმობის წევრი.
1988-1993 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს, პიტმა ითამაშა პირველად მთავარი როლი ფილმში „მზის ბნელი მხარე“, სადაც ის თამაშობს ახალგაზრდა ამერიკელს, რომელიც ოჯახმა წაიყვანა ადრიატიკში რათა განეკურნათ კანის დაავადებისგან. ფილმი გადაღებულია იუგოსლავიაში, 1988 წლის ზაფხულში. ფილმის გადაღებები უკვე სრულდებოდა, როდესაც ომი დაიწყო და უმეტესობა გადაღებული კადრების დაიკარგა; ფილმი წლების შემდეგ გამოვიდა. პიტმა შემდეგ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმში „ახალგაზრდა სიკვდილისთვის?“, ფილმში პიტმა ითამაშა ნარკომანი, ბილი კანტონი, ხოლო პარტნიორობას ჯულიეტ ლიუისი უწევდა.
პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორე ხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა“, სადაც იგი თამაშობდა დამნაშავეს, რომელიც დამეგობრდება თელმასთან (ჯინა დეივისი). მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, განიხილება როგორც „სიმბოლური“, რომელიც ხშირად მოწმობს და საზღვრავს პიტს როგორც „სექს სიმბოლოს“.
„თელმა და ლუიზას“ შემდეგ, პიტმა კათრინ კინერთან და ნიკ კეივთან ერთად ითამაშა ტომ დიკილიოს მცირე ბიუჯეტიან ფილმში „ჯონი სუედე“ (1991). მან შეასრულა უცნაური მეოცნების როლი რომელიც მიისწრაფვის რომ გახდეს ცნობილი როკერი. „ცივი მსოფლიოს“ (1992) შემდეგ პიტმა ითამაშა რობერტ რედფორდის ფილმში „იქ, სადაც მდინარე მიედინება“ 1992 წელს. 1993 წელს ითამაშა ფილმში „კალიფორნია“, სადაც იგი თამაშობდა სერიული მკვლელის როლს, ჯულიეტ ლიუსთან და დევიდ დუხოვნისთან ერთად.
1994-2000 წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს პიტმა ითამაშა ვამპირ ლუი დე პოინტე დუ ლაკის როლი, ანნ რაისის ნოველაში „ინტერვიუ ვამპირთან“. მას უწევდა 18-ე საუკუნის ვამპირის როლის განსახიერება, რის გამოც საათობით უნდებოდა გრიმის გაკეთებას, რათა მისი კანი სულ თეთრი ყოფილიყო. პიტს უწევდა მწვანე კონტაქტური ლინზებისა და ეშვების ტარება. პიტთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ ტომ კრუზი, ანტონიო ბანდერასი, კრისტიან სლეიტერი და 11 წლის კირსტენ დანსტი. ამ ფილმის შემდეგ მან ითამაშა „შემოდგომის ლეგენდებში“ (1994) და „შვიდში“ (1995). „შვიდში“ პიტი თამაშობდა მორგან ფრიმენთან ერთად, ისინი იყვნენ დეტექტივები, რომელლებიც დასდევდნენ კევინ სპეისის გმირს, სერიულ მკვლელს. ამის შემდეგ პიტი ნომინირებული იყო ოსკარზე, საკუეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „12 მაიმუნი“ (1995).
1997 წელს, პიტმა ითამაშა ჰარისონ ფორდთან ერთად ფილმში „ეშმაკის საკუთრება“. პიტმა შეასრულა IRA-ს ტერორისტის რორი დევანის როლი, სადაც მას მოუწია ირლანდიური აქცენტით საუბარი. იმავე წელს მას მოუწია ავსტრალიელი მთამსვლელის ჰაინრიხ ჰარერის როლის შესრულება, ფილმში „შვიდი წელი ტიბეტში“. პიტი თვეობით ვარჯიშობდა ამ როლისთვის, მასთან ერთად მოთამაშე დევიდ თეუილსთან ერთად. ამ ფილმის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ, პიტს და თეულისს აკურძალეს სამუდამოდ ჩინეთში შესვლა.
1998 წელს პიტმა შეასრულა მთავარი როლი, ფილმში „გაიცანით ჯო ბლეკი“. ფილმმა პიტს კვლავ მისცა საშუალება კვლავ ეთამაშა სერ ენტონი ჰოპკინსთან ერთად, რომელთან ერთადაც მან უკვე ითამაშა ფილმში „შემოდგომის ლეგენდები“. 1999 წელს პიტმა ითამაშა ჩაკ პალანიკის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში „მებრძოლთა კლუბი“.
2000 და შემდგომი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს პიტმა ითამაშა ფილმში „ჯაშუშური თამაშები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ვეტერანი მსახიობი რობერტ რედფორდი, რომელიც მისი მასწავლებლის როლს ასრულებდა. 2001 წელს პიტმა ითამაშა თავის დიდი ხნის მეგობართან ჯულია რობერტსთან ერთად ფილმში „მექსიკელი“. წლის დასასრულს კი დაასრულა „ოუშენის ტერთმეტი მეგობრის“ გადაღებებში მონაწილეობა; ფილმი წარმოადგენს რიმეიკს 1960 წლის ფილმისა, რომელშიც ფრენკ სინატრა თამაშობდა.
ამის შემდეგ მან მრავალ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ოუშენის 12 მეგობარი“, „ტროა“. 2005 წელს კი ითამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმითები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ანჯელინა ჯოლი. ისინი დაქირავებული მკვლელი ცოლ-ქმრის როლს ასრულებდნენ.
2005 წელს პიტმა პროდუსირება გაუკეთა და ამავე დროს ითამაშა მთავარი როლი ფილმში „ჯესი ჯეიმზის მკვლელობა“, მაგრამ ფილმი 2007 წლამდე არ გამოსულა. 2006 წელს პიტი იყო პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმისა „მიცვალებულები“. მას ამავე ფილმში ლეიტენანტ კოლინ სალივანის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ როლი მეტ დეიმონს დაუთმო და თავად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ბაბილონი“. პიტი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმების მოყვარული იყო და ამიტომ დაინტერესდა ამ პროექტით. ფილმში ის კეიტ ბლანშეტთან ერთად თამაშობდა. ფილმმა მოიპოვა ერთი ოსკარი და ჯამში 7 ნომინაცია, აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, მათ შორის ბრედ პიტი, მე��რეხარისხოვანი როლისთვის.
სხვა პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენიფერ ენისტონთან და პარამოუნტ პიქჩერსის მმართველთან ბრედ გრეისთან ერთად, პიტმა ჩამოაყალიება საპროდუსერო კომპანია „პლან ბე“. ენისტონი აღარ არის ამ კომპანიის პარტნიორი, თუმცა მრავალ პროექტში ფიგურირებს, რომელიც მანამდე იყო შეთანხმებული სანამ გაეყრებოდა პიტს. კომპანიამ გამოუშვა „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“, ჯონი დეპის მონაწილეობით, „მიცვალებულები“ და „ჯესი ჯეიმზის მკვლელობა“.
პიტმა მონაწილეობა მიიღო „მეგობრების“, მერვე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც იგი ჯენიფერ ენისტონის მოძულეს როლს ასრულებდა. აგრეთვე პიტი გამოჩნდა მტვ-ს გადაცემაში „თავქარიანები“. პიტი აგრეთვე ხშირად ერთვება ქველმოქმედებაში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 და 1990 წლებში პიტი ხშირად ხვდებოდა მასთან ერთად მოთამაშე მანდილოსნებს. პიტი ასევე ხვდებოდა მსახიობს სიინიტას და თანდიე ნიუტონს. პიტი არის ვეგეტარიანელი.
ქორწინება ჯენიფერ ენისტონზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიტი „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს შეხვდა 1998 წელს და მათი ქორწილი შედგა მალიბუში, 2000 წლის 29 ივლისს. მათი ცერემონია დახურული იყო, ჟურნალებში მათი ქორწილის ამსხაველი მხოლოდ ერთი სურათი დაიბეჭდა. ქორწინებიდან მალევე, პიტმა უჩივლა დამიანი ინტერნაციონალს, რომელმაც გამოუშვა ისეთივე ბეჭედი, რომელიც საქორწილოდ აჩუქა ბრედმა ჯენიფერს, სახელად „ბრედი და ჯენიფერი“. პიტის თანახმად, ბეჭედი მისი მოფიქრებული დიზაინით იყო გაკეთებული და ის იყო ექსკლუზიური.
ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა. როდესაც პიტის და ანისტონის ქორწინება უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, ის და მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეხვიენ საყოველთაო სკანდალში, სადაც ანჯელინას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „სხვა ქალს“. იმ დროს როდესაც ჯოლი და პიტი უარყოფდნენ თავიანთ ურთიერთობებს, სპეკულაცია ამ თემაზე მაინც მიდიოდა 2004 და 2005 წლების განმავლობაში. ჯოლიმ 2005 წლის ივნისში, ინტერვიუ მისცა ანნ კურის. სადაც განაცხადა: „იყო ურთიერთობაში ცოლიან კაცთან, როდესაც ჩემი საკუთარი მამა ღალატობდა დედაჩემს, ეს ის არის რასაც ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი. დილაობით ჩემ თავს ვერ შევხედავდი, თუ ამას გავაკეთებდი. მე ვერასდროს შევხედავ იმ მამაკაცს, რომელიც ცოლს ღალატობს“.
ანისტონმა გაყრის შესახებ განცხადება 2005 წლის 25 მარტს შეიტანა, ხოლო 2005 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაშორდნენ პიტი და ენისტონი ერთმანეთს.
ურთიერთობა ანჯელინა ჯოლისთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი თვის შემდეგ, მას მერე რაც ანისტონმა შეიტანა დოკუმენტი გაყრის შესახებ, 2005 წლის აპრილს, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა იმ ჭორს, რომელიც არსებობდა ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის. ფოტოებზე, რომელიც გაიყიდა 500 000 დოლარად, ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი სანაპიროზე, კენიაში. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის მერეც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა. ორი თვის შემდეგ, პიტი და ჯოლი უკვე პოზიორობდნენ კამერების წინ როგორც წყვილი.
2005 წელს, პიტი ჯოლის წაყვა ეთიოპიაში, სადაც ანჯელინამ მეორე ბავშვი იშვილა, ექვსი თვის გოგონა ზაჰარა, მოგვიანებით ანჯელინამ თქვა რომ ამ ბავშვის შვილად აყვანა მან და პიტმა ერთად გადაწყვიტეს. 2005 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა რომ პიტი ცდილობდა ლეგალურად ეშვილა ანჯელინას ორი შვილი. 2006 წლის 19 იანვარს, მოსამართლემ დართო ნება პიტს ბავშვების შვილად აყვანა და ბავშვების გვარი შეიცვალა ჯოლი-პიტად. 2006 წლის 11 იანვარს, ჯოლიმ ჟურნალ „პიპლზს“ დაუდასტურა რომ იგი იყო ფეხმძიმედ პიტისგან. 2006 წლის 27 მაისს, ჯოლიმ ქვეყნად მოავლინა გოგონა შაილო ნუველ ჯოლი პიტი, რომელიც ნამიბიაში გააჩინა. პიტმა დაადასტურა რომ მათ ახალგაჩენილ შვილს ექნება ნამიბიური პასპორტი, ჯოლიმ კი გადაწყვია ბავშვის სურათები გაეყიდა, ვიდრე ბავშვი სამიზნე ყოფილიყო პაპარაცების. ჟურნალმა „პიპლზმა“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა სურათებისთვის, ხოლო ბრიტანულმა ჟურნალმა „ჰელოუმ“ 3,5 მილიონი დოლარი. ჯამში თანხამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთელი თანხა ჯოლი-პიტის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.
2007 წლის 15 მარტს, ჯოლიმ შვი��ად აიყვანა სამი წლის ბიჭუნა ვიეტნამიდან პაქს თიენ ჯოლი-პიტი. ვინაიდან ობოლთა თავშესაფარი, არადაქორწინებულ წყვილს არ აძლევს საშუალებას ბავშვის აყვანის, ჯოლიმ იგი მარტო იშვილა, ხოლო პიტმა მოგვიანებით იშვილა ლეგალურად.
მედიის აზრით ჯოლი კვლავ იყო ფეხმძიმედ, რაც მისმა გამოჩენამ 2008 წლის Independent Spirit Award-ზე დაამტკიცა, როდესაც იგი დახურული კაბით წარსდა მაყურებელთა წინაშე. 2008 წლის მაისში, ჯოლიმ დაუდასტურა „თუდეის“, რომ ისინი ელოდებოდნენ ტყუპებს. 2008 წლის 12 ივლისს, ჯოლიმ გააჩინა ბიჭი და გოგო, სახელად ნოქს ლეონ ჯოლი პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი პიტი. ნოქსის წონა იყო 5,05 ფუნტი, ხოლო ვივიენის 5 ფუნტი. ნოქსი ბრედ პიტის ბაბუის პატივსაცემად დაერქვა ბავშვს, ხოლო ვივიენი ანჯელინა ჯოლის დედის პატივსაცემად. 2015 წელს წყვილმა კიდევ ერთი ბიჭი, 2 წლის მუსა იშვილა, მუსა წარმოშობით სირიელია და თურქეთში, დევნილთა ბანაკშია დაბადებული.[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1988 | ფ | მზის ბნელი მხარე | The Dark Side of the Sun | რიკი |
1990 | ტფ | ახალგაზრდა სიკვდილისთვის? | Too Young to Die? | ბილი კენტონი |
1991 | ფ | თელმა და ლუიზა | Thelma & Louise | ჯეი დი |
1991 | ფ | ჯონი სუედე | Johnny Suede | ჯონი სუედე |
1992 | ფ | ცივი მსოფლიო | Cool World | დეტექტივი ფრენკ ჰარისი |
1992 | ფ | იქ, სადაც მდინარე მიედინება | A River Runs Through It | პოლი |
1993 | ფ | კალიფორნია | Kalifornia | ერლი გრეისი |
1994 | ფ | ინტერვიუ ვამპირთან | Interview with the Vampire | ლუი დე პოინტე დუ ლაკი |
1994 | ფ | შემოდგომის ლეგენდები | Legends of the Fall | ტრისტან ლუდლოუ |
1995 | ფ | შვიდი | Se7en | დევიდ მილსი |
1996 | ფ | მძინარენი | Sleepers | მაიკლ სალივანი |
1996 | ფ | 12 მაიმუნი | 12 Monkeys | ჯეფრი გოინსი |
1997 | ფ | ეშმაკის საკუთრება | The Devil's Own | ფრანსის ოსტინ მაკქუაინი |
1997 | ფ | შვიდი წელი ტიბეტში | Seven Years in Tibet | ჰაინრიხ ჰარერი |
1998 | ფ | გაიცანით ჯო ბლეკი | Meet Joe Black | ჯო ბლეკი |
1999 | ფ | მებრძოლთა კლუბი | Fight Club | ტაილერ დერდენი |
2000 | ფ | დიდი ფსონი | Snatch | მაიკ ონილი |
2001 | ფ | ჯაშუშური თამაშები | Spy Game | ტომ ბიშოპი |
2001 | ფ | მექსიკელი | The Mexican | ჯერი ველბახი |
2001 | ფ | მეგობრები | Friends | უილ კოლბერტი |
2001 | ფ | ოუშენის თერთმეტი მეგობარი | Ocean's Eleven | რასტი რიანი |
2002 | ფ | თავქარიანები | Jackass | საკუთარი თავი |
2004 | ფ | ტროა | Troy | აქილევსი |
2004 | ფ | ოუშენის თორმეტი მეგობარი | Ocean's Twelve | რასტი რიანი |
2005 | ფ | მისტერ და მისის სმითები | Mr. & Mrs. Smith | ჯონ სმითი |
2006 | ფ | ბაბილონი | Babel | რიჩარდ ჯონსი |
2007 | ფ | ჯესი ჯეიმზის მკვლელობა | The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford | ჯესი ჯეიმსი |
2008 | ფ | წაკითხვისთანავე დაწვით | Burn After Reading | ჩედ ფელდჰაიმერი |
2008 | ფ | ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია | The Curious Case of Benjamin Button | ბენჯამინ ბატონი |
2009 | ფ | უსახელო ნაბიჭვრები | Inglourious Basterds | ლეიტენანტი ალდო რეინი |
2011 | ფ | ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა | Moneyball | ბილი ბინი |
2011 | ფ | ცხოვრების ხე | The Tree of Life | მისტერ ო'ბრაიენი |
2012 | ფ | მოკალი მშვიდად | Killing Them Softly | ჯეკი კოგანი |
2013 | ფ | მონობის 12 წელი | 12 Years a Slave | სემუელ ბასი |
2013 | ფ | მრჩეველი | The Counselor | ვესტრეი |
2013 | ფ | მსოფლიო ომი Z | World War Z | გერი ლეინი |
2014 | ფ | მძვინვარება | Fury | სერჟანტი დენ კოლერი |
2015 | ფ | ზღვის პირას | By the Sea | როლანდი |
2019 | ფ | ერთხელ ჰოლივუდში | Once Upon a Time in Hollywood | კლიფ ბუთი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრედ პიტი კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- ბრედ პიტი Yahoo! Movies-ზე დაარქივებული 2010-12-04 საიტზე Wayback Machine.
- ბრედ პიტი Peope.com-ზე
- ბრედ პიტი TV.com-ზე დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- როლები, რომლებზეც ბრედ პიტმა უარი თქვა დაარქივებული 2016-06-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|