შინაარსზე გადასვლა

ბორის ძნელაძის მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ძნელაძის მწვერვალი
კოორდინატები: 42°39′52″ ჩ. გ. 44°45′22″ ა. გ. / 42.664528° ჩ. გ. 44.756194° ა. გ. / 42.664528; 44.756194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ინგუშეთი
სიმაღლე 4000 
ქედი შავანის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ბორის ძნელაძის მწვერვალი — საქართველო
ბორის ძნელაძის მწვერვალი
ბორის ძნელაძის მწვერვალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბორის ძნელაძის მწვერვალი

ბორის ძნელაძის მწვერვალიმწვერვალი საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938 წლიდან, როდესაც მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯავრიშვილი), საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის — ბორის ძნელაძის სახელი ეწოდა.