ბესლეთი
იერსახე
ბესლეთი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე | 43°02′56″ ჩ. გ. 41°07′18″ ა. გ. / 43.04889° ჩ. გ. 41.121806° ა. გ. |
შესართავი |
შავი ზღვა 42°59′55″ ჩ. გ. 41°01′43″ ა. გ. / 42.998722° ჩ. გ. 41.028667° ა. გ. |
სიგრძე | 15 კმ |
აუზის ფართობი | 81,5 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,53 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ბესლეთი, ბასლა[1] — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ². სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას ქალაქ სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. იცის წყალმოვარდნა შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,53 მ³/წმ. მდინარეზე გადებულია ბესლეთის ხიდი, მარცხენა ნაპირზეა ბაგრატის ციხე. ჰესი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 34.
- ↑ გიგინეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 415.