ბელვუარის ციხესიმაგრე
ბელვუარის ციხესიმაგრე | |
---|---|
მდებარეობა | ისრაელი |
სტატუსი | დანგრეული |
ფუნქციური სტატუსი | ციხესიმაგრე |
ისტორია | |
თარიღდება | 1168 |
გეგმა | |
ბელვუარის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში |
ბელვუარის ციხესიმაგრე (ებრ. כוכב הירדן, „იორდანეს ვარსკვლავი“) — ჯვაროსანთა ციხესიმაგრე ჩრდილოეთ ისრაელში. გალილეის ზღვიდან 20 კმ-ით სამხრეთით. მდებარეობს შემაღლებულ გორაზე. ჟილბერ დ'ესაიმ, ჰოსპიტალიერთა დიდმა მაგისტრმა ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1168 წელს. აღდგენილი ციხესიმაგრე მდებარეობს ბელვუარის ეროვნულ პარკში. ის არის საუკეთესო შემონახული ჯვაროსნული ციხესიმაგრე ისრაელში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1168 წელს ჰოსპიტალიერებმა იყიდეს ეს ადგილი ვებოსისგან — ფრანგი დიდგვაროვანისგან. ციხესიმაგრე მდებარეობს იორდანეს ხეობიდან 500 მ-ით ზევით. იგი მბრძანებლობდა გზას გალაადიდან (იერუსალიმის სამეფო) და მდინარის ფონს.[2] ციხესიმაგრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს გალილეის ზღვა, ხოლო დასავლეთით ბორცვები. ციხესიმაგრე აკონტროლებდა მის მიმდებარე ტერიტორიებს.[3]
შესყიდვისთანავე ჰოსპიტალიერებმა დაიწყეს ბელვუარის ციხესიმაგრის მშენებლობა. როდესაც ჟილბერ დ'ესაის დიდი მაგისტრის თანამდებობა ეკავა, მათ მიიღეს ცამეტი ციხესიმაგრე, რომელთაგან ბელვუარი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.[4] ბელვუარის ციხესიმაგრე წარმოადგენდა მთავარ დაბრკოლებას მუსლიმთა მიზნისა — დაეპყროთ იერუსალიმის სამეფო აღმოსავლეთიდან. მან გაუძლო მუსლიმი ძალეის შეტევას 1180 წელს. 1182 წლის კამპანიის დროს, ბელვუართან გაიმართა ბრძოლა ბალდუინ IV-სა და სალადინს შორის.
ჰატინის ბრძოლაში ჯვაროსნებზე გამარჯვების შემდეგ, სალადინმა ციხესიმაგრე მოაქცია ალყაში. ალყა გაგრძელდა წელიწად ნახევარი, სანამ 1189 წლის 5 იანვარს მეციხოვნეები არ დანებდნენ. არაბები მართავდნენ მას 1219 წლამდე, სანამ აიუბიდთა ძალაუფლება არ დაემხო დამასკოში. 1241 წელს ციხესიმაგრე ფრანკებს გადაეცა და მათ კონტროლ ქვეშ დარჩა 1263 წლამდე. ახალ დროში ციხესიმაგრესთან ახლოს მდებარეობდა სოფელი კაუკაბ ალ-ჰავა, რომელიც ისრაელის მანდატის სამოქალაქო ომის დროს დაიცალა მოსახლეობისგან. არაბთა შენობები ადგილზე გაანადგურა ისრაელის ხელისუფლების მიერ 1963 და 1968 წლებში.[5] ციხესიმაგრის ებრაული სახელი კოჩავა მომდინარეობს იმ სოფლის სახელიდან, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა რომისა და ბიზანტიის იმპერიის დროს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნული ციხესიმაგრეების შესწავლა გაჩაღდა. მაგალითად, სირიამ დამოუკიდებლობა 1946 წელს გამოაცხადა და მწირი თანხები გააჩნდა გამოკვლევების დასაფინანსებლად. ისრაელში ჯვაროსნული ძეგლების შესწავლა განვითარდა ჯოშუა პრევერის დროს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა ბელვუარში. 1963-1968 წლამდე ისრაელის ძველი სამყაროს დეპარტამენტმა ციხესიმაგრეში გათხრები ჩაატარა. გამოკვლევამდე ვარაუდობდნენ, რომ ბელვუარი უბრალო ციხე იყო, მხოლოდ ერთი შემოღობილი ადგილით. 1960-იან წლების გათხრებმა იერუსალიმის სამეფოს ადრეული სამხედრო არქიტექტურის კომპლექსური ხასიათი გამოავლინა.[6] ციხესიმაგრის დიზაინი წააგავს რომაულ კასტრუმს; შიდა ნაწილი მართკუთხაა, კოშკებით კუთხეებში და სადაროჯო ჯიხურით ერთ-ერთი კედლის შუაში (დასავლეთით).[7]
ბელვუარი არის ადრეული მაგალითი კონცენტრირებული ციხის გეგმისა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა გვიანდელ ჯვაროსნულ ციხესიმაგრეებში. ციხე იყო უაღრესად სიმეტრიული, მართკუთხა გარე კედლით, გამყარებული კვადრატული კოშკებით და თითოეულ მხარეს, შუაგულში მოქცეული ტერიტორია შემოფარგლული იყო გალავნით, რომელსაც ამაგრებდა კოშკები ოთხივე კუთხეში და დასავლეთ მხარეს. ციხესიმაგრე შემოფარგლული იყო 20 მ-ის სიგანის და 12 მ-ის სიღრმის თხრილით.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედა��ტირება | წყაროს რედაქტირება]- Kennedy, Hugh (1994), Crusader Castles, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-42068-7
- Platt, Colin (1982), The Castle in Medieval England and Wales, Secker & Warburg, ISBN 0-436-37555-9
- Sire, H. J. A. (1994), The Knights of Malta, New Haven: Yale University Press, ISBN 978-0-300-05502-3
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბელვუარის ეროვნული პარკი დაარქივებული 2013-07-01 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საიტი
- Cochav Hayarden (Belvoir) ისრაელის პარკების საიტზე.
- ბელვუარის ფოტოები დაარქივებული 2013-04-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 National Parks Authority of Israel
- ↑ Belvoir: A Crusader Fortress Overlooking the Jordan Valley, Israel Ministry of Foreign Affairs, 17 November 1999, retrieved 2011-11-25
- ↑ Kennedy 1994, p. 59
- ↑ Sire 1994, p. 17
- ↑ Colum Hourihane (ed.),The Grove Encyclopedia of Medieval Art and Architecture, Oxford University Press,Vol. 2, 2012 p.298
- ↑ Kennedy 1994, p. 8
- ↑ Platt 1982, p. 46