ბეგო ბეჟუაშვილი
ბეგლარ (ბეგო) ბეჟუაშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1940, სამტრედია, — გ. 2 მარტი, 2022[1]) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1960). მუშაობდა თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე. 1970-იანი წლებში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში, მონაწილეობდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის (ბეგო ბეჟუაშვილი, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ და ისაია გოლდშტეინები, თეიმურაზ ჯანელიძე, ვიქტორ რცხილაძე) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, იყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1985-1993 წლებში ბეგო ბეჟუაშვილი იყო თსუ-ის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1993 წლიდან — დეკანი. ბეჟუაშვილის თაოსნობით ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა კულტურისა და ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია, ტექნიკური ბაზა აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნიკით. ბეჟუაშვილი ასევე არის რამდენიმე წიგნის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი, მ.შ., „მსოფლიო ლიტერატურა“, „რჩეული მოთხრობები“ (12 ტომეული), „დიმიტრი ყიფიანი – თხზულებანი 10 ტომად“ და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დადიანი, თ., ბეგლარ (ბეგო) ბეჟუაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის ჩვენება თსუ-ში გაიმართა დაარქივებული 2024-06-05 საიტზე Wayback Machine. , გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“, 12 ნოემბერი 2023.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბეგო ბეჟუაშვილი — ქართული ენის ციფრული ლაბორატორია, საქართველოს უნივერსიტეტი.