ავგაროზ ბანდაისძე
იერსახე
ავგაროზ ბანდაისძე, XIV საუკუნის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მოღვაწეობდა ქსნის ერისთავების კარზე. გადაუწერია ლარგვისის მონასტრიდან ჩამოტანილი პარაკლიტონი - კრებული, რომელიც შეიცავს კვირის ყოველი დღისათვის განკუთვნილ საეკლესიო საგალობლებს, შეუსრულებია კამარები და მახარებელთა სურათები ქსნის ერისთავის ვირშელის სახარებისათვის. მისივე შედგენილი უნდა იყოს ქსნის ერისთავთა მატიანე "ძეგლი ერისთავთა".
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 1, გვ. 118, თბ., 1975