ალიო ადამია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ადამია, ალიო)
ალიო ადამია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 (20) მაისი, 1914 |
დაბადების ადგილი | ბათუმი |
გარდაცვალების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1980 (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია |
ალიო კონსტანტინეს ძე ადამია (დ. 20 მაი���ი, 1914, ბათუმი — გ. 19 ოქტომბერი, 1980, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930-1936), „კომუნისტის“ (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი (1954-1963), „მერანში“ განყოფილების გამგე (1963-1968), „საბჭოთა საქართველოში“ - მთავარი რედაქტორი (1968-1980).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 30-იანი წლების დასაწყ��სში, როცა დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ბალადები, პოემები. პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა.
- 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი „რამდენიმე ლექსი“.
- 1936 - კრებული „ლექსები“.
- „ქორწილი კოლხიდაში“ (1941).
- „მესხეთის გაზაფხული“ (1949).
- „უბის წიგნიდან“ (1953).
- „ცისფერი აივანი“ (1964).
- „სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა“ (1969).
ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა:
- „სოფლის გზებზე“ (1948).
- „დილა მტკვრის ხეობაში“ (1952).
- «„ხერგა“ ამარცხებს „რიონს“» (1967).
- რომანისა „დიდი და პატარა ეკატერინე“ (1973).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 79.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 33, თბ., 1994