ქვემო ხეთი
სოფელი | |
---|---|
ქვემო ხეთი | |
ტაძარი და მემორიალი სოფლის ცენტრში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჭამიასერი |
კოორდინატები | 42°01′56″ ჩ. გ. 42°20′26″ ა. გ. / 42.03222° ჩ. გ. 42.34056° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 380[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო ხეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ხეთი, კალაგონი, მამულარი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 320 მ., ჩოხატაურიდან 16 კმ., საჯავახოდან 14 კმ. სოფლის ცენტრში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. ტაძრის მიმდებარედ არის დიდი სამამულო ომის მონაწილეთა მემორიალი და ნაძვის კორომი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო ხეთი შედიოდა ნანეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 117 კომლს. სოფელთან ახლოს, საწაბლიოს ქედის ძირში, ჭყორენძუისწყლის შენაკადზე, რომელსაც ჭილაძის წყალს ეძახიან, შემორჩენილი იყო თლილი ქვით ნაგები კვადრატული ფორმის აუზი, რომელსაც ჭილაძის სათევზავი ჰქვია. ის ეკუთვნოდა საჯავახოს მფლობელ ჭილაძეებს. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ქვის ვრცელი ეკლესია[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 380 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 889 | ||
1911[4] | 1221 | ||
2002[5] | 529 | 256 | 273 |
2014[1] | 380 | 189 | 191 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში მოქმედებდა ღვინის ქარხანა. გავრცელებული კულტურებია სიმინდი და ვაზი, კერძოდ ცოლიკოური. სოფელი ასფალტირებული გზით უკავშირდება დაბა ჩოხატაურს, საავტობუსო მიმოსვლით უკავშირდება ჩოხატაურს, ბათუმს, სამტრედიას, თბილისს. სოფელში არის საბავშვო ბაღი.[6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხედი სოფლის ცენტრიდან
-
სოფლის ერთ-ერთი უბანი
-
წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 192-194.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ახალი საბავშვო ბაღი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-04-10.
|