ტომსკი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტომსკი რუს. Томск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
შიდა დაყოფა | ლენინის რაიონი, კიროვსკის რაიონი, სოვეტსკის რაიონი და ოქტიაბრსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 56°29′19″ ჩ. გ. 84°57′08″ ა. გ. / 56.48861° ჩ. გ. 84.95222° ა. გ. | ||||
მმართველი | ივან კლიაინი | ||||
დაარსდა | 1604 | ||||
ფართობი | 294.6 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 80 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 575 352 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 3822 | ||||
საფოსტო ინდექსი | 634000–634999 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.admin.tomsk.ru/ | ||||
ტომსკი (რუს. Томск) — ქალაქი რუსეთში. ტომსკის ოლქისა და ტომსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დასავლეთ ციმბირის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტომის ნაპირზე.
ტომსკი არის ციმბირში უძველესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრი. ქალაქში არის ცხრა უმაღლესი სასწავლებელი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ექვსი ბიზნეს-ინკუბატორი. არის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების ასოციაციის წევრი.
ქალაქი მდიდარია XVIII-XX საუკუნეების ხისა და ქვის არქიტექტურული ძეგლებით.
ქალაქში ცხოვრობს 574 002 ადამიანი. ტომსკი ქალაქ-თანამგზავრ სევრსკთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაა 728 000 ადამიანი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომსკი მდებარეობს დასავლეთ ციმბირის დაბლობის საზღვარზე, მდინარე ტომის მარჯვენა სანაპიროზე, 50 კილომეტრში მდინარის ობთან შესართავიდან. ქალაქი მდებარეობს ტაიგის ზონაში. მოსკოვიდან დაშორებულია 3 500 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1604 წლის 20 იანვარს ბორის გოდუნოვის სამეფო კარს ეწვია ეუშტინების თათარი თავადის ელჩობა, რომელმაც თხოვა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა და მდინარე ტომზე ციხესიმაგრის დაარსება რათა ეუშტინელები დაეცვათ ენისეის ყირგიზებისა და ყალმუხების თავდასხმებისაგან. მართლაც 1604 წლის 7 ოქტომბრისათვის ყველა სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
ადმინისტრაციული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის ოლქების ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის მიხედვით ტომსკი არის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი. იყოფა ოთხ რაიონად (კიროვის, ლენინის, ოქტომბრისა და საბჭოთა).
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი
- ტომსკის აღდგომის ეკლესია
- ტომსკის ღვთისმშობელ-ალექსეევკის მონასტერი
- ტომსკის ნათლისცემის ტაძარი
- ტომსკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт муниципалитета города Томска დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.
- Товики — томская городская вики
- Памятники Томска
- Томское краеведение
- ОЭЗ в г. Томске დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine. Российские особые экономические зоны
- Томск. Фотографии 1965—1980 годов и современные დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine.
- Подробная карта Томской области
- Самое полное собрание старых фотографий Томска (более 1500)