დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1923 | ||
სტადიონი |
ბათუმის სტადიონი ბათუმი, საქართველო (ტევადობა: 20 000) | ||
პრეზიდენტი | ასლან ბალაძე | ||
მწვრთნელი | გიორგი ჭიაბრიშვილი | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2024 | მე-4 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დინამო ბათუმი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბათუმიდან. დაარსდა 1923 წელს. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. სსრ კავშირის ჩემპიონატების მონაწილე (1939, 1960–1989). საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი და ხუთგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის ორგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი. საშინაო მატჩებს ატარებს აჭარაბეთ არენაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1912 წლის ზაფხულში ბათუმში პირველი საფეხბურთო გუნდი შეიქმნა „ხოლოდნო სლობოდსკაიას“ სახელწოდებით.[1] 1914 წლისათვის ბათუმს ათამდე ორგანიზებული და ბევრი „ველური“ გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩისკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვ.
ამ პერიოდშივე ბათუმელებმა პირველი საქალაქთაშორისო შეხვედრა გამართეს. ქალაქის ნაკრები ფოთში გაემგზავრა, სადაც დიდი ანგარიშით 0–8 დამარცხდა. შემდეგი ჩასვლისას ბათუმელებმა ფოთელები 1–0 დაამარცხეს. იმავე 1913 წელს სოხუმში გაემგზავრა „არაქსი“, ეს მატჩი ფრედ — 0–0 დასრულდა, განმეორებით მატჩში ბათუმში „არაქსმა“ დამაჯერებლად — 5–0 მოიგო.
ბათუმში სპორტის და კერძოდ კი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელმა ეროვნებით ჩეხმა — ა. კოუბამ შეასრულა, რომელიც რეგიონში საზოგადოება „შევარდენის“ შექმნის ინიციატორი იყო.
1921 წელს ბათუმში შემდეგი გუნდები შეიქმნა: „მეზღვაური“, „წითელი რაინდი“, კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი „კსმ“, ხოლო ორი წლის შემდეგ ცნობილი საფეხბურთო გუნდი „ბდპო“[კომ. 1] ჩამოყალიბდა, რომელიც მალე საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდა.
ბდპო-ში თამაშობდნენ: ძმები ანდრო და სოკრატ იოაკიმიდები, გ ფაჩულია, გ. ბაუერი, კ. ფსაროსი, ლ. ლაზარევი, ლ. აბაშიძე, ვ. დარჩია, ა. ბიბაევი, ს. კარაკულიანი, ა. პოპკოვი, ნ. ანიკინი, კ. ბერმანი, რ. პოღოსოვი, რ. ფალავანდიშვილი და სხვ.
წლების მანძილზე ბდპო წარმატებით თამაშობდა თბილისელების, ფოთელების, სოხუმელების და სხვა ქალაქების გუნდების წინააღმდეგ. 1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1–0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. ბდპო-მ არაერთხელ სძლია საზღვარგარეთული გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2–2 დასრულდა. უანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია დაესწრო — ხუთი ათასი მაყურებელი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 1–0 დასრულდა.
1925 წელს, ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7–1 გაიმარჯვეს მეორე კი 1–2 დათმეს.
1926 წლის 2 დეკემბერს, ბაქოში, ამიერკავკასიის პირველ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ბევრი ბათუმელი ფეხბურთელი გამოდიოდა, დიდი უპირატესობით სძლია სომხეთის ნაკრებს — 4–0. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბაღდოევი, ფოჩხუა, ლაზარევი, ანიკინი, იმნაძე, ფრუიძე, ქოიავა, იოაკიმიდი, ვაჩნაძე, ფაჩულია და ქებაძე იცავდნენ. მომდევნო სამი თამაში სომხეთის ნაკრებთან კვლავ ამიერკავკასიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა: 1928 წელს 5–1, 1934 წელს 4–0, ხოლო 1935 წელს 3–0 — საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2–1, სოხუმელები 3–0) დაამარცხეს მეტოქეები. ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა. ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ. დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.
თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული ხდებოდა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდებოდა ამ თამაშით. გუნდებში ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ჩნდებოდა, რომლებიც შემდგომ წლებში ქვეყნის წამყვანი გუნდების ღირსებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ: ბორის ფროლოვი, ალკივიად ფეხლევანიდი, იბრაჰიმ სარჯველაძე, ედუარდ ტანტიბა, გიორგი აროშიძე, ანზორ კავაზაშვილი, ილია დათუნაშვილი და სხვები, რომლებმაც თბილისის „დინამოში“ დიდი ფეხბურთი ითამაშეს. ბათუმში ფეხი აიდგეს რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის „ტორპედო“), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ, იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას.)
1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა თბილისის ნაკრების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში, ფეხბურთის პოპულარობა ქალაქში კლებულობს, აღმასვლა კი 1930-იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება.
1936 წელს საკლუბო გუნდების სსრ კავშირის პირველობა გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში სსრ კავშირის თასიც გათამაშდა, რომლისთვისაც ბრძოლაში 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში თბილისელ თანაკლუბელებთან დამარცხდა. 1936 წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა — პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში „ბურევესტნიკმა“. 1938 წელს ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
იმავე წელს „დინამო“ ახლადდაარსებულ კონსტიტუციის თასს დაეუფლა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს — 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმელ თანაკლუბელებს 5–2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება. ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.
1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის დინამოელები სსრ კავშირის პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა, ხოლო შიდა პირველობაში „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა.
1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა თბილისელი თანაკლუბელები 3–1 დაამარცხეს და მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრ კავშირის თასის გათამაშებაში ბათუმის დინამოელები 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა, სადაც „დინამო“ მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა.
- 1945 — მე-3 ადგილი საქართველოს ჩემპიონატში
- 1946 — მე-2 ადგილ��
- 1947 — მე-3 ადგილი და საქართველოს თასი
- 1948 — მე-3 ადგილი
- 1960 — მე-7 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი
- 1961 — მე-6 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი
- 1962 — მე-7 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების II ზონა. „ბ“ კლასი
- 1963 — 1-ლი ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი.[კომ. 2]
- 1964 — 1-ლი ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების IV ზონა. „ბ“ კლასი.[კომ. 3]
- 1965 — მე-10 ადგილი. მოკავშირე რესპუბლიკების I ზონა. „ბ“ კლასი.
- 1966 — მე-9 ადგილი. სსრკ ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი).[კომ. 4]
- 1967 — მე-18 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (I ქვეჯგუფი)
- 1968 — მე-7 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (III ქვეჯგუფი).[კომ. 5]
- 1969 — მე-7 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (IVქვეჯგუფი)
- 1970 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (II ზონა)
- 1971 — მე-4 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (IV ზონა)
- 1972 — მე-5 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ჯგუფი (III ზონა)
- 1973 — მე-11 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
- 1974 — მე-2 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (III ზონა)
- 1975 — მე-12 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (I ზონა)
- 1976 — მე-6 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (III ზონა)
- 1977 — მე-9 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
- 1978 — მე-13 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
- 1979 — მე-15 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IV ზონა)
- 1980 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
- 1981 — მე-9 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)[2]
- 1982 — მე-10 ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
- 1983 — 1-ლი ადგილი. „ა“ კლასის მეორე ლიგა (IX ზონა)
- 1984 — მე-11 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
- 1985 — მე-11 ადგილი. „ა“ ჯგუფი, პირველი ლიგა
- 1986 — მე-11 ადგილი. „ა“ პირველი ლიგა
- 1987 — მე-19 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
- 1988 — მე-16 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
- 1989 — მე-18 ადგილი. „ა“ კლასის პირველი ლიგა
მნიშვნელოვანი თარიღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1923: კლუბი დაარსდა სახელწოდებით „დინამო ბათუმი“
- 1990: კლუბს სახელი შეეცვალა: საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ (FC Batumi)
- 1994: კლუბს დაუბრუნდა პირვანდელი სახელი (FC Dinamo Batumi)
- 1995: კლუბი პირველად მონაწილეობს ევროპის თასის გათამაშებაში (C2) (სეზონი 1995/96)
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი: 2021, 2023
- ვიცე-ჩემპიონი: 1997–98, 2014–15, 2019, 2020, 2022
- სუპერთასის მფლობელი: 1997–98, 2022
- ფინალისტი: 1995–96, 1996–97, 2023
შემადგენლობა 2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაცემები წარმოდგენილია Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით.[3]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
2019 წლის ტრანსფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოვიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მცველი | გიორგი გადრანი | დილა გორი |
მცველი | ვაჟა ფაცაცია | მერანი მარტვილი |
მცველი | გიორგი ნავალოვსკი | დინამო მინსკი |
ნახევარმცველი | გიული მანჯგალაძე | ვენტსპილსი |
ნახევარმცველი | ბენჯამინ ტეიდი | კუიაბა |
თავდამსხმელი | რომან ჭანტურია | ემპოლი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მცველი | გელა გოგიტიძე | შუქურა ქობულეთი |
მცველი | ბექა ვარშანიძე | შუქურა ქობულეთი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
ევროთასებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ტურნირი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | სახლი | გასვლა |
---|---|---|---|---|---|---|
1995–96 | უეფა-ს თასების მფლობელთა თასი | 1R | ობილიჩი | 2:2 | 1:0 | |
2R | სელტიკი | 2:3 | 0:4 | |||
1996–97 | უეფა-ს თასების მფლობელთა თასი | 1R | ჰბ | 6:0 | 3:0 | |
2R | PSV | 1:1 | 0:3 | |||
1997–98 | უეფა-ს თასების მფლობელთა თასი | 1R | არარატი | 0:3 | 2:0 | |
1998–99 | უეფა-ს თასების მფლობელთა თასი | 1R | პარტიზანი | 1:0 | 0:2 | |
2015–16 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | ომონია | 1:0 | 0:2 | |
2017–18 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | იაგელონია ბელოსტოკი | 0:1 | 0:4 | |
2020–21 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | ჰაპოელი | 0:3 | ||
2021–22 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | ტრე პენე | 3:0 | 4:0 | |
2R | ბატე ბორისოვი | 0:1 | 4:1 | |||
3R | სივასპორი | 1:2 | 1:1 (დ.დ.) | |||
2022–23 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1R | ბრატისლავა | 1:2 | 0:0 | |
უეფა-ს კონფერენს ლიგა | 2R | ლეხი პოზნანი | 1:1 | 0:5 |
1990 წლიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩემპიონი | ვიცე-ჩემპიონი | მესამე ადგილი | დაქვეითება | აღზევება |
სეზონი | ლიგა | № | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ქ | თასი | სუპერთასი | ევროპა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1990 | უმაღლესი ლიგა | 6 | 34 | 18 | 7 | 9 | 56 | 28 | 61 | 1/2 ფინალი | N/A | |
1991 | უმაღლესი ლიგა | 5 | 19 | 10 | 2 | 7 | 28 | 21 | 32 | |||
1991–92 | უმაღლესი ლიგა | 9 | 38 | 15 | 6 | 17 | 55 | 58 | 51 | 1/4 ფინალი | ||
1992–93 | უმაღლესი ლიგა | 11 | 32 | 11 | 6 | 15 | 56 | 56 | 39 | ფინალისტი | ||
1993–94 | უმაღლესი ლიგა | 5 | 32 | 16 | 5 | 11 | 63 | 46 | 53 | 1/2 ფინალი | ||
1994–95 | უმაღლესი ლიგა | 4 | 30 | 16 | 6 | 8 | 69 | 40 | 54 | ფინალისტი | ||
1995–96 | უმაღლესი ლიგა | 6 | 30 | 16 | 6 | 8 | 68 | 28 | 54 | ფინალისტი | ფინალისტი | [კომ. 6] |
1996–97 | უმაღლესი ლიგა | 3 | 30 | 18 | 8 | 4 | 71 | 22 | 62 | ფინალისტი | ფინალისტი | [კომ. 7] |
1997–98 | უმაღლესი ლიგა | 2 | 30 | 18 | 7 | 5 | 58 | 19 | 62 | მფლობელი | მფლობელი | [კომ. 8] |
1998–99 | უმაღლესი ლიგა | 5 | 30 | 13 | 11 | 6 | 49 | 22 | 50 | 1/2 ფინალი | [კომ. 9] | |
1999–00 | უმაღლესი ლიგა | 4 | მფლობელი | |||||||||
2000–01 | უმაღლესი ლიგა | 7 | 1/16 ფინალი | |||||||||
2001–02 | უმაღლესი ლიგა | 5 | 1/4 ფინალი | |||||||||
2002–03 | უმაღლესი ლიგა | 8 | 1/16 ფინალი | |||||||||
2003–04 | უმაღლესი ლიგა | 10 | 1/4 ფინალი | |||||||||
2004–05 | უმაღლესი ლიგა | 8 | 36 | 9 | 12 | 15 | 35 | 33 | 39 | 1/4 ფინალი | ||
2005–06 | უმაღლესი ლიგა | 6 | 30 | 17 | 7 | 6 | 42 | 21 | 58 | 1/16 ფინალი | ||
2006–07 | უმაღლესი ლიგა | 9 | 26 | 8 | 6 | 12 | 27 | 30 | 30 | 1/2 ფინალი | ||
2007–08 | უმაღლესი ლიგა | 13 | 26 | 4 | 4 | 18 | 16 | 51 | 16 | 1/16 ფინალი | ||
2008–09 | პირველი ლიგა | 8 | 30 | 9 | 9 | 12 | 33 | 42 | 36 | |||
2009–10 | პირველი ლიგა | 5 | 28 | 15 | 8 | 5 | 44 | 17 | 53 | 1/32 ფინალი | ||
2010–11 | პირველი ლიგა | 5 | 32 | 18 | 9 | 5 | 66 | 18 | 63 | 1/16 ფინალი | ||
2011–12 | პირველი ლიგა | 1 | 18 | 13 | 3 | 2 | 28 | 9 | 42 | 1/16 ფინალი | ||
2012–13 | უმაღლესი ლიგა | 11 | 32 | 8 | 7 | 17 | 39 | 55 | 31 | 1/16 ფინალი | ||
2013–14 | პირველი ლიგა | 2 | 26 | 19 | 2 | 5 | 65 | 17 | 59 | 1/16 ფინალი | ||
2014–15 | უმაღლესი ლიგა | 2 | 30 | 18 | 4 | 8 | 40 | 24 | 58 | 1/16 ფინალი | ||
2015–16 | უმაღლესი ლიგა | 8 | 30 | 12 | 8 | 10 | 41 | 32 | 44 | 1/16 ფინალი | [კომ. 10] | |
2016 | უმაღლესი ლიგა | 3 | 15 | 7 | 5 | 3 | 23 | 7 | 26 | 1/32 ფინალი | ||
2017 | ეროვნული ლიგა | 8 | 36 | 10 | 3 | 23 | 28 | 60 | 33 | 1/32 ფინალი | [კომ. 11] | |
2018 | ლიგა 2 | 1 | 36 | 23 | 7 | 6 | 60 | 22 | 76 | 1/16 ფინალი | ||
2019 | ეროვნული ლიგა | 2 | 36 | 21 | 7 | 8 | 57 | 31 | 70 | 1/32 ფინალი | ||
2020 | ეროვნული ლიგა | 2 | 18 | 10 | 6 | 2 | 29 | 14 | 36 | 1/16 ფინალი | [კომ. 12] | |
2021 | ეროვნული ლიგა | 1 | 36 | 21 | 12 | 3 | 73 | 27 | 75 | 1/2 ფინალი | [კომ. 13] | |
2022 | ეროვნული ლიგა | 2 | 36 | 23 | 8 | 5 | 87 | 34 | 77 | 1/16 ფინალი | მფლობელი | [კომ. 14] |
2023 | ეროვნული ლიგა | 1 | 36 | 21 | 11 | 4 | 83 | 41 | 74 | ფინალისტი | ფინალისტი | [კომ. 15] |
ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბდპო — ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება (რუს. БДПО — Батумское добровольное пожарное общество).
- ↑ სსრკ ჩემპიონატის „ა“ კლასში გადასასვლელ მატჩში დინამოელებმა მეორე ზონაში გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივთან“ დათმეს ორრაუნდიანი (1–0 და 1–5) შეხვედრა.
- ↑ ხუთ ზონაში გამარჯვებულებს შორის ჩატარებულ „ა“ კლასში გადასასვლელ ტურნირში დინამოელებმა მეოთხე ადგილი დიკავეს. იმავე წელს ბათუმელებმა ერთი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს — „დინამომ“ ირანული „შახინი“ 5–0 დაამარცხა.
- ↑ ამავე წელს „დინამომ“ თბილისის საერთაშორისო ზამთრის ტურნირში ფინალი (თერთმეტმეტრიანების სერიაში) დათმო თბილისი „ლოკომოტივთან“. ჯგუფში „დინამომ“ ლენინგრადის „ზენიტი“ და „ტატრანი“ (ჩეხოსლოვაკია) დაამარცხა.
- ↑ ბომბარდირი: ბ. გიორგაძე (13 გოლი).
- ↑ თასების მფლობელთა თასის პირველი რაუნდი.
- ↑ თასების მფლობელთა თასის პირველი რაუნდი.
- ↑ თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი.
- ↑ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული ფეხბურთის თარიღისათვის // „ლელო“, 2005, № 36, გვ. 4.
- ↑ 1981 (Championship) Second League
- ↑ დინამო ბთ - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)
|
|
|