შინაარსზე გადასვლა

ბურნათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბურნათი

ბურნათი ზამთარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი კოხნარი
კოორდინატები 42°02′10″ ჩ. გ. 42°17′20″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.28889° ა. გ. / 42.03611; 42.28889
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 271[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბურნათი — საქართველო
ბურნათი
ბუ���ნათი — გურიის მხარე
ბურნათი

ბურნათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კოხნარის თემში (სოფლები: ბურნათი, კოხნარი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 280 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან 10 კმ., კოხნარიდან 3 კმ. სოფელში გადის საავტომობილო გზა საჯავახო-ჩოხატაური.

სოფელი შედიოდა ნონეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში მისი მოსახლეობა იყო 58 კომლი.[2] სოფელში იდგა პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია. 1809 წელს სოფელში გაიხსნა ბერძნისწყარო.[3] 1958 წელს სოფელში გაიხსნა ბორის ძნელაძის სახლ-მუზეუმი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 676
1911[5] 793
2002[6] 418 199 219
2014[1] 271 139 132

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 193.
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20767
  4. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
  5. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II