შინაარსზე გადასვლა

სომხური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხური ენა
სომხ. հայերեն[1]
გავრცელებულია სომხეთის დროშა სომხეთი,
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
(არაა აღიარებული)
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 6 მილიონი[2]
ოფიციალური სტატუსი სომხეთის დროშა სომხეთი,
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
(საერთაშორისოდ არაა აღიარებული)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიის ენები
ინდოევროპული ენები
პალეობალკანური შტო
ბერძნულ-ფრიგიულ-სომხური ჯგუფი
ფრიგიულ-სომხური ქვეჯგუფი
დამწერლობის სისტემა სომხური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: hy
ISO 639-2: arm (B); hye (T)
ISO 639-3: hye
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-hy}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიასომხური ენა

სომხური ენა (სომხ. Հայոց լեզու ჰაჲც ლეზ ან հայերեն [hɑjɛˈɾɛn] ჰაჲერნ) — ინდოევროპულ ენათა ოჯახის, მაგრამ ამევე ენათა ოჯახის ერთ-ერთი დამოუკიდებელი განშტოება.

სომხური ენა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სომხურად მეტყველებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა დროს გაბნეული და სამშობლოსგან მოშორებით უცხო მიწაზე დამკვიდრებული სომხები.

თავისი არსებობის მანძილზე, სომხურმა ენამ განიცადა განვითარების სამი ეტაპი: ძველი (V-XI სს.), საშუალო (XII-XVI სს.) და ახალი (XVII სს.-დან დღემდე).

ძველსომხური ლიტერატურული ენა ცნობილია სახელწოდებით გრაბარი (სიტყვასიტყვით „წერილობითი მეტყველება“). გრაბარზე შეიქმნა მდიდარი ნათარგმნი და ორიგინალური ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა იმ დროის სასულიერო კულტურის ყველა სფეროს.

ბიბლიის გარდა, რომელიც წარმოადგენს სომხური ლიტერატურის პირველ ძეგლს, ითარგმნა ქრისტიანული მწერლობის უამრავი ძეგლი, ასევე სასკოლო წიგნები და სულიერებისათვის აუცილებელი ფილოსოფიური (არისტოტელე, პროკლე, პორფირი და სხვ.), ისტორიული (ევსევი და სხვ.), რიტორიკული და გრამატიკული შრომები (დიონისე ფრაკიელის „გრამატიკული ხელოვნება“).

ორიგინალურ ლიტერატურაში რაოდენობით ისტორიული თხზულებები ლიდერობს. V საუკუნეში ჩნდება კორიუნის, აგათანგელოსის, ბუზანდა ფაბსტოსის, მოვსეს ხორენაცის, ეგიშეს, ლაზარე პარპეცის, სებეოსის, გევონდის, ოვანეს დრასხანაკერცის, ტოვმა არწრუნის, მოვსეს კალანკატვაცის, უხტანესის, სტეპანოსა ტარონეცის, არისტაკესა ლასტივერცის და სხვათა შრომები. დაიწერა ფილოსოფიაში, სამართალში, გრამატიკაში, ასტრონომიასა და გეოგრაფიაში არაერთი ნაშრომი. საეკლესიო საგალობლებისა და ჰაგიოგრაფიული ჟანრის გარდა ფეხი მოკიდებული ჰქონდა მხატვრულ ლიტერატურასაც. ყველაზე ცნობილ სომხურ მხატვრულ ლიტერატურად გრიგო�� ნარეკაცის თხზულება „ტრაგედიის მატიანე“ ითვლება.

ძველი ლიტერატურული ნიმუშების მიხედვით თვალნათლად შეიძლება იმის დანახვა თუ როგორ განსხვავდებოდა XI საუკუნეში ძველსომხური სამწერლობო სასაუბრო ენები ერთმანეთისაგან. XII საუკუნიდან ფორმირებას იწყებს საშუალოსომხური ლიტერატურული ენა, რომელიც კილიკიის სომხური სახელმწიფოს ოფიციალური ენა გახდა. მიუხედავად ამისა ძველსომხური ენა კვლავაც მოხმარების საგანს წარმოადგენდა. მისი გამოყენების არეალი სასულიერო და ფილოსოფიური ლიტერატურას წარმოადგენდა.

საშუალო სომხური ლიტერატურული ენა იშვიათად გამოიყენება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ის უფრო საბუნებითმეტყველო მეცნიერებებში და მხატვრულ ლიტერატურაში პოვებს ადგილს.

რაც შეეხება ახალსომხურ ენას, მისი განვითარება მოხდა ორი მიმართულებით. დიდ ტერიტორიაზე სომხურ ენაზე მოსაუბრეთა ჯგუფი დაიყო ერთის მხრივ კონსტანტინოპოლური დიალექტისა და მეორეს მხრივ არარატის დიალექტების მიხედვით. შესაბამისად წარმოიქმნა ახალსომხური სალიტერატურო ენის ორი სახე: დასავლეთსომხური და აღმოსავლეთსომხური ენები.

ახალსომხური ენების ბედზე დიდი გავლენა იქონია ორმა პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ. დასავლეთსომხური ენა, რომლის მატარებლებიც ძირითადად დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, 1915-1916 წლებში დეპორტაციის შედეგად დაიქსაქსნენ, თუმცა მიუხედავად მომხდარისა მაინც განაგრძობენ თავიანთი სალიტერატურო ენის შენარჩუნებას. აღმოსავლეთსომხური ენამ კი პირიქით, მას შემდეგ რაც 1920 წელს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ყველა პირობა შეიქმნა მისი სახელმწიფო ენად გამოყენებისათვის.

სომხური ენის ფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენათმეცნიერები განასხვავებენ სომხური ენის სულ სამ ფორმას:

ძველსომხური წერილობით ძეგლებში V საუკუნიდან არის დამოწმებული. გრაბარი, ანუ ძველსომხური, როგორც ლიტერატურული ენა, გამოიყენებოდა XIX საუკუნის ლამის შუა ხანებამდე, საეკლესიო სფეროში კი (მაგ.: ღვთისმსახურებისას) დღესაც გამოიყენებენ. გრაბარზე შემონახულია უაღრესად მდიდარი ლიტერატურა თეოლოგიური თემების, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების, პოეზიისა და ეპიკის შესახებ.
აღმოსავლეთსომხური არის სომხეთის რესპუბლიკის (და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) ოფიციალური ენა. აღმოსავლეთსომხურად ლაპარაკობენ ასევე ირანში, საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სომხები.
დასავლეთსომხური თავდაპირველად ანატოლიაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის შემდეგ ამ ენის გამოყენება შემცირდა, მაგრამ დღევანდელ თურქეთში მცხოვრები ბევრი სომეხი ახერხებს საკუთარი ენის, რელიგიისა და ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებას. დასავლეთსომხური არის ლიბანისა და ამერიკის შეერთებული შტატებში საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორის ენა.

სომხურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი დაახლ. 6,7 მილიონს აღწევს (1999 წლის მდგომარეობა), რომელთაგან 3 მილიონი სომხეთში ცხოვრობს.

დიალექტების ჰრაჩია აჭარჲანისეული კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს სომეხმა ენათმეცნიერმა ჰრაჩია აჭარჲანმა სომხური ენის დიალექტები ტრადიციული (დასავლური, აღმოსავლური) დაყოფისაგან განსხვავებით, ენა დიალექტების სამ მთავარ ჯგუფად დაჰყო:

  • დიალექტების „-უმ“-ჯგუფი;
  • დიალექტების „-კჷ“-ჯგუფი;
  • დიალექტების „-ელ“-ჯგუფი.

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, თბილისური (ავლაბრის) (ასევე ლორეს) სომხური პირველ, „-უმ“-ჯგუფს, ხოლო მეორე, „-კჷ“-ჯგუფს სოხუმის, სოჭის, წებელდისა და ადლერის სომეხთა მეტყველებაა მოხსენიებული.

ზოგადი ცნობები სომხური ანბანის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურს გააჩნია საკუთარი, ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელიც V საუკუნეში (გადმოცემის თანახმად, 405 წელს) ეკლესიის მსახურმა მესროპ მაშტოცმა გამოიგონა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება, როგორც აღმოსავლეთ სომხურის, ასევე დასავლეთ სომხურისთვის.

სომხური ანბანი შედგება 39 ასო-ნიშნისაგან, რომელთაგან 7 ხმოვანია, ხოლო დანარჩენი 32 ასო კი თანხმოვანი.
Ա ա Բ բ Գ գ Դ դ Ե ե Զ զ Է է Ը ը Թ թ
Ժ ժ Ի ի Լ լ Խ խ Ծ ծ Կ կ Հ հ Ձ ձ Ղ ղ
Ճ ճ Մ մ Յ յ Ն ն Շ շ Ո ո Չ չ Պ պ Ջ ջ
Ռ ռ Ս ս Վ վ Տ տ Ր ր Ց ց Ւ ւ Փ փ Ք ք
և Օ օ Ֆ ֆ

სომხურ ენას გააჩნია კარგად განვითარებული დეკლინაციური სისტემა (შვიდი ბრუნვა), მაგრამ არ განასხვავებს სქესს.

ძველი სინთეზური ზმნური ფორმების უმეტესი ნაწილი ანალიტიკური კონსტრუქციებით (ანუ დამხმარე ზმნის მეშვეობით) შეიცვალა. სიტყვათა განლაგებით სომხურს ახასიათებს ძირითადად შემდეგი წყობა სუბიექტი/პრედიკატი/ობიექტი.

კონიუნქტივი ფუნქციონირებს მხოლოდ პრეზენსსა და პრეტერიტუმში და გამოიყენება ირიბი მეტყველებისას. სომხური იცნობს ოპტატივს და დეზიდერატივს. განუსაღვრელი არტიკლი აღმ. სომხურში არ არის მარკირებული, ხოლო დასავლეთსომხურში კი არსებითს მოსდევს იგი մը (მე).

პირის ნაცვალსახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურ პირის ნაცვალსახელს ქართულის მსგავსად სქესი არ გააჩნია.

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
  • მე - ჲ
  • შენ - დ
  • ის - ნ, ნქე
  • ჩვენ - მნქ
  • თქვენ - დ
  • ისინი - ნრნქ, ირნქ

კუთვნილებითი ნაცვალსახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუთვნილებითი ნაცვალსახელი სომხურში ყოველთვის არსებითი სახელი წინ დგას.

მხ. რ. მრ. რ.
  • ჩემი -
  • შენი - ქ
  • მისი - ნრ,
  • ჩვენი - მ
  • თქვენი - ძ
  • მათი - ნრნც, ირნც

რაოდენობითი რიცხვითი სახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რამდენი? - ინჩკან?
0 (ნული) ზერო - - - -
1 (ერთი) მეკ 21 (ოცდაერთი) ქსან მეკ 500 (ხუთასი) ჰინგ ჰარჲურ
2 (ორი) ჲერკუ(ს) 22 (ოცდაორი) ქსან ჲერკუ 600 (ექვსასი) ვეც ჰარჲურ
3 (სამი) ჲერექ 23 (ოცდასამი) ქსან ჲერექ 700 (შვიდასი) ჲოთ ჰარჲურ
4 (ოთხი) ჩორს 24 (ოცდაოთხი) ქსან ჩორს 800 (რვაასი) უთ ჰარჲურ
5 (ხუთი) ჰინგ 25 (ოცდახუთი) ქსან ჰინგ 900 (ცხრაასი) ინჷ ჰარჲურ
6 (ექვსი) ვეც 26 (ოცდაექვსი) ქსან ვეც 1000 (ათასი) ჰაზარ
7 (შვიდი) ჲოთ 27 (ოცდაშვიდი) ქსან ჲოთ 5000 (ხუთი ათასი) ჰინგ ჰაზარ
8 (რვა) უთ 28 (ოცდარვა) ქსან უთ 1 000 000 ((ერთი) მილიონი) მეკ მილიონ
9 (ცხრა) ინჷ 29 (ოცდაცხრა) ქსანინჷ 1900 (ათასცხრაასი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ
10 (ათი) ტას 30 (ოცდაათი) ჲერესუნ 1902 (ათასცხრაასორი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲერკუ
11 (თერთმეტი) ტასნმეკ 40 (ორმოცი) ქარრასუნ 1906 (ათასცხრაასექვსი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ვეც
12 (თორმეტი) ტასნერკუ 50 (ორმოცდაათი) ჰისუნ 1917 (ათასცხრაასჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ტასნჲოთ
13 (ცამეტი) ტასნერექ 60 (სამოცი) ვათსუნ 1921 (ათასცხრაასოცდაერთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქსანმეკ ქსანმეკ
14 (თოთხმეტი) ტასნჩორს 70 (სამოცდაათი) ჲოთანასუნ 1924 (ათასცხრაასოცდაოთხი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჩორს
15 (თხუთმეტი) ტასნჰინგ 80 (ოთხმოცი) უთსუნ 1937 (ათასცხრაასოცდაჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ერესუნჲოთ
16 (თექვსმეტი) ტასნვეც 90 (ოთხმოცდაათი) ინნსუნ 1941 (ათასცხრაასორმოცდაერთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნმეკ
17 (ჩვიდმეტი) ტასნჲოთ 100 (ასი) ჰარჲურ 1945 (ათასცხრაასორმოცდახუთი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ქარასუნჰინგ
18 (თვრამეტი) ტასნუთ 200 (სამასი) ჲერკუ ჰარჲურ 1956 (ათასცხრაასორმოცდათექვსმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჰისუნვეც
19 (ცხრამეტი) ტასნინჷ 300 (ოთხასი) ჲერეკ ჰარჲურ 1977 (ათასცხრაასსამოცდაჩვიდმეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ჲოთანასუნ ჲოთ
20 (ოცი) ქსან 400 (ოთხასი) ჩორს ჰარჲურ 1998 (ათასცხრაასოთხმოცდათვრამეტი) ჰაზარ ინჷ ჰარჲურ ინნსუნუთ

რიგობითი რიცხვითი სახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურ ენაში რიგობითი რიცხვითი სახელი ოთხამდე (მეოთხემდე) უწესოდ იწარმოებენ ფორმებს, ხოლო ხუთიდან (მეხუთედან) კი ბოლოსართს (-ერორდ) დაირთავენ. რიგობითი რიცხვითი სახელი არ იბრუნვის მაშინაც კი, როცა ზედსართავის ფუნქციით გამოდის ფრაზაში, წინადადებაში. რიგობით რიცხვით სახელს შეიძლება ერთვოდეს არტიკლი, რომელიც სომხურში ბოლოსართაულია.

I - (პირველი) არაჯინ
II - (მეორე) ჲერკ´რორდ
III - (მესამე) ჲერრორდ
IV - (მეოთხე) ჩორორდ
V - (მეხუთე) ჰინგერორდ
VI - (მეექვსე) ვეცერორდ
VII - (მეშვიდე) ჲოთერორდ
VIII - (მერვე) უთერორდ
IX - (მეცხრე) ინნერორდ
X - (მეათე) ტასერორდ
XI - (მეთერთმეტე) ტასნმეკ'ერორდ
  • 65-ე = ვათსუნჰინგერორდ
  • 28-ე = ქსანუთერორდ
  • 3-ე = ჲერრორდ

წილობითი რიცხვითი სახელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • (ხუთი მეექვსედი) = ჰინგ ვეცერორდ
  • (ერთი მესამედი) = მეკ´ჲერორდ

უწესოდ იწარმოება „მეოთხედი“ და „ნახევარი“.

  • (ერთი მესამედი) = (მეკ´) კარრორდ
  • (სამი მეოთხედი) = ჲერეკ კარრორდ
  • (ერთი მეორედი) = კ´ეს
  • 3,5 (სამი მთელი ხუთი) = ჲერეკ უ კ´კეს

ლექსიკა: სიტყვები, მყარი გამოთქმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ენის ლექსიკაში შეინიშნება მსგავსებები (განსაკუთრებით სიტყვების ფუძე-ძირთა დონეზე) ბერძნულთან. სომხური შეიცავს მრავალ ნასესხობას ირანული ენებიდან (პართული, საშუალო სპარსული, სპარსული), ფრანგულიდან, ლათინურიდან და რა თქმა უნდა რუსულიდან (განსაკუთრებით ბევრი რუსიციზმი მოიპოვება ტექნიკურ ტერმინოლოგიაში და სასაუბრო ენაში).

  • გამარჯობა! - ბარვ (ძეზ)!
  • სალამი! - ვოხჯუჲნ! ბარვ!
  • დილა მშვიდობისა! - ბარ ლუს, ბარ არავტ!
  • დღე მშვიდობისა! - ბარ რ' ! (რ-რბილი)
  • საღამო მშვიდობისა! - ბარ ჲერეკო!
  • ღამე მშვიდობისა! - ბარ გიშრ!
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - ბარი გალსტ!
  • როგორ ბრძანდებით? - ვონც ქ?
    • როგორ ხარ? - ვონც ჲს?
    • როგორ გაქვთ საქმე(ებ)ი? - ვონც ე ძერ გორწრე?
    • როგორ გაქვს საქმე(ებ)ი? - ვონც ე გორწრდ?
      • კარგად - ლავ
      • მადლობა - შნორაკალუთჲუ
  • ... და თქვენ?, ... და შენ? - ისკ დქ?, ისკ დ?
  • ნახვამდის! - ცტესუთჲუნ!
  • აბა, დროებით! - ჰაჯღ!
  • ხვალამდე! - მინჩვ ვაღე!
  • მშვიდობით! - მნას ბარვ!
  • წარმატებას (გამართლებას) გისურვებ! - ჰაჯოღუთჲუნ!
  • რა გქვიათ? - ვონც ძერ ა��ნე?
    • რა გქვია? - ანუნტ ინჩ ?
  • მე მქვია ... - იმ ანუნნ ...
  • რამდენი წლის ბრძანდებით? - ქანი ტარეკნ ექ დქ?
    • რამდენი წლის ხარ? - ქანი ტარეკნ ეს?
  • მე... წლის - ეს... ტარეკან ემ
  • საიდან ხართ? - ვორტეღც ექ დქ?
  • მე ... ვარ - ეს ...-იც
  • ძალიან სასიამოვნოა? - შატ ჰაჭელი
  • ჩემთვისაც (ძალიან სასიამოვნოა) - ინძ ლ ე შატ ჰაჭელ
  • ორშაბათი - ჲერკ´უშაბთი
  • სამშაბათი - ჲერექშაბთი
  • ოთხშაბათი - ჩორექშაბთი
  • ხუთშაბათი - ჰინგშაბთი
  • პარასკევი - ურბათ
  • შაბათი - შაბათ
  • კვირა - კ´ირაკ´ი
  • იანვარი - ჰუნვარ
  • თებერვალი - ფეტრვარ
  • მარტი - მარტ
  • აპრილი - აპრილ
  • მაისი - მაჲის
  • ივნისი - ჰუნის
  • ივლისი - ჰულის
  • აგვისტო - ოგოსტოს
  • სექტემბერი - სეპტემბერ
  • ოქტომბერი - ჰოქტემბერ
  • ნოემბერი - ნოჲემბერ
  • დეკემბერი - დეკტემბერ
  • ვერცხლისფერი - არწათაგუჲნ
  • ყვითელი - დეღინ
  • ცისფერი - ჲერკნაგუჲნ
  • მწვანე - კანაჩ
  • ლურჯი - კაპუჲტ
  • წითელი - კარმირ
  • იისფერი - მანუშაკაგუჲნ
  • ნაცრისფერი - მოხრაგუჲნ
  • ნარინჯისფერი - ნარნჯაგუჲნ
  • წაბლისფერი - შაგანაკაგუჲნ
  • ოქროსფერი - ვოსკეგუჲნ
  • შავი - სევ
  • თეთრი - სპიტაკ
  • ვარდისფერი - ვარდაგუჲნ

ლექსიკონები, სახელმძღვანელოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • შილაკაძე, ივანე: ახალი სომხური ენის გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971.
  • მელიქსეთ-ბეგი, ლეონ: სომხურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: ნეკერი, 1996.
  • გორგაძე, რამაზ, პოღოსიანი, ვ.: სომხურ-ქართული სასაუბრო / რედ.: ნ. საგანელიძე. თბილისი: განათლება, 1989.
  • ჩინჩალაძე, მ., პოღოსიანი, ვ.: ქართულ-სომხური სასაუბროები ლექსიკონითურთ. თბილისი: ინტელექტი, 1998.
  • ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი. თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაღა",2006.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]