მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)
იერსახე
მიქაელ I — ქართლის ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსის ტიტულით) V ს-ის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლების ბოლომდე. ბიზანტიიდან მოწვეული ბერძენი. ვახტანგ გორგასლის აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა ერესს და მაზდეანობას. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის მობიდანის ერეტიკული წიგნები. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
- ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, წგნ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
- ლორთქიფანიძე მ., ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1979;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1 თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ 1, თბ., 1979;
- ლომინაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 23-24, თბ., 1984