მეტალიკა

(გადამისამართდა გვერდიდან Metallica)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მეტალიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მეტალიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მეტალიკა (ინგლ. Metallica წარმოითქმის /mʉˈtælɨkə/ ( მოსმენა)) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმული გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დასარტყმელი საკრავები) მიერ და დაარსებიდან დღემდე დაფუძნებული სან-ფრანცისკოში.[1][2]

მეტალიკა

ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2017. მარცხნიდან: ლარს ულრიხი, ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი და რობერტ ტრუჰილო
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
დისკოგრაფია მეტალიკის დისკოგრაფია
აქტიური 1981– დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი metallica.com
მეტალიკა ვიკისაწყობში

მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, Megadeth, ანთრაქსი.[3] 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც „ბილბორდ 200“-ში პირველ ადგილზე მოხვდა. სხვადასხვა მიმართულების ცვლილების მიუხედავად ჯგუფი თრეშ-მეტალის სტილისტიკას დაუბრუნდა მეცხრე ალბომით Death Magnetic (2008). მისი ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი, 72 Seasons, გამოიცა 2023 წელს.

მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს 11 სტუდიური ალბომი, 8 საკონცერტო ალბომი, 3 EP, 50 მუსიკალური ვიდეო და ორმოცდაოთხი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა „ბილბორდ 200“-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. 2018 წლისთვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 125 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[4]

ისტორია

1981–1984: ჩამოყალიბება, ადრინდელი წლები და Kill 'Em All

 
მეტალიკის კლასიკური ლოგო, შექმნილი ჯეიმზ ჰეტფილდის მიერ და გამოყენებული ჯგუფის მრავალ ჩანაწერზე[5][6]

მეტალიკა 1981 წელს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, ჩამოყალიბდა. დრამერმა ლარს ულრიხმა ადგილობრივ გაზეთ The Recycler-ში გააკეთა განცხადება, რომ ეძებდა დანარჩენ მუსიკოსებს მეტალ-ჯგუფის შექმნისთვის[7]. მას ჯეიმზ ჰეტფილდი გამოეხმაურა. თუმცა როგორც მოგვიანებით რონ მაკგოვნიმ განაცხადა ჟურნალისთვის „So What!“ მიცემულ ინტერვიუში, ლარსი და ჯეიმზი ერთმანეთს მათმა საერთო მეგობარმა ჰიუ ტანერმა გააცნო. ადრეულ სტადიაზე ჯგუფს მუდამ პრობლემები ჰქონდა მთავარ გიტარისტთან დაკავშირებით. ცოტა ხნით ჯგუფში უკრავდნენ ლოიდ გრანტი, ბრედ პარკერი და ჯეფ უორნერი (აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოთნახსენები გიტარისტი არ ითვლება მეტალიკის წევრად, მათ „სტუმრის“ სტატუსი აქვთ). მეტალიკა ოფიციალურად 1981 წლის ოქტომბერში დაფუძნდა, ულრიხისა და ჰეტფილდის შეხვედრიდან ხუთი თვეში.[8][9]

ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონს უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania[10] და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.

1982 წლის დასაწყისში ლარსმა Metal Blade Records-ის დამფუძნებელი ბრაიან სლეიჯელი დაარწმუნა შეეტანა მეტალიკის სიმღერა „Hit the Lights “ლეიბლის პირველ კრებულში Metal Massacre. ჯგუფმა დემო Power Metal ჩაწერა, რომელშიც მათი პირველი სიმღერა - Hit the Lights შედიოდა. ბას-გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ჯეიმზი, ხოლო გიტარაზე - ლოიდ გრანტ�� (უფრო გვიანდელ ჩანაწერებში მის ადგილს მასტეინი იკავებს), ასევე The Mechanix, Jump In The Fire და Motorbreath. ულრიხმა კიდევ ერთი განცხადება განათავსა გაზეთში The Recycler მთავარი გიტარისტის ვაკანსიის თაობაზე. მას გამოეხმაურა დეივ მასტეინი, რომელიც იმ დროისთვის ჯგუფ პანიკში უკრავდა. ჰეტფილდი და ულრიხი ისე მოიხიბლნენ დეივის დაკვრით, რომ ჯგუფში მიიწვიეს. ლარსმა და ჯეიმზმა ბასისტად მიიწვიეს რონ მაკგოვნი, რომელიც მანამდე ჯეიმზთან ერთად უკრავდა ჯგუფ ლიზერ ჩარმში. რამდენიმე თვის შემდგომ ჩაწერეს დემო No Life 'til Leather სრული ფორმატით, სადაც შვიდი სიმღერა შედიოდა და რომელმაც მალე მიიქცია ფანების ყურადღება.

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა 1982 წლის 14 მარტს კლუბში Radio City, ქ. ანაჰაიმი, კალიფორნია[11]. იმავე წელს, 25 მაისს ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა სკოლაში, სადაც ულრიხი სწავლობდა. ამ დროისთვის ჰეტფილდსა და მასტეინს აღარ მოსწონდათ მაკგოვნის დაკვრა, რადგან ფიქრობდნენ რომ „რონი ახალს არაფერს ქმნიდა, უბრალოდ დინებას მისდევდა“. ბრაიან სლეიჯელმა ურჩია ლარს, წასულიყო სან ფრანცისკოში და მოესმინათ ბასისტ კლიფ ბარტონისთვის, რომელიც ჯგუფ ტრაუმაში უკრავდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის ჯგუფის შოუს ღამის კლუბში Whisky a Go Go დაესწრნენ და იმდენად მოიხიბლნენ მისი შესრულებით, რომ მეტალიკაში გადმოსვლა სთხოვეს. თავიდან კლიფმა უარი თქვა, თუმცა წლის ბოლოსთვის დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მეტალიკა ქალაქ ელ ქერიტოში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, გადავიდოდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის პირობას დათანხმდნენ. მეტალიკის პირველი გამოსვლა კლიფთან ერთად ღამის კლუბში The Stone შედგა 1983 წლის მარტში. შემდეგში ჯგუფი ხშირად უკრავდა სან-ფრანცისკოს კლუბებში, ხშირად ჯგუფ Exodus-თან ერთად. ამავე წელს მეტალიკა გაიმგზავრა ნიუ-იორკში, სადაც ხელშეკრულება ლეიბლთან Megaforce Records გააფორმა. მალე ჯეიმზმა და ლარსმა გადაწყვიტეს, რომ უკვე შეუძლებელი იიყო მასტეინის ატანა მისი აგრესიულობის, ნაკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. შედეგად, 1983 წლის პირველ აპრილს დეივს ჯგუფი დაატოვებინეს და მის ნაცვლად იმავე საღამოს კირკ ჰემეტი მოიწვიეს ჯგუფ Exodus-იდან (მოგვიანებით დეივმა საკმაოდ პოპულარული ჯგუფი Megadeth ჩამოაყალიბა). მეტალიკის პირველი შოუ ჰემეტთან ერთად 1983 წლის 16 აპრილს ღამის კლუბში Showplace შედგა, ქ. დოვერში, ნიუ ჯერსი.

ინტერვიუებში მასტეინი მუდმივად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჰემეტისადმი. ის ამბობდა, რომ ჰემეტმა მას სამუშაო წაართვა,[12] რომ ის პოპულარული მასტეინის დაწერილი რიფებისა და სოლოების შესრულების წყალობით გახდა. Megadeth-ის 1985 წლის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... and Business Is Good! მასტეინმა შეიტანა სიმღერა Mechanix, რომელიც შესულია ასევე მეტალიკის ალბომში Kill 'Em All შეცვლილი სახელით „The Four Horsemen“. როგორც შემდგომ განაცხადა მასტეინმა, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ მეტალიკას „დასწეოდა“.[13]

 
კლიფი 1985 წელს

1983 წელს მეტალიკა როჩესტერში (ნიუ-იორკი) გაემგზავრა, სადებიუტო ალბომის Metal up Your Ass ჩასაწერად, მაგრამ ჯგუფის ლეიბლსა და დისტრიბუტორებს შორის კონფლიქტის გამო, ალბომს სახელი შეუცვალეს და შედეგად ქვეყანას Kill 'Em All მოევლინა. ალბომის ლეიბლი იყო Megaforce Records აშშ-ში, ხოლო Music for Nations ევროპაში. ალბომმა ბილბორდ 200-ში 120-ე ადგილს მიაღწია 1988 წელს.[14][[#cite_note-FOOTNOTE''Kill_'Em_All''-ის_Elektra_Records-ზე_1988_წელს_ხელახლა_გამოცემულმა_ვერსიამ_„ბილბორდ_200“-ში_მიაღწია_120-ე_პოზიციამდე.'"`UNIQ--ref-00000011-QINU`"'-15|[15]]] თუმცა, ფინანსურად არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. სამაგიეროდ ალბომმა ჯგუფს ახალი ფანები შესძინა. ჯგუფმა ალბომის მხარდასაჭერად ტური Kill 'Em All For One ჩაატარა ჯგუფ რავენთან ერთად, რომელიც 27 ივლისიდან 3 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ტურის აპოგეად 13 აგვისტოს ჩიკაგოში ჩატარებული კონცერტი იქცა, რომლის ფრაგმენტების ხილვა შესაძლებელია 1988 წელს გამოშვებულ ვიდეოფილმში Cliff 'Em All. 1984 წლის თებერვალში მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფ ვენომს ტურნეში Seven Dates of Hell, სადაც ისინი 7000 მაყურებლის წინაშე წარდგნენ.[16]

1984–1986: Ride the Lightning, Master of Puppets და ბარტონის დაღუპვა

1984 წლის აგვისტოში მეტალიკამ რიგით მეორე სტუდიური ალბომი Ride the Lightning გამოუშვა. ალბომი „ბილბორდ 200“-ში 50 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მეასე ადგილს მიაღწია.[17] საფრანგეთში ამ ალბომისთვის ყდები შეცდომი��� მწვანე ფერში დაიბეჭდა, რომელიც უკვე კოლექციონერთა ყურადღების საგანია. კრიტიკოსთა და ფანების მოულოდნელად ალბომი აკუსტიკური გიტარის პარტიით იწყება. მასში შესულია სიმღერები: „Fade to Black“, „Creeping Death“ და სხვები. ამათგან უკანასკნელი ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული. სიმღერა „Ride the Lightning“ დაიწერა მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები სახალხოდ დაადანაშაულა ტეხასის შტატმა ახალგაზრდების წაქეზებაში უკანონო ქმედებებისკენ, კერძოდ კი ძალადობისკენ. მეტალიკამ დაწერა ეს სიმღერა პროტესტის საპასუხოდ, რითაც მოახდინა იმის დემოსტრირება, რომ ჯალათები თავად ხდებიან მკვლელები, როდესაც ჩადიან ძალადობას მათი მსხვერპლის მიმართ საკუთარი რწმენების გამო. სხვებისგან გამოირჩევა შედარებით ნელი და მელოდიური Fade to Black, რომელმაც აშკარად გამოყო მეტალიკა სხვა თრეშ მეტალ ჯგუფებისაგან. ამ ალბომშია ასევე ინსტრუმენტალი „The Call of Ktulu“, რომლის ძირითადი ნაწილი, ისევე როგორც „Ride the Lightning“ მასტეინის დაწერილია.[18]

ხმისჩამწერი ლეიბლის Elektra Records დირექტორი მაიკლ ალაგო და Q-Prime Management-ის თანადამაარსებელი კლიფ ბარნსტეინი მეტალიკის 1984 წლის სექტემბრის კონცერტს დაესწრნენ და ნანახით მოხიბლული დარჩნენ. მათი ძალისხმევის შედეგად, მეტალიკამ კონტრაქტი Elektra Records-თან გააფორმა და Q-Prime Management-ის კლიენტი გახდა.[19] ევროპული ტურნედან დაბრუნებული მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფებს W.A.S.P. და არმორედ საინტს. 1985 წლის 17 აგვისტოს ფესტივალზე Monsters of Rock ბონ ჯოვისა და რეტთან ერთად ინგლისში, დონინგტონის პარკში, მეტალიკამ უდიდესი შოუ ჩაატარა, სადაც 70 000 მსმენელის წინაშე წარდგა. შემდგომ კალიფორნიაში, კერძოდ ქ. ოკლენდში, ფესტივალზე Day on the Green ჯგუფმა 60 000 მსმენელის წინ დაუკრა.[19]

მესამე სტუდიური ნაშრომი ჯგუფისთვის და პირველი ლეიბლისთვის Elektra Records იყო 1986 წლის მარტში გამოშვებული ალბომი Master of Puppets, რომელიც ჩაიწერა სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია. ალბომმა 72 კვირა დაყო ბილბორდ 200-ში და 29-ე ადგილს მიაღწია.[20] ალბომი ჯგუფის პირველი ნამუშევარი იყო, რომელსაც 1986 წლის 4 ნოემბერს ოქროს, ხოლო 2003 წლის მდგომარეობით ექვსჯერ პლატინის სტატუსი მიენიჭა. ის ჯგუფის იმ მომენტამდე გამოშვებულ ალბომებს შორის ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომი გახდა: მილიონზე მეტი გაიყიდა მარტო აშშ-ში. კრიტიკოსები Master of Puppets-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თრეშ მეტალ ალბომად მიიჩნევენ. ოზი ოსბორნის აშშ-ის ტურნეს გახსნამაც ჯგუფს ახალი ფანები შემატა.[19] ამ ტურნეს დროს ჰეტფილდმა მაჯა მოიტეხა სკეიტბორდინგისას და ტურნე მხოლოდ როგორც ვოკალისტმა განაგრძო. გიტარაზე მის მაგივრად ტექნიკოსი ჯონ მარშალი უკრავდა.[21] ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რის გამოც მოგვიანებით ტურნეების ორგანიზატორებს კონტრაქტში შეატანინა ცოტა არ იყოს „უცნაური“ მუხლი: ტურნეების დროს სკეიტბორდით გართობის აკრძალვა.

 
კლიფ ბარტონის მემორიალი

1986 წლის 27 სექტემბერს, Damage Inc. ტურნეს დროს ევროპაში ჯგუფის წევრები კარტს თამაშობდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ ვის საძინებელში დაიძინებდა ავტობუსში. კლიფმა მოიგო და არჩია ჰემეტის საწოლში ძილი. სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე დორარპის მახლობლად, შვედეთში, ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, ავტობუსი მოცურდა და რამდენიმეჯერ ამობრუნდა. ჯეიმზმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. უკვე იყო თუ არა კლიფი მკვდარი, გაურკვეველი რჩება. ამწეს, რომელიც ავტობუსს ეწეოდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს. ჯეიმზი იხსენებს:

 
„მე ვხედავდი რიგორ იწვა იგი ავტობუსის ქვეშ. მახსოვს, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გამოეძრო გადასაფარებელი მის ქვეშიდან, რათა დანარჩენებს გამოგვეყენებინა. აქ მე წამოვიძახე: „ხელი არ ახლო, შენი დედაც!“ მე მზად ვიყავი მომეკლა იგი. არ ვიცი ნასვამი იყო თუ არა. ვიცი მხოლოდ, რომ ის საჭესთან იჯდა და კლიფი უკვე აღარ იყო...“

[21]

ბარტონის სიკვდილმა მეტალიკას არსებობა სათუო გახადა. სამმა დარჩენილმა წევრმა გადაწყვიტა, რომ კლიფის სურვილი იქნებოდა მათ გაეგრძელებინათ და, კლიფის ოჯახისაგან დალოცვის მიღების შემდეგ, დაიწყეს კლ��ფის შემცვლელის ძიება.[21]

1986–1994: ნიუსტედის გაწევრიანება, ...And Justice for All და Metallica

დაახლოებით ორმოცმა ბასისტმა მიიღო მონაწილეობა აუდიენციაში, რომელსაც მეტალიკის მომავალი მეოთხე წევრი უნდა გამოევლინა. მათ შორის იყვნენ ჰემეტის ბავშვობის მეგობარი ლეს კლეიპული, ტროი გრეგორი ჯგუფ პრონგიდან და ჯეისონ ნიუსტედი ჯგუფ ფლოტსამ ენდ ჯეტსამიდან. კლეიპული მოეწონა ჯგუფს, მაგრამ მისი დაკვრის სტილი არ ჯდებოდა მეტალიკის სტილში. შემდგომ, მეტალიკისადმი მიძღვნილ Behind the Music სერიაში, ჯეიმზი განმარტავს, რომ კლეიპული იყო „მეტისმეტად კარგი“ მეტალიკისთვის. საბოლოო ანგარიშით, ჯეიმზმა, ლარსმა და ჰემეტმა გადაწყვიტეს, რომ ჯეისონ ნუსტედს უნდა შეეცვალა ბარტონი. ნიუსტედი ჯგუფის შემადგენლობაში ოფიციალურად 1986 წლის 28 ოქტომბერს შევიდა - კლიფის დაკრძალვიდან სამი კვირის შემდეგ. ჯეისონის პირველი გამოსვლა ჯგუფთან ერთად შედგა კლუბში Country Club, ქ. რესედა, კალიფორნია.[22]

1987 წელს მეტალიკა ევროპაში ბრუნდება ტურნეს გასაგრძელებლად. მარტში ჯეიმზმა უკვე მეორედ მოიტეხა მაჯა სკეიტბორდინგისას. შედეგად, რიტმულ გიტარაზე დაკვრა ისევ მარშალს ანდეს, მაგრამ ამ დაზიანებამ ჯგუფი აიძულა, შაბათი საღამოს საკონცერტო წარმოდგენა ჩაეშალა. ტურნეს შემდეგ ჯგუფმა მოაწყო მუსიკალური სტუდია ლარსის ავტოფარეხში და ჩაწერა სხვა ჯგუფების რამდენიმე სიმღერის ქავერ ვერსია. ივლისში გამოსცა ახალი ალბომი The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited, რომელშიც შესულია ეს სიმღერები. ალბომის ჩაწერისას ჯგუფმა გამოცადა ახალი სტუდია და შეაფასა ნიუსტედის ტალანტი. ამავე წელს გამოიცა ფილმი Cliff 'Em All, სადაც აღწერილია კლიფის გატარებული სამი წელი მეტალიკაში. ფილმში შესულია კლიფის სოლოები ბასსზე, სახლში გადაღებული ვიდეოები და სურათები.[23]

 
მეტალიკა ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე

1988 წლის სექტემბერში გამოვიდა მეტალიკის რიგით მეოთხე, კლიფის გარდაცვალებიდან პირველი სტუდიური ალბომი …And Justice for All. ალბომს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. მიაღწია მეექვსე ადგილს ბილბორდ 200-ში. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა.[17] ალბომს მიანიჭეს პლატინის სტატუსი გამოსვლიდან ცხრა კვირის შემდეგ.[24]

ალბომში ნიუსტედის ბასის პარტიები თითქმის არ ისმოდა, მისი მუსიკალური იდეები არ გაითვალისწინეს (თუმცაღა, წვლილი მიუძღვის ალბომის პირველი სიმღერის „Blackened“ დაწერაში)[25]. ბევრმა ფანმა ჩათვალა, რომ ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, როგორც რეაქცია კლიფის სიკვდილის შემდეგ, ან როგორც ნიუსტედის დაცინვა. უფრო სარწმუნოა ვერსიები, რომლებიც ჰეტფილდმა და ულრიხმა დაასახელეს შემდგომ ინტერვიუებში: ჰეტფილდმა აღნიშნა, რომ ჯეისონი ხშირად არ ესწრებოდა შეკრებებს, რის გამოც იგი ამ პროცესზე ვერ იმოქმედებდა; ლარსმა კი შენიშნა, რომ ნიუსტედის ბას-გიტარა იმეორებდა ჰეტფილდის რიტმ-გიტარის პარტიას.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ფანებმა და პრესამ აღფრთოვანებით მიიღო, მაგრამ გააგრიტიკეს ალბომის პროდიუსირება. ულრიხის დრამები ისმოდა ძალიან ყრუდ და გიტარები სუსტად. ალბომის მხარდსაჭერად მეტალიკამ ჩაატარა მსოფლიო ტურნე Damaged Justice.[26] მარტო აშშ-ში ჯგუფმა ჩაატარა 120 კონცერტი სტადიონებზე. გამოუშვეს ოთხი სინგლი, მათ შორის: „Harvester Of Sorrow“ და „One“.

კრიტიკის მიუხედავად, მეტალიკის პირველი ალბომი, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინაციაზე წარადგინეს, იყო ...And Justice for All, კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალური ან ინსტრუმენტული მძიმე როკ/მეტალ შესრულება“. მეტალიკა მიიჩნეოდა ფავორიტად ამ კატეგორიაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გრემი მიიღო ჯგუფ ჯეთრო ტალის ალბომმა Crest of a Knave.[27] ამან დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფანებსა და პრესაში. გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ბევრი არც კი თვლიდა მძიმე როკ/მეტალ ჯგუფად, ცერემონიას არ დასწრებია, რადგან მათმა პროდიუსერმა ურჩია არ დასწებულიყვნენ, იმდენად ეჯერა მეტალიკას გამარჯვება.[27] სამი წლის შემდეგ ამავე ცერემონიაზე, როდესაც ჯგუფს გადასცეს გრემი სიმღერისთვის „Enter Sandman“, ლარსმა ირონიულად მადლობაც გადაუხადა ჯეთრო ტალს:

 
„ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჯეთრო ტალს, რომ ამ წელს არ გამოუშვა ალბომი.“

ეს ჯილდო ჟურნალ Entertainment Weekly-მა შეიტანა სიაში „გრემის ათი ყველაზე დიდი დარღვევა“.[28]

ალბომის გამოშვების შემდეგ, მეტალიკამ გადაიღო თავისი სადებიუტო მუსიკა��ური ვიდეო სიმღერაზე „One“. ჯგუფმა კლიპი გადაიღო მიტოვებულ საწყობში და დაადო მომენტები ფილმიდან Johnny Got His Gun. სალიცენზიო გარიგების ნაცვლად, მეტალიკამ სრულად შეიძინა საავტორო უფლებები აღნიშნულ ფილმზე. შედეგად ფილმის DVD ვერსია არ გამოსულა, მაზე შთაბეჭდილება ფართო აუდიტორიას მხოლოდ მეტალიკის გარემიქსებული ვერსიიდან ექმნება. 1999 წელს მუსიკალური ვიდეო „One“ დასახელდა 38 ადგილზე MTV-ის ჩარტში „ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო“.[29]

მომდევნო ალბომის ჩასაწერად 1990 წლის ოქტომბერში მეტალიკა მივიდა სტუდიაში One on One ჩრდილოეთ ჰოლივუდში. პროდიუსერად დაიქირავეს ბობ როკი. ალბომი Metallica, რომელიც ასევე ცნობილია შავი ალბომის სახელითაც, სამჯერ ჩაიწერა. ალბომის მიმართულებასა და ჟღერადობაზე ბობ როკსა და ჯგუფის წევრებს შორის გამუდმებული დავის გამო ჩაწერის პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჩაწერის ღირებულებამ ერთ მილიონ დოლარს მიაღწია.[30] ალბომმა მოხსნა წინა ალბომების ყველა რეკორდი და პირველ ადგილს მიაღწია ბილბორდ 200-ში, პირველივე კვირას 650 000 ეგზემპლარი გაიყიდა.[31] სინგლი ამ ალბომიდან „Enter Sandman“ გახდა საერთაშორისო ჰიტი საუკეთესო საკონცერტო ნომერი „Sad but True“, „Nothing Else Matters“ და „Wherever I May Roam“-თან ერთად. 15-ჯერ მიენიჭა ალბომს პლატინის სტატუსი აშშ-ში, რაც ალბომს აქცევს ქვეყნის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომებში ოცდამეექვსეს.[32] ალბომის ჩაწერის პროცესი და შემდგომი ტურნეები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.

1991 წლის აგვისტოდან 1993 წლის ივლისამდე ჯგუფმა ჩაატარა 300-ზე მეტი კონცერტი. 1991 წლის სექტემბერში ჯგუფი გამოდიოდა სცენაზე მოსკოვში ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: AC/DC, პანტერა და სხვები[33]. 2020 წლის ივნისის ინტერვიუში ლარსმა ამ ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობად დაასახელად დაახლოებით ნახევარი მილიონი.[34] 1992 წლის აპრილში ჯგუფი გამოვიდა ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში და შეასრულა სამი სიმღერა[35]. ჰეტლფილდმა ამავე კონცერტზე „Stone Cold Crazy“ შეასრულა Queen-ის წევრებთან და ტონი აიომისთან ერთად.[35] მსოფლიო ტურნეს შემდგომ მეტალიკამ ერთი წლით შეისვენა.

1992 წლის 8 აგვისტოს Guns N' Roses-ისთან ერთად ტურნეს დროს ჰეტფილდმა მიიღო მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები სახეზე, მხარზე, ხელებზე და ფეხებზე პიროტექნიკის ეფექტების გამო „Fade to Black“-ის შესრულებისას. შედეგად მას დაკვრა გიტარაზე აღარ შეეძლო და როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა იგი, რომელიც ახლა უკვე უკრავდა ჯგუფ მეტალ ჩარჩში. 1993 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი საკონცერტო ალბომი სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[36]

1994–2001: Load, Reload, ონფლიქტი Napster-თან და ნიუსტედის წასვლა

 
ჯეიმზი Garage Inc. ალბომის გამოსვლის დროს.

მას შემდეგ, რაც მეტალიკამ სამი წელი გატარა შავი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში, დაუბრუნდა სტუდიას, რათა ჩაეწერა მეექვსე სტუდიური ალბომი. დაახლოებით ერთი წელი გაატარა მეტალიკამ ახალი ალბომის ჩაწერაში, შედეგად 1996 წელს გამოუშვეს ალბომი Load, რომელიც ბილბორდ 200-ში და ARIA ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.[17] ეს იყო ჯგუფის მეორე ალბომი, რომელმაც ეს შეძლო. ალბომმა დაადასტურა ცვლილებები ჯგუფის მუსიკალურ მიმართულებაში. ამ პერიოდშივე ჯგუფის წევრებმა თმები დაიმოკლეს. ჯგუფმა ჩაატარა მორიგი ტურნე Poor Touring Me ახალი ალბომის მხარდასაჭერად. 1996 წლის ზაფხულში მეტალიკამ გახსნა ალტერნატიული როკ მუსიკის ფესტივალი Lollapalooza.[37][38]

Load-ზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ჯგუფს საკმარისი მასალა ჰქონდა მეორე ალბომის გამოსაშვებადაც. გადაწყდა, ნახევარი სიმღერების გამოეშვათ ალბომად, ხოლო დანარჩენ ნახევარზე გაეგრძელებინათ მუშაობა და გამოეშვათ მეორე ალბომი მომდევნო წელს. შედეგად, 1997 წელს გამოუშვეს ალბომი Reload, რომელმაც ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო კანადაში ჩარტში Top Canadian Album - მეორე.[17] ალბომის მხარდასაჭერად მეტალიკამ ჩაატარა შოუ NBC's Saturday Night Live 1997 წლის დეკემბერში, სადაც შეასრულა სიმღერები „Fuel“ და „The Memory Remains“ დუეტში მერიენ ფეითფულთან.[39] მომდევნო წელს ჯგუფმა გამართა ტურნე Poor Re-Touring Me.

1998 წელს მეტალიკამ გამოუშვა ალბომი Garage Inc. ორ დისკად. პირველში შესულია სხვადასხვა შემსრულებლების სიმღერების ქავერები. მეორე დისკი მოიცავს 1987 წელს ჩაწერილ ალბომს The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited და დამატებული აქვს ზოგიერთი ახალი ქავერი. ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში.[39][40] წლის ბოლოსთვის გამოდის მეტალიკის ახალი ვიდეო Cunning Stunts.

1999 წელს 7 აპრილი სან ფრანცისკოს მერმა უილი ბრაუნმა გამოაცხადა „მეტალიკის ოფიციალურ დღედ“ ქალაქში. ამავე წლის 21 და 22 აპრილს მეტალიკამ ჩაატარა კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაიკლ კემენის დირიჟორობით. კონცერტის ჩატარების იდეა მოუვიდა კემენს 1991 წელს „Nothing Else Matters“-ზე მუშაობისას. მეტალიკამ კემენთან ერთად დაწერა ორი ახალი სიმღერა ამ კონცერტისათვის: „No Leaf Clover“ და „-Human“. კონცერტის აუდიო ჩანაწერი გამოიცა ალბომად S&M 1999 წელს, ასევე გამოიცა კონცერტის ვიდეო ჩანაწერი. ალბომი ბილბორდ 200-ში მეორე, ხოლო ავსტრალიურ ARIA ჩარტში და Top Internet Albums ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.[17]

 
ლარს ულრიხი

2000 წელს მეტალიკამ მოისმინა, რომ მათი სიმღერის „I Disappear“ დემო ვერსია, რომლის გამოსვლა იგეგმებოდა კინოფილმთან „შეუსრულებელი მისია 2“ ერთად, გადაიცემოდა რადიო-ეთერით. მეტალიკამ გამოიძია და აღმოაჩინა გაჟონვის წერტილი, ფაილი იპოვეს კომპანია Napster-ის peer-to-peer ფაილთა გაზიარების ქსელში. ასევე აღმოაჩინეს, რომ ჯგუფის მთლიანი კატალოგი უფასოდ ხელმისაწვდომი იყო. მეტალიკამ უჩივლა კომპანიას სასამართლოში,[25] ასევე სამ უნივერსიტეტს: სამხრეთ კალიფორნიის, იელის და ინდიანას უნივესიტეტებს, რათა მათ არ შეუშალეს ხელი ფაილთა თავისუფალ გაზიარებას. მეტალიკამ დაიქირავა ონლაინ საკონსულტაციო ფირმა NetPD, რათა თვალყური ედევნებინა Napster-ის სერვისისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მეტალიკის სასამართლო დავას შეუერთდა რეპ შემსრულებელი Dr. Dre Napster-ის წინააღმდეგ. 2001 წელს მეტალიკა და კომპანია გარკვეულ შეთანხმებადე მივიდნენ.[41] Napster გახდა ფასიანი სერვისი. დავა მეტალიკასა და ნაპსტერს შორის აისახა მულტსერიალში სამხრეთის პარკი, მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში. მოგვიანებით, როდესაც ულრიხი გამოდიოდა შოუში ვის უნდა გახდეს მილიონერი წამყვანის შეკითხვაზე მოსწონს თუ არა გადაცემის მუსიკა, ულრიხმა კითხვითვე უპასუხა, Napster-ის ქსელიდან ხომ არ იშოვეს იგი.[42]

 
რობერტ ტრუჰილო 2003 წლის 24 თებერვლიდან მეტალიკის წევრია

2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[43] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ ეჰობრეინთან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო, რამაც გამოიწვია ნიუსტედის წასვლა ჯგუფიდან.[25]

2001–2006: Some Kind of Monster, St. Anger და ტრუჰილოს გაწევრიანება

2001 წლის ზამთარში ჯეიმზი გაემგზავრა კამჩატკაზე დათვებზე სანადიროდ. რუსული ზამთრის და არყის ზემოქმედებით 19 ივლისიდან ჰეტფილდი იძულებული იყო, გაევლა მკურნალობის კურსი„ალკოჰოლიზმისა და სხვა გატაცებების“ დასაძლევად. ჯგუფის მომავალი ეჭვქვეშ იდგა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ლარსი და კირკი სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჯგუფს არსებობა შეეწყვიტა.[44] თუმცაღა, 4 დეკემბერს ჯეიმზი კვალვ დაუბრუნდა ჯგუფს[44] და ჯგუფმა განაგრძო მუშაობა ახალ სიმღერებზე. ჯეიმზი მოითხოვდა, ემუშავათ დღეში მხოლოდ ოთხი საათი, დანარჩენ დროს იგი ოჯახს უთმობდა. თუ აქამდე სიმღერებისთვი��� ტექსტებს მხოლოდ ჯეიმზი წერდა, ახლა ამ პროცესში მთელი ჯგუფი იყო ჩართული. ბას-გიტარის პარტიას ასრულებდა მათი მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი. ალბომზე მუშაობის პროცესი ასახულია 2004 წელს გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.

St. Anger-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მეტალიკამ გამართა ბასისტების შესარჩევი კონკურსი ნიუსტედის მუდმივი შემცვლელის გამოსავლენად. სამი თვის შემდეგ შეარჩიეს რობერტ ტრუჰილო, რომელიც მანამდე უკრავადა ჯგუფ სუისიდალ ტენდენსისში და ოზი ოსბორნის ჯგუფში.[45] ტრუჰილო მეტალიკის წევრი ოფიციალურად 2003 წლის 24 თებერვლიდან არის. მაისში ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი სან ფრანცისკოს კლუბებში. ნიუსტედი 2002 წელს შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ ვოივოდს და 2003 წელს ოზის მიერ ჩატარებულ ტურნეში Ozzfest, რომელშიც მისი ჯგუფიც მონაწილეობდა, ოზი ოსბორნის ჯგუფში ტრუჰილოს შემცვლელი იყო.[46]

2003 წლის ივნისში მეტალიკის მერვე სტუდიურმა ალბომმა St. Anger პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში. მიუხედავად ამისა, ალბომი მრავალჯერ იყო გაკრიტიკებული ულრიხის „ფოლადის ჟღერადობის“ მქონე მუშა დოლისა და გიტარის სოლოების შემცირების გამო.[47] სიმღერამ „St. Anger“ 2004 წელს მიიღო გრემი ნომინაციაში საუკეთესო მეტალ შესრულება.[48]

2004 წელს ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა.[49] ჰეტფილდი ეძებდა მოხალისეებს უკანასკნელ წუთს, რომლებსაც ლარსი უნდა შეეცვალათ. დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა Slipknot-იდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა. ლომბარდომ შეასრულა სიმღერები „Battery“ და „The Four Horsemen“, ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა - „Fade to Black“, დანარჩენი სიმღერები ჯოისთან ერთად შეასრულა მეტალიკამ.[49] ჯგუფმა ორი წელი გაატარა St. Anger-ის მხარდამჭერი ტურნეებში Summer Sanitarium Tour 2003 და Madly in Anger with the World. კონცერტებზე ასევე გამოდიოდნენ ჯგუფები მუდვაინი, დეფტოუნზი, ლინკინ პარკი, ლიმპ ბიზკიტი და გოდსმაკი. მეტალიკის თითქმის ყველა გამოსვლა პროფესიონალურად იწერებოდა და კარგად იყიდებოდა საიტზე LiveMetallica.com. შემდეგ ჯგუფის წევრებმა დაისვენეს და 2005 წლის უმეტესი ნაწილი ოჯახებთან ერთად გაატარეს. თუმცაღა, 13 და 15 ნოემბერს გახსნეს როლინგ სტოუნზის კონცერტი სან ფრანცისკოში, AT&T პარკში.[50]

2006–2013: Death Magnetic და შეყვანა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში

 
კირკ ჰემეტი

2006 წლის 6 ივნისს ტურნეზე Escape from the Studio '06 ბერლინში მეტალიკამ შეასრულა ახალი სიმღერა დროებითი სახელწოდებით The New Song, რომელსაც ფანებმა Death Is Not the End უწოდეს, სიმღერაში ამ ფრაზის ხშირი გამეორების გამო. 12 აგვისტოს ტოკიოში შეასრულეს კიდევ ერთი ახალი სიმღერა The Other New Song. თუ მეორე ბევრი ასპექტით არ შეესაბამებოდა ჯგუფის სტილს, პირველი სიმღერის ფრაგმენტები აისახა ახალ ალბომში, კონკრეტულად კი კომპოზიციაში The End of the Line.

2006 წლის 16 თებერვალს მეტალიკამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, რომ თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბობ როკი აღარ გაუწევდა პროდიუსირებას მათ შემდგომ ალბომს. ახალ პროდიუსერად აირჩიეს რიკ რუბინი[51], რომელიც მანამდე მუშაობდა ჯგუფებთან: დანზიგი, სლეიერი, Slipknot და System of a Down. ჯგუფმა ახალი ალბომის Death Magnetic გამოსვლის თარიღად შეარჩია 2008 წლის 12 სექტემბერი. ასევე გადაიღეს მუსიკალური ვიდეო პირველი სინგლისთვის „The Day That Never Comes“ ამ ალბომიდან.

2006 წლის 4 დეკემბერს მეტალიკამ გამოუშვა DVD სახელწოდებით The Videos 1989–2004, რომელიც შეიცავდა ყველა მუსიკალურ ვიდეოს 1989 წლიდან 2004 წლამდე. პირველივე კვირას 28 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ჩარტში Billboard Top Videos მესამე ადგილი დაიკავა.[52] მეტალიკამ ჩაწერა ენიო მორიკონეს კომპოზიციის „The Ecstasy of Gold“ საკუთარი ვერსია მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომისთვის We All Love Ennio Morricone, რომელიც 2007 წლის 20 თებერვალს გ���მოვიდა. ქავერი წარადგინეს გრემის ნომინაციაზე „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“ დაჯილდოების 50-ე ცერემონიაზე.

2008 წლის 2 სექტემბერს ერთ-ერთმა ფრანგულმა მუსიკალურმა მაღაზიამ ათი დღით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ გამოუსვლელი ალბომის Death Magnetic გაყიდვა,[53] რამაც გამოიწვია ალბომის ხელმისაწვდომობა ფაილთა გაზიარების სისტემებში. ამ ფაქტმა უბიძგა ჯგუფის ოფიციალურ დისტრიბუტორს დიდ ბრიტანეთში Vertigo Records ოფიციალურად გამოეშვა ალბომი დაგეგმილზე ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს. ჯერ კიდევ უცნობია, მოიმოქმედებენ თუ არა რამეს მეტალიკა ან Warner Bros. Records საცალოდ მოვაჭრის წინააღმდეგ. ლარსმა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

 
„ალბომის გამოსვლამდე ათი დღე დარჩა. ჩვენ ისედაც ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. თუ ჩვენი ალბომი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში გადმოსაქაჩად დღეს ან ხვალ - კი ბატონო, მენდეთ, პრობლემა არ არის.... დღევანდელი სტანდარტებით ეს გამარჯვებაც კი არის. ექვსი თვით ადრე რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, რომ მხოლოდ 10 დღით ადრე მოხდებოდა გაჟონვა, მე მხოლოდ მოხარული ვიქნებოდი.“

[54][55]

ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი 32 ქვეყნის საუკეთესო ალბომთა ჩარტებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში. პირველივე დღეებში გაიყიდა 490 000 ეგზემპლარი მარტო აშშ-ში, მეტალიკა კი გახდა პირველი ჯგუფი ბილბორდ 200-ის ისტორიაში, რომლის თანმიყოლებით გამოშვებული ხუთი სტუდიური ალბომი მოხვდა პირველ ადგილზე.[56] გამოშვებიდან ერთი კვირის შემდგომ Death Magnetic დარჩა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში, European album chart-ში და გახდა 2008 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ავსტრალიაში.[57] ალბომი პირველ ადგილს არ თმობდა ბილბორდ 200-ში გამოსვლიდან სამი კვირის შემდეგაც კი, რითაც მეტალიკამ გაიმეორა ჯეკ ჯონსონის (ალბომი Sleep Through the Static) 2008 წლის რეკორდი. ალბომმა ასევე შეინარჩუნა პირველი ადგილი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში Hard Rock album, Modern Rock/Alternative album და Rock album.[58]

მეტალიკა წარადგინეს MTV Europe-ის მიერ მისივე მუსიკალური დაჯილდოების ორ ნომინაციაში: Rock Out და Headliner, MTV Latin America-მ კი მიიწვია ჯგუფი მათი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსასვლელად.[59][60] მეტალიკამ შეასრულა „The Day That Never Comes“. 2008 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო ტურნე World Magnetic Tour.

ალბომით Death Magnetic მეტალიკა დაუბრუნდა თავის შუა ოთხმოციანი წლების მძიმე/თრეშ მეტალის ფესვებს.[61]ჯოუნსი, კრის. BBC - Music - Review of Metallica - Death Magnetic. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023.</ref> იგი უფრო მეტად ჰგავს ალბომებს Master of Puppets და ...And Justice for All, ვიდრე გვიანდელ ალბომებს.

2008 წლის ნოემბერში მეტალიკასა და მის ლეიბლს Warner Bros. Records შორის კონტრაქტს ვადა ამოეწურა. ჯგუფი ვერსიებს აყალიბებს, ვისთან ერთად გამოუშვას მომდევნო ალბომი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ალბომის გამოშვება ინტერნეტის საშუალებით მოხდეს.[62][63]

2009 წლის 27 მაისს მეტალიკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომ მეტალიკა აპირებდა ახალი საკონცერტო DVD-ების გამოშვებას, რომლებშიც ასახული იქნებოდა ნიმესა და მეხიკოში (შესაბამისად საფრანგეთსა და მექსიკაში) ჩატარებული კონცერტები დამატებითი მასალებით.[64] მეხიკოში ჩატარებულ კონცერტის მიხედვით გამოიცა DVD Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México 2009 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ნიმესში ჩატარებულ კონცერტზე - Français Pour une Nuit 2009 წლის 23 ნოემბერს.[65]

2009 წლის ივნისში იტალიის Rock TV-თვის მიცემულ ინტერვიუში ლარსმა აღნიშნა, რომ ტურნეს გააგრძელებდნენ 2010 წლის აგვისტომდე. მან ასევე აღნიშნა, რომ მეათე ალბომის გამოშვების გეგმები არ ჰქონდათ, მაგრამ აუცილებლად გამოუშვებდნენ კვლავ რიკ რუბინთან ერთად.[66] Blabbermouth.net-ის მიხედვით, შესაძლო იყო, რომ ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერაზე ფიქრი 2011 წლის მეორე ნახევრამდე არ დაეწყო.[67]

„თრეშ მეტალის დიდი ოთხეული“, მეტალიკა, სლეიერი, Megadeth და ანთრაქსი, პირველად ისტორიაში ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე 2010 წლის 16 ივნისს ბემოვოს აეროპორტში, ვარშავა, პოლონეთი. ეს იყო ამ ჯგუფების პირველი შესრულება, რომელიც Sonisphere Festival-ის სერიების ნაწილი იყო. ერთ-ერთი მომდევნო კონცერტი, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, გაიგზავნა სატელიტით HD ფორმატში კინოთეატრებისთვის.[68] იმავე წლის 26 ივნისს მათ დაუკრეს ბუქარესში, რუმინეთი, ხოლო 27 ივნისს - სტამბოლში, თურქეთი. 2010 28 ივნისს ალბომი Death Magnetic ორჯერ იყო სერტიფიცირებული პლატინად RIAA-ს მიერ.[69]

მეტალიკის World Magnetic ტურნე დასრულდა 2010 წლის 21 ნოემბერს მელბურნში, ავსტრალია. ჯგუფმა ორ წელზე მეტი გაატარა გზაში ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში. სანამ დაასრულებდნენ თავიანთ ტურნეს საბოლოო კონცერტით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, გამოუშვეს საკონცერტო EP Six Feet Down Under მანამდე ჩატარებული კონცერტებით ავსტრალიაში.[70] 2010 წლის 12 ნოემბერს ამ EP-ს მოყვა მეორე ნაწილიც, Six Feet Down Under Part II.[71] მეორე ნაწილში შესულია რვა სიმღერა, რომლებიც ჩაწერილია ტურნეს კონტინენტსგადმოღმა ჩატარებული პირველი ორი ნაწილის განმავლობაში.

2010 წლის 26 ნოემბერს მეტალიკამ გამოუშვა მორიგი საკონცერტო EP, Live at Grimey's, რომელიც ჩაიწერა 2008 წლის ივნისში გრიმის ჩანაწერების მაღაზიაში, ცოტა ხნით ადრე მეტალიკის გამოჩენამდე ბონარუს მუსიკალურ ფესტივალზე იმავე წელს.[72][73]

 

2009 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, რომ 4 აპრილს მეტალიკა შედიოდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[74] მოიწვიეს ჯგუფის ბევრი მეგობარი, მათ შორის რეი ბარტონი, კლიფის მამა და ჯეისონ ნიუსტედი, რომელსაც უნდა დაეკრა ბას-გიტარაზე ჯგუფთან ერთად.[75] წარმოდგენა ჯგუფის Red Hot Chili Peppers-ის ბასისტმა ფლიმ გახსნა მისასალმებელი სიტყვით. აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ბასისტი - რობერტ ტრუჰილო დათანხმდა, არ დაეკრა, რადგან, მისივე სიტყვებით, სურდა ენახა შავი ალბომის შემქმნელი ჯგუფი.[76] თუმცა, სიმღერების „Master of Puppets“ და „Enter Sandman“ შესრულებისას ჯეისონიც და რობერტიც სცენაზე იყვნენ.[77] ამ ორი სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფს შეუერთდნენ ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, ჯო პერი, რონი ვუდი და ფლი და შეასრულეს ჯემ სესია, რომელმაც მიიღო სახელწოდება Train Kept A Rollin' (All Star Jam). მეტალიკამ ცერემონიაზე დაპატიჟა ასევე დეივ მასტეინი, მაგრამ მან მოწვევაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ახალ ალბომზე დაძაბული სამუშაო გრაფიკი დაასახელა.[78]

სტილი და ტექსტების თემატიკა

შთაგონებული ადრეული მძიმე მეტალ და მძიმე როკ ჯგუფებისაგან, როგორებიცაა Black Sabbath, Deep Purple, ლედ ზეპელინი და სკორპიონსი[79] და ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის შემსრულებელი ჯგუფებისაგან, როგორებიცაა ვენომი, მოუტერჰედი, დაიმონდ ჰედი, Judas Priest და აირონ მეიდენი, მეტალიკის ადრეული ჩანაწერები შეიცავდა აგრესიულ მუსიკას, სწაფ პარტიებს და ცხრა წუთიან ინსტრუმენტალებს. სტივ ჰიუ Allmusic-დან აღნიშნავს:

მუსიკალური ნაწყვეტები:
    Creeping Death (1984)
    სიმღერა ასახავს სწრაფ ტემპს, აგრესიულ მუსიკას, რომელიც დამახასიათებელია მეტალიკის ადრეულ ჩანაწერებში
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
    EnterSandman (1991)
    მძიმე მეტალის მაგალითი: ტემპი შენელებულია, მეტი ყურადღება ეთმობა მელოდიურობას
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
    Purify (2003)
    2003 წლის ცდა გიტარის სოლოების გარეშე და ფოლადის ჟღერადობის დრამებით
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
 
Ride the Lightning-ში მეტალიკამ გააფართოვა თავისი საშემსრულებლო ტექნიკა და გამოხატვის დიაპაზონი. ტექსტები კი უფრო მეტად პირად და საზოგადოდ ცნობილ პრობლემებს ეთმობა.[80] აღნიშნულმა თემებმა გაგრძელება პოვა Master of Puppets-ში, სადაც მან მოიცვა რელიგიური და სამხედრო ლიდერები, მძვინვარება, უგუნურება, მონსტრები და ნარკოტიკები“

[81]

1991 წელს ახალ პროდიუსერ ბობ როკთან ერთად გამოშვებულ ალბომზე იგივე ჰიუ აღნიშნავდა, რომ მეტალიკამ გაამარტივა თავისი მუსიკა და კომერციული მიზნებისთვის გათვალა.[82] რობერტ პალმერმა კი Rolling Stone-დან აღნიშნა, რომ ჯგუფმა მიატოვა აგრესიული, სწრაფი მუსიკა, რათა გაეფართოვებინა თავისივე მუსიკა და გამოხატვის დიაპაზონი.[83] შავი ალბომის კომერციულმა წარმატებამ გაამყარა ცვლილებები მეტალიკის მუსიკალურ მიმართულებაში, Metallica ხომ მეტალიკის პირველი ალბომი იყო, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა. მეტალიკამ შეამჩნია ცვლილებები როკ სცენაზე გამოწვეული ადრეული 90-იანების გრანჟ მოძრაობით. ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინა არა-მეტალ გავლენაზე და კიდევ ერთხელ შეცვალა საკუთარი მუსიკალური მიმართულება.[84] ტექსტების თემატიკა კი მონსტრებსა და ნარკოტიკებზე ჩაანაცვლა ტექსტებმა სიბრაზეზე, დანაკარგზე და შურისძიებაზე. ზოგიერთი ფანი და კრიტიკოსი უკმაყოფილო იყო ამ ცვლილებებით, რომელიც მოიცავდა თმების დამოკლებას, Load -ის გაფორმებას და ჯგუფის მიერ ალტერნატიული როკის ფესტივალ Lollapalooza გახსნით.[38] დეივიდ ფრაიკმა Rolling Stone-დან Load-ს უწოდა 1996 წლის უმძიმესი ჩანაწერი.[38]Reload-ის გამოშვებით 1997 წელს ჯგუფმა აჩვენა ბლუზისა და ადრეული მძიმე როკის უფრო მეტი გავლენა, მოიცავდა რა უფრო მეტ რითმულობასა და ჰარმონიულობას მუსიკის სტრუქტურაში[84]

შემდეგი დიდი ცვლილება ჯგუფის მიმართულებაში იყო ალბომი St. Anger. ჰემეტი წინააღმდეგი იყო, გიტარების სოლოების გამოტოვებისა, მაგრამ ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ ალბომში ძნელად გაიგონებთ სოლო-პარტიებს.[85] ჯგუფმა გამოიყენა გიტარების drop C ტიუნინგი, ხოლო ულრიხის ფოლადის ჟღერადობის სნეარ დრამებმა განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა. ტექსტების თემატიკა დაეთმო ჰეტფილდის რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავდა მინიშნებებს ეშმაკზე, ანტი-ნარკოტიკულ თემებს, კლაუსტროფობიას, ბედისწერის მუქარას და რელიგიურ ჰიპოკრიზის.[85][86] პროდიუსერ რიკ რუბინის რჩევით მეტალიკა მეცხრე სტუდიურ ალბომში Death Magnetic დაუბრუნდა E ტიუნინგს და საგიტარო სოლოებს. ალბომში ერთმანეთთან არის შეთავსებული მეტალიკის ადრეული თრეშ მეტალი შუა აღმოსავლურ გავლენასთან.[87]

გავლენა და მემკვიდრეობა

მეტალიკა გახდა ყველაზე გავლენიანი მძიმე მეტალ ჯგუფი, ამავე დროს, იგი შესულია თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში.[3] ჯგუფმა გაყიდა ას მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში,[88] მათ შორის 57 მილიონი აშშ-ში, რაც მეტალიკას აქცევს კომერციულად ყველაზე წარმატებულ თრეშ მეტალ ჯგუფად.[89] The Rolling Stone Encyclopedia of Rock & Roll-ის შემდგენლებს მიაჩნიათ, რომ მეტალიკამ მძიმე მეტალში ყველაზე საჭირო ცვლილებები შეიტანა.[90] სტეფენ ტომას ერლეუაინი და გრეგ პრატო Allmusic-დან ამბობენ:

 
„სისწრაფისა და ხმის სიმაღლის საშუალებით მეტალიკამ გააფართოვა თრეშის საზღვრები და უფრო მეტად ჩახლართული გახადა საკუთარი მუსიკის სტრუქტურა... მეტალიკა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ოთხმოციანი წლების ყველაზე გავლენიანი მძიმე მეტალ ჯგუფია, რომელმაც დედამიწას მუსიკა დაუბრუნა.“

[91]

ჯონათან დეივისი კორნიდან მეტალიკას ასახელებს თავის ფავორიტ ჯგუფად და ამბობს: მე მიყვარს ყველაფერი, რაც მათ შექმნეს და რასაც იცავდნენ წლების განმავლობაში, და დღეს ისინი კვლავ შესაბამისობაში არიან დროსთან. ვფიქრობ მეტალიკა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია.[92] გოდსმაკის დრამერმა შანონ ლარკინმა განაცხადა, რომ მეტალიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის ჯგუფზე: 16 წლის ასაკში მათ მართლა შეცვალეს ჩემი ცხოვრება, მე ასეთი მძიმე არასრდოს არაფერი მომესმინა.[93] ტრივიუმის გიტარისტები კორი ბიულიუ და მეტ ჰიფაი ამბობენ, რომ გიტარაზე დაკვრა მაშინ მოუნდათ, როდესაც მათ მოისმინეს მეტალიკა.[94][95] ემ შადოუსი ავენგედ სევენფოლდიდან ტურნეს მეტალიკასთან ერთად ჯგუფის ისტორიაში ნათელ წერტილად თვლის და ამბობს: ტონობით ჩანაწერების გაყიდვა და მრავალრიცხოვანი შოუების ჩატარება ახლსაც ვერ მივა განცდასთან, რომელიც გეუფლება კერპებთან შეხვედრისას.[96] გოდ ფორბიდის გიტარისტები დოკ კოილი და დალას კოილი მეტალიკის შთაგონებით გაიზარდნენ, ხოლო ბენდის ბასისტი ჯონ აუთკალტი აღმერთებს ბარტონს.[97] ილ ნინოს დრამერი დეივ ჩავარი ახასიათებს მეტალიკის ადრინდელ ჩანაწერებს, როგორც მძიმე, უხეში, მეამბოხე, რომელიც ამბობს:“ წადი შენიც“ ,[98] . ადემას დრამერი კრის კოლსი კი ამბობს, რომ ბენდი შთაგონებულია მეტალიკის მიერ.[99]

2006 წლის 8 აპრილს Kerrang!-მა გამოსცა ტრიბუტ ალბომი სახელწოდებით Master of Puppets: Remastered (როგორც ჟურნალის გამოცემა), მეტალიკის Master of Puppets-ის გამოსვლიდან ოცი წლისთავის აღსანიშნავად. ალბომში შედიოდა მეტალიკის სიმღერების ქავერ ვერსიები, რომლებსაც ასრულებდნენ მეშინ ჰედი, BFMV, ჩიმირა, მასტოდონი, მენდიდი და ტრივიუმი, მხოლოდ ის ჯგუფები, რომელთა შემოქმედებაზე მეტალიკამ მოახდინა გავლენა. თხუტმეტამდე მეტალიკისადმი მიძღვნილი (ტრიბუტ) ალბომი გამოიცა სხვადასხვა ჯგუფის მიერ. 2006 წლის 10 სექტემბერს მეტალიკა გამოვიდა „სიმფსონების“ მეთვრამეტე სეზონის საპრემიერო სერიაში The Mook, the Chef, the Wife and Her Homer[100] და ჰეტფილდისა და ჰემეტის ხმები გამოყენებულია ანიმაციურ სატელევიზიო სერიალის Metalocalypse სამ ეპიზოდში.[101]

ფინურმა ჯგუფმა აპოკალიპტიკამ გამოუშვა ტრიბუტ ალბომი Plays Metallica by Four Cellos, რომელშიც შედიოდა მეტალიკის რვა სიმღერა ჩაწერილი სიმებიან-ხემიანი საკრავებით. პაროდიული ჯგუფი ბიტალიკა ასრულებს მეტალიკისა და The Beatles-ის სიმღერების კომბინაციებს. ბიტალიკა იურიდიულ პრობლემებში მაშინ გაეხვია, როდესაც კომპანიამ Sony Corporation, რომელიც ფლობს The Beatles-ის კატალოგს, უჩივლა მას და მოითხოვა ჯგუფის მიერ საქმიანობის შეწყვეტა და საფასურის გადახდა „მიყენებული არსებითი და რეალური ზიანისთვის“. ბიტალიკის ფანმა, ლარს ულრიხმა სთხოვა მეტალიკის ადვოკატს პიტერ პატერნოს დახმარებოდა ჯგუფს ამ იურიდიული საკითხის მოგვარებაში.[102]

მეტალიკა MTV-მ შეიტანა ყველა დროის საუკეთესო მეტალ ჯგუფების სამეულში,[92] მეხუთე ადგილზეა VH1-ის სიაში ასი საუკეთესო მძიმე როკ შემსრულებელი[103] და პირველ ადგილზე VH1-ის სიაში ოცი საუკეთესო მეტალ ჯგუფი.[104] Master of Puppets დასახელდა 167-ე ადგილზე Rolling Stone-ის ყველა დროის ხუთასი საუკეთესო ალბომი, ხოლო Metallica ამავე სიაში 252-ეზე.[105] Master of Puppets დასახელდა ჟურნალ Q-ს ყველა დროის 50 უმძიმესი ალბომის სიაში,[106] პირველზეა IGN-ის სიაში 25 საუკეთესო მეტალ ალბომი,[107] და ასევე პირველ ადგილზეა Metal-rules.com-ის სიაში ასი საუკეთესო მძიმე მეტალ ალბომი.[108] სიმღერამ Enter Sandman დაიკავა 399-ე ადგილი Rolling Stone-ის სიაში ყველა დროის ხუთასი საუკეთესო სიმღერა.[109]

2003 წელს მეტალიკას მიანიჭეს ჯილდო MTV Icon და ჩატარდა მეტალიკისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც შესრულდა მეტალიკის სიმღერები სხვადასხვა შემსრულებლების მიერ: სუმ 41-მა შეასრულა „For Whom the Bell Tolls“, „Enter Sandman“ და „Master of Puppets“; სტეინდმა შეასრულა Nothing Else Matters, ავრილ ლავინმა - „Fuel“, სნუპ დოგმა - „Sad But True“, კორნმა – „One“ და ლიმპ ბიზკიტმა - „Welcome Home (Sanitarium)“.[110]

პოპულარულმა თამაშმა Guitar Hero მეტალიკის ბევრი სიმღერა დაამატა თავის სერიებში. პირველი მაგალითი იყო Guitar Hero III, სადაც მოხვდა მეტალიკის „One“. შემდეგ Guitar Hero: World Tour-ში მოხვდა „Trapped Under Ice“. 2009 წელს კი თავად მეტალიკა თანამშრომლობდა Guitar Hero: Metallica-ს შექმნაზე. Harmonix-ის თამაშში Rock Band მოხდა სიმღერები „Enter Sandman“, „Ride the Lightning“, „Blackened“ და „...And Justice For All“. მოგვიანებით, მომდევნო თამაშში Rock Band 2, გამოიყენეს მეტალიკის სიმღერა „Battery“.

შემადგენლობა

მეტალიკის შემადგენლობა წლების მიხედვით

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

ტურნეები

ჯილდოები

გრემის ჯილდო[111]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Pereira, Alyssa (12 აგვისტო, 2016). „Metallica's Black Album turns 25: Here's how local record stores reacted to its sales in 1991“. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი, 2018. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. Band History. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2018
  3. 3.0 3.1 კოსმო ლი. (2007-05-07) Get Thrashed: The Story of Thrash Metal. 'Stylus Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-25. ციტირების თარიღი: 2008-01-03.
  4. Savage, Mark (14 თებერვალი, 2018). „Metallica to get 'Nobel Prize of music'. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. Stern, Lauren. Metallica – Best Band Logos (August 6, 2012). ციტირების თარიღი: October 9, 2017
  6. Kimmy, Jimmy. How Metallica Created Their Iconic Logo. ციტირების თარიღი: October 9, 2017
  7. Metallica Timeline Early 1981 – Early 1982. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2009. ციტირების თარიღი: May 28, 2009
  8. History – Metallica. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2020
  9. 1981: Events. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-23. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2009
  10. Polcaro, Rafael. (January 5, 2018) Lars Ulrich tells how they chose the name Metallica for the band. ციტირების თარიღი: May 3, 2019
  11. Metallica Timeline March 14, 1982 – 6 ივლისი, 1982. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-11. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2009
  12. „Dave Mustaine: James Hetfield Is Jealous of Me“. Blabbermouth.net. 21 სექტემბერი, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი, 2009. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. Doe, Bernard. Megadeth — Love it to Death. Metal Forces. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2012
  14. 14.0 14.1 უიტბერნი, ჯოელ. Top Pop Albums (2001): 578
  15. [[#cite_ref-FOOTNOTE''Kill_'Em_All''-ის_Elektra_Records-ზე_1988_წელს_ხელახლა_გამოცემულმა_ვერსიამ_„ბილბორდ_200“-ში_მიაღწია_120-ე_პოზიციამდე.'"`UNIQ--ref-00000011-QINU`"'_15-0|↑]] Kill 'Em All-ის Elektra Records-ზე 1988 წელს ხელახლა გამოცემულმა ვერსიამ „ბილბორდ 200“-ში მიაღწია 120-ე პოზიციამდე.[14].
  16. Metallica Timeline May 10–27, 1983 – July 27 – 3 სექტემბერი, 1983. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2009
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 Metallica Chart Positions. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  18. Metallica Timeline October–December 1983 – August 1984. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-15. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2009
  19. 19.0 19.1 19.2 Metallica Timeline Fall, 1984 – March 27, 1986. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2009
  20. „Discography – Metallica“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  21. 21.0 21.1 21.2 Metallica timeline June 26, 1986 – 27 სექტემბერი, 1986. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2007
  22. მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის მარტამდე. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-11. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2007
  23. Metallica timeline August 21, 1987 – 4 დეკემბერი, 1987. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-11. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2007
  24. იენ ქრაისტი (2003). Sound of the Beast: The Complete Headbanging History of Heavy Metal. HarperCollins. ISBN 0-380-81127-8. 
  25. 25.0 25.1 25.2 The Playboy Interview – Metallica. Playboy. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  26. Damaged Justice World Tour. Metallica.com. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2007
  27. 27.0 27.1 Rockin' on an island, Kerrang! გამოცემა № 258, 1989-09-30
  28. Endelman, Michael. „გრემის 10 ყველაზე დიდი დარღვევა“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  29. MTV: 100 Greatest Music Videos Ever Made. Rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2007
  30. Metallica timeline მეტალიკა 1990 წლის თებერვლიდან 1991 წლის 13 აგვისტომდე. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-25. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2007
  31. გარსია, გაი (14 ოქტომბერი, 1991). „Heavy Metal Goes Platinum“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი, 2007. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  32. 100 საუკეთესო ალბომი. RIAA.com. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2007
  33. „List of the most crowded music concerts in history“. The Economic Times. 8 ნოემბერი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  34. Lars Ulrich Clarifies the Myth That 1.6 Million People Attended Metallica's Moscow Concert in 1991 (7 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-08. ციტირების თარიღი: 2023-12-29.
  35. 35.0 35.1 ჯორჯ პერვისი (2007). "Queen: Complete Works". გვ. 390. Reynolds & Hearn
  36. მეტალიკა 1992 წლის 9 აგვისტოდან – 1993 წლის 23 ნოემბრამდე. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
  37. მეტალიკა 1995 წლის დეკემბრიდან – 1996 წლის 27 ივნისამდე. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-13. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  38. 38.0 38.1 38.2 დეივიდ ფრაიკი. (1996-12-04) Load ის მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-27. ციტირების თარიღი: 2007-12-07.
  39. 39.0 39.1 მეტალიკა 1997 წლის 18 ნოემბრიდან 1998 წლის 8 დეკემბრამდე. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  40. მეტალიკა 1999 წლის 24 თებერვლიდან – 2000 წლის 20 თებერვლამდე. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  41. ევანჯელისტა, ბენი (4 სექტემბერი, 2002). „Napster runs out of lives – judge rules against sale“. San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  42. Lars Ulrich on Who Wants To Be A Millionaire. YouTube (4 თებერვალი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023.
  43. ბეშამი, დეივიდ. (17 იანვარი, 2001) Bassist Jason Newsted Leaves Metallica. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-26. ციტირების თარიღი: 2010-03-06.
  44. 44.0 44.1 მეტალიკა 2001 წლის აპრილიდან 2001 წლის 4 დეკემბრამდე. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-23. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  45. დოკ. ფილმი Some Kind of Monster, მეტალიკა, 2004 წლის იანვარი, Paramount Pictures
  46. მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან – 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  47. St. Anger by Metallica. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  48. გრემის ჯილდოს მფლობელები – მეტალიკა. Grammy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  49. 49.0 49.1 Metallica's Lars Ulrich Hospitalized in Switzerland, Misses Show. Yahoo Music (7 ივნისი, 2004). ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2006
  50. კაუფმანი, გილ. (3 აპრილი, 2005) Metallica Opening for Rolling Stones in San Francisco. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-02. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  51. If You Want a Successful Album – Work with Rick Rubin. Tixsearcher.com. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2014
  52. Metallica's 'Videos' beats Slipknot's Voliminal' on Music Video Chart. Blabbermouth.net (2006-12-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-19. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  53. Metallica's 'Death Magnetic' Sold Two Weeks Early at French Record Store?. Blabbermouth.net. Roadrunner Records. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2010
  54. Metallica album leak.... Kerrang!. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2008
  55. ედნა გუნდერსენი. (2008-09-11) Metallica remains calm over 'Magnetic' leaks. USA TODAY.com. ციტირების თარიღი: 2008-09-17.
  56. მეტალიკის Death Magnetic ლიდერობს European Album Chart-ში. Blabbermouth.net (2008-09-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2008-09-29.
  57. მეტალიკის Death Magnetic წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომია ავსტრალიაში.. Blabbermouth (2008-09-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2008-09-29.
  58. Metallica's Death Magnetic Tops Album Chart for Third Week in a Row. EuroInvester (1 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2011
  59. Metallica's Death Magnetic Tops Album Chart for Third Week in a Row. EuroInvester (1 ოქტომბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2011
  60. „Metallica nominated in the EMA's and playing live at the VMA's in Latin America“. Alternativeware. 8 ოქტომბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  61. ჰაიატი, ბრაიან. (18 სექტემბერი, 2008) Death Magnetic. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023.
  62. Metallica Consider Releasing Next Album Online. Ultimate-guitar.com. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2009
  63. Jimmy Page, Jimi Hendrix, Eddie Van Halen, Steve Vai Among Chop Shop's Top Guitarists. Blabbermouth.net. Roadrunner Records. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2009
  64. Metallica.com. Metallica.com (2009-05-27). ციტირების თარიღი: 2009-10-01.
  65. Metallica.com. Metallica.com. ციტირების თარიღი: 2009-10-01.
  66. მეტალიკის ლარს ულრიხი: I Would Like To Make Another Album With Rick Rubin. Blabbermouth.net (2009-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2009-07-11.
  67. METALLICA Is Open To Performing Full Albums In Concert Again (15 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2018
  68. Paine, Andre (14 სექტემბერი, 2009). „Metallica Heading to Cinemas“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი, 2013. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  69. Gold and Platinum. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2010
  70. Heading Down Under. Metallica (16 სექტემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2010
  71. ბოლო რელიზი 2010 წლისთვის. Metallica (25 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-11-15.
  72. მეტალიკა: 'Live At Grimey's' EP ნოემბერში გამოვა. Blabbermouth. Roadrunner Records (6 ოქტომბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-09. ციტირების თარიღი: 2010-10-12.
  73. კიდევ ერთი 2010 წლისთვის!. Metallica (6 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-10-12.
  74. Metallica, Run D.M.C. Lead Rock Hall Inductees. Billboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2009-01-14.
  75. ჯეისონ ნიუსტედი კვლავ უერთდება მეტალიკას. idiomag (30 მარტი, 2009). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2009
  76. ჯეისონ ნიუსტედი: ტრუჰილო არ დაუკრავს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. idiomag (2009-04-01). ციტირების თარიღი: 2009-04-01.
  77. Metallica rocks Hall of Fame with other new members. Reuters (2009-04-05). ციტირების თარიღი: 2009-04-05.
  78. Dave Mustaine to Metallica: 'I Am So Very Proud of All You Have Accomplished'. Blabbermouth.net. Roadrunner Records (27 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2009
  79. 30 on 30: The Greatest Guitarists Picked by the Greatest Guitarists. guitarworld.com. ციტირების თარიღი: 2010-04-28.
  80. სტივ ჰიუ. Ride the Lightning – Metallica. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  81. სტივ ჰიუ. Master of Puppets – Metallica. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  82. სტივ ჰიუ. Metallica-ს მიმოხილვა Allmusic-ის მიერ. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  83. რობერტ პალმერი. (1997-01-21) Metallica-ს მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  84. 84.0 84.1 ლორეინ ალი. (1997-11-20) ReLoad-ის მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-28. ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  85. 85.0 85.1 ტომ სინკლარი. (2003-06-09) St. Anger-ის მუსიკალური მიმოხილვა. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  86. ჯონი ლოფტუსი. Allmusic – St. Anger. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-12-08.
  87. მეტალიკის დრამერი პროდიუსერ რიკ რუბნის შესახებ: 'He's Forced Us To Rethink Big-Picture Stuff'. Blabbermouth.net (2007-02-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-16. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
  88. Metallica, Limp Bizkit and Linkin Park committed to the Sanitarium. Metallica.com. ციტირების თარიღი: 2006-12-05.
  89. RIAA-ს სრული გაყიდვები. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-10. ციტირების თარიღი: 2006-12-05.
  90. მეტალიკის ბიოგრაფია Rolling Stone-ის მიხედვით. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-08. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  91. სტეფენ ტომას ერლეუაინი და გრეგ პრატო. მეტალიკის ბიოგრაფია Allmusic-ის მიხედვით. Allmusic. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  92. 92.0 92.1 Why they Rule? Metallica. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-14. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  93. ჯეიმზ რაიტი. Godsmack. Blistering. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  94. ინტერვიუ ტრივიუმთან. Metal Theater (2007-11-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-23. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  95. მეტის ინტერვიუ RoadRage '04-თან. Metal Underground (2004-08-09). ციტირების თარიღი: 2008-01-19.
  96. ჩად ბოუარი. ინტერვიუ Avenged Sevenfold-თან. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  97. God Forbid - The new wave of American metal has arrived. f-p-e-.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-07. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  98. ტალია სონგომონიანი. ინტერვიუ Ill Niño-ს დეივ ჩავარისთან. nyrock.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-22. ციტირების თარიღი: 2007-12-06.
  99. Adema-ს დრამერი: ჩვენზე გავლენა მოახდინეს მეტალიკამ და პანტერამ. Blabbermouth.net (2003-08-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
  100. Metallica Rocks 'The Simpsons'. Spin.com (2007-07-07). ციტირების თარიღი: 2007-12-06.
  101. James Hetfield's and Kirk Hammett's voices will appear as cameos in the new Adult Swim series, Metalocalypse!. Metallica.com (2006-05-09). ციტირების თარიღი: 2007-12-10.
  102. ჯილ კაუფმენი. (2005-05-16) Metallica Mash-Up Band Gets By With A Little Help From Its Friend ... Lars. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  103. ასი საუკეთესო მძიმე როკ შემსრულებელი. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2006-12-23.
  104. VH1 ოცი საუკეთესო მეტალ ჯგუფი. VH1.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-14. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  105. ყველა დროის ხუთასი საუკეთესო ალბომი. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-02. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  106. ყველა დროის 50 უმძიმესი ალბომი. Rocklistmusic.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  107. 25 საუკეთესო მეტალ ალბომი. IGN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  108. ასი საუკეთესო მძიმე მეტალ ალბომი. Metal-rules.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  109. ყველა დროის ხუთასი საუკეთესო სიმღერა. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-05. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  110. Icon Performance Highlights. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-05. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  111. Grammy Award winners – Metallica. Grammy.com. ციტირების თარიღი: April 14, 2015
  112. Grammy Award winners – Death Magnetic. Grammy.com. ციტირების თარიღი: April 14, 2015