24 აგვისტო
თარიღი
24 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 236-ე დღე (ნაკიან წლებში – 237-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 129 დღე.
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- ძვ. წ. 49 : იულიუს კეისარის გენერალი გაიუს კურიო დამარცხდა მდ. ბაგრადას მეორე ბრძოლაში ნიმიდიელებთან. კურიო ბრძოლაში მოკლულ იქნა.
- 79 : ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ქალაქები პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბიი ფერფლში დამარხა.
- 410 : ვესტგოთებმა რომი აიღეს და სამი დღე ძარცვავდნენ.
- 1215 : პაპი ინოკენტი III მაგნა კარტას (დიდი ქარტია) ბათილად ცნობს.
- 1349 : ბუბონური ჭირის გავრცელების ბრალდებით ექვსი ათასი ებრაელი მოკლეს მაინცში.
- 1391 : ებრაელების ხოცვა პალმა დე მაიორკაზე.
- 1456 : გუტენბერგის ბიბლიის ბეჭდვა დასრულდა.
- 1511 : ალფონსუ დ'ალბუკერკე, პორტუგალია, მალაკას სასულთნოს იპყრობს.
- 1572 : ბართლომეს ღამის ხოცვა : მეფე შარლ IX ის ბრძანებით ჰუგენოტების (ფრანგი პროტესტანტები) ხოცვა იწყება.
- 1690 : კალკუტა, ინდოეთი, დაარსდა.
- 1814 : ბრიტანელები ვაშინგტონში იჭრებიან და მიწასთან ასწორებენ თეთრ სახლსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებს.
- 1821 : კორდობას ხელშეკრულებას მოეწერა ხელი კორდობაში, ამჟამად ვერაკრუზი, მექსიკა, რითაც მექსიკის ესპანეთისგან განმათავისუფლებელი ომი დასრულდა.
- 1847 : შარლოტ ბრონტემ „ჯეინ ეარი“ დაასრულა.
- 1853 : ამერიკელმა ჯორჯ კრამმა გამოიგონა კარტოფილის ჩიფსები.
- 1857 : მასობრივმა პანიკამ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
- 1891 : თომას ედისონი კინოკამერას აპატენტებს.
- 1909 : პანამის არხის მშენებლობა იწყება.
- 1912 : ალასკა აშშ-ის ტერიტორია ხდება.
- 1929 : თურქეთი და სპარსეთი ურთიერთმეგობრობის ხელშეკრულებას აწერენ ხელს.
- 1931 : საფრანგეთი და სსრკ ნეიტრალიტეტის/ურთიერთ თავდასხმისგან თავშეკავების ხელშეკრულებას აფორმებენ.
- 1949 : ხელშეკრულება ნატოს შექმნის შესახებ ძალაში შედის.
- 1954 : აშშ-ში კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა.
- 1968 : საფრანგეთი წყალბადის ბომბის პირველ გამოცდას ატარებს და მსოფლიოს მეხუთე ბირთვული ქვეყანა ხდება.
- 1971 : პინკ ფლოიდის ყველაზე განთქმული კონცერტი ჩატარდა მიტოვებულ პომპეუსის ამფითეატრში, ქალაქის გაქრობის 1892-ე წლისთავზე.
- 1991 : მიხაილ გორბაჩოვი სსრკ-ის კომუნისტური პარტიის მეთაურის პოსტს ტოვებს.
- 1991 : უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1995 : საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა.
- 1995 : ვინდოუს 95, Microsoftს კომპიუტრული ოპერაციული სისტემა გამოვიდა დიდი ზარზეიმით.
- 2004 : ჩეჩენი წარმოშობის ტერორისტებმა დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენილი ორი თვითმფრინავი ააფეთქეს; 89 მგზავრი დაიღუპა.
- 2006 : XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად.
- 2009 : ვენესუელელი სტეფანია ფერნანდესი ნასაუში (ბაჰამის კუნძულები), ჩატარებულ კონკურსზე მის სამყარო გახდა.
- 2010 :
- სომალიში, მოგადიშოს მძიმე ბრძოლების დროს, ალ-შააბაბის მებრძოლები თავს დაესხნენ სასტუმროს და ათობით ადამიანი მოკლეს, მათ შორის პარლამენტარები.
- ჩრდ.-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხეილუნძიანში ��ომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 42 ადამიანი დაიღუპა.
- 2012 : ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორს, ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- 2018 : ავსტრალიის ახალი პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1198 : ალექსანდრე II — შოტლანდიის მეფე
- 1358 : ხუან I — კასტილიის მეფე
- 1772 : ვილიამ I — ჰოლანდიის მეფე
- 1787 : ჯეიმზ უედელი — ანტარქტიდის აღმომჩენელი
- 1817 : ტოლსტოი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე — რუსი მწერალი
- 1865 : ფერდინანდ I — რუმინეთის მეფე
- 1899 : ბორხესი, ხორხე ლუისი — არგენტინელი მწერალი
- 1924 : გოგი ცაბაძე — ქართველი კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი
- 1927 : მარკონიცი, ჰარი — ამერიკელი ეკონომისტი
- 1929 : არაფატი, იასირ — პალესტინის ლიდერი
- 1947 : კოელიო, პაულო — ბრაზილიელი მწერალი
- 1988 : გრინტი, რუპერტ — ინგლისელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 79 : პლინიუს უფროსი — რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი
- 1042 : მიქაელ V — ბიზანტიის იმპერატორი
- 1103 : მაგნუს III — ნორვეგიის მეფე
- 1313 : ჰაინრიხ VII — გერმანიის მეფე
- 1572 : კოლინი, გასპარ — ფრანგი ჰუგენოტების ლიდერი (დაიღუპა წმინდა ბართლომეს ღამეს)
- 1572 : ტელინი, შარლ — ფრანგი ჰუგენოტი მებრძოლი (დაიღუპა წმინდა ბართლომეს ღამეს)
- 1921 : გუმილოვი, ნიკოლოზ — რუსი პოეტი
- 1956 : მიძოგუტი კენძი — იაპონელი კინორეჟისორი
- 1968: აბაევი, ვლადიმერ — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.
- 1993 : ბაიაძე, ვასილ — ქართველი კრიტიკოსი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა ევპლიოსი
- წმიდა მოწამენი: სოსანა ქალწული და მის თანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცესი, კლავდიოსი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე
- ღირსი ბესარიონი
- მარიამ სინკლიტიკია
- ნიფონტი II
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: