ამ გვერდს არა ა���ვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯოან ალენი (ინგლ. Joan Allen; დ. 20 აგვისტო, 1956) —  ამერიკელი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი.  სამგზის ნომინირებული პრემია ოსკარზე (1996, 1997, 2001).[1]

ჯოან ალენი

ჯოან ალენი ტორონტოს კინოფესტივალზე 2000 წ.
მშობლიური სახელი Joan Allen
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1956 (66 წლის)
როშელი, ოგლი, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი
აქტიური 1985-დან
მეუღლე(ები) პიტერ ფრიდმანი (1990-2002 წლებში)
შვილ(ებ)ი 1
ჯილდოები "ტონი". (1988)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯოან ალენი დაიბადა 1956 წლის 20 აგვისტოს როშელში, ილინოისის შტატში, დიასახლისის დოროთი ალენისა და ავტომექანიკოს ჯეფ ალენის ოჯახში. ის ოთხი შვილიდან უმცროსი იყო.  სწავლობდა როშელის საშუალო სკოლაში,  იყო წარჩინებული მოსწავლე, მღეროდა გუნდში და უკრავდა ჩელოზე. სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში მაკომბში, რომელიც დაამთავრა 1976 წელს, შემდეგ კი — აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტში .. 1977 წელს შევიდა Steppenwolf Theatre Company-ში და დაიწყო თამაში სცენაზე.[2]

ჯოან ალენმა სამსახიობო კარიერა დაიწყო ჩიკაგოს ცნობილ ჯგუფში "Steppenwolf Theatre Company", რომელსაც ხელმძღვანელობდა  ჯონ მალკოვიჩი.  1980-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო მსახიობობა თეატრში, ასევე ითამაშა დაბალბიუჯეტიან სერიალებში. მისი დებიუტი იყო მცირე მეორეხარისხოვანი როლი ფილმში „კომპრომისული პოზიციები“. 1988 წელს   გამოჩნდა ბროდვეიზე  ლენფორდ უილსონის პიესაზე დაფუძნებულ სპექტაკლში  Burn This. ამ როლისთვის მსახიობმა მიიღო ტონის პრემია.[3]

ჯოან ალენი იშვიათად ჩნდებოდა ფილმებში.  შესრულებულმა როლებმა მსახიობი ვარსკვლავი ვერ გახადა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1995 წელს ოლივერ სტოუნის ფილმ „ნიქსონის“ შემდეგ, სადაც ჯოანმა პრეზიდენტის მეუღლე ითამაშა. ამ როლმა მსახიობს დამსახურებული პოპულარობა მოუტანა, ის იყო ნომინირებული ოსკარზე და  ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის პრემიაზე.[4]

ჯოანმა ითამაშა მთავარი როლები 1997 წელს გამოსულ  რეჟისორ ენგ ლის დრამაში “ ყინულის ქარიშხალი“, და ჯონ ვუს სურათში „პირისპირ“. ასევე  კომედიურ-დრამაში Pleasantville (1998).

ჯოან ალენმა შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის მოადგილის, პამელა ლენდის როლი ფილმებში: „ბორნის უპირატესობა“, ბორნის ულტიმატუმი“ და „ბორნის ევოლუცია“. ითამაშა პოლ ანდერსონის ახალ ფილმში „სასიკვდილო რბოლა“, რომლის პრემიერაც 2008 წელს გაიმართა.

2015 წელს მსახიობი მიიწვიეს მთავარ როლზე ABC-ის სერიალში „ოჯახი“.

კინოსა და ტელევიზიაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჯოანმა ითამაშა ჯულიანა მურთან, კლაივ ოუენთან და ჯენიფერ ჯეისონ ლისთან ერთად Lisey's Story-ში, 2021 წლის Apple TV-ის მინისერიალში.[5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1990 წლის 1 იანვარს მსახიობი დაქორწინდა მსახიობ პიტერ ფრიდმანზე. 1994 წლის მარტში მათ ქალიშვილი შეეძინათ. 2002 წელს წყვილი დაშორდა. ამავდროულად, ისინი ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას, ცხოვრობენ ერთმანეთთან ახლოს და ერთად ზრუნავდნენ  ქალიშვილზე.  ჯოანს ყავს ძაღლი ბოსტონ-ტერიერი, სახელად ნორა.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Joan Allen // Internet Broadway Database — 2000.
  2. Weinraub, Bernard (27 December 1995). "Finding Warmth In a Shy First Lady". The New York Times. Retrieved 10 December 2007.
  3. "Joan Allen Theatre Credits, News, Bio and Photos". Broadway World.
  4. "Member Profiles: Joan Allen". Steppenwolf Ensemble. Archived from the original on 2016-03-03. Retrieved 2008-12-05.
  5. "'Stephen King's A Good Marriage': Film Review". The Hollywood Reporter. 2014-10-02. Retrieved 2021-09-04.
  6. Hegberg, Carol (11 April 2005). "With three new movies Rochelle native Joan Allen is making her mark". The Daily Chronicle. Retrieved 10 August
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოან_ალენი“-დან