შარლოტ ბელგიელი (სრული სახელი ფრანგ. Marie Charlotte Amélie Augustine Victoire Clémentine Léopoldine; დ. 7 ივნისი, 184019 იანვარი, 1927) — ბელგიის პრინცესა. გათხოვების შემდეგ მექსიკის იმპერატორის მეუღლე.

შარლოტ ბელგიელი
Charlotte de Belgique
მექსიკის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 10 აპრილი 1864
მმართ. დასასრული: 19 ივნისი 1867
წინამორბედი: მონარქია აღდგა
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ივნისი 1840
დაბ. ადგილი: ბრიუსელი, ბელგია
გარდ. თარიღი: 19 იანვარი 1927
გარდ. ადგილი: მეისე, ბერლინი
მეუღლე: მაქსიმილიან I
სრული სახელი: Marie Charlotte Amélie Augustine Victoire Clémentine Léopoldine
მამა: ლეოპოლდ I
დედა: ლუიზა მარია ორლეანელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შარლოტ ბელგიელი იყო მეფე ლეოპოლდ I-ის და მისი მეორე ცოლის, ლუიზა მარია ორლეანელის ერთადერთი ქალიშვილი. მას სახელი შარლოტი მამის, ლეოპოლდის გარდაცვლილი მეუღლის, შარლოტ ავგუსტა უელსელის პატივსაცემად დაარქვეს. პრინცესა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, ალბრეხტ საქსენ-კობურგ-გოტელს და ფერდინანდო II-ს ბიძაშვილად ეკუთვნოდა.

1857 წლის 27 ივლისს შარლოტი დაქორწინდა იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის უმცროს ძმაზე, ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე. იმპერატორმა მაქსიმილიანი ლომბარდო-ვენეციის სამეფოს მმართველად დანიშნა და ცოლ-ქმარი რამდენიმე წლით იტალიაში გაემგზავრა.

1863 წელს საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის დახმარებით მაქსიმილიანმა მოიპოვა მექსიკის იმპერატორის ტიტული და გვირგვინი. მექსიკაში ჩასვლის შემდეგ 1864 წელს ცოლ-ქმარი ტახტზე ავიდნენ და დარჩნენ მეხიკოში საცხოვრებლად, სადაც რეზიდენციად შაპულტეპეკის სასახლე აირჩიეს. პოლიტიკურად არამდგრადი მდგომარეობის გამო შარლოტი ევროპაში დაბრუნდა, სადაც ქმრისათვის დახმარების მოძებნას შეეცადა. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან ��ას აღმოაჩნდა შიზოფრენიის სიმპტომები და ძლიერი სტრესი. მექსიკაში ის აღარ დაბრუნებულა. სამწუხარო ცნობებმა მექსიკიდან და მისმა წარუმატებელმა მისიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეარყია. ის შიზოფრენიით იტანჯებოდა და ცხოვრების უკანასკნელი წლები ბრიუსელის ციხესიმაგრეში გაატარა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შარლოტ ბელგიელი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეიტყო 1867 წელს თავისი ქმრის დახვრეტის შესახებ. შარლოტსა და მაქსიმილიანს არ ჰყავდათ შვილები.

გადმოცემის თანახმად, 1866 წელს შარლოტი შეხვდა ბელგიელ ოფიცერს, ალფრედო ვან დერ სმისენს და მათი კავშირის შედეგად გაჩნდა მომავალი ფრანგი გენერალი მაქსიმი ვეიგანი. თავად ვეიგანი ამ ინფორმაციის დადასტურებაზე უარს ამბობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Prince Michael of Greece; The Empress of Farewells — The Story of Charlotte, Empress of Mexico, New York 1998.
  • del Paso,Fernando: Noticias del Imperio. México 1987
  • Bibesco, Princesse Marthe: Charlotte et Maximilien. París 1962.
  • Castelot, André: Maximiliano y Carlota. La Tragedia de la Ambición. México 1985.
  • Corti, Conte Egon Caesar: Maximilian und Charlotte von Mexiko. Nach dem bisher unveröffentlichten Geheimarchive des Kaisers Maximilian und sonstigen unbekannten Quellen. 2 Vols. Zurich, Leipzig, Viena 1924.
  • Corti, Conte Egon Caesar: Maximilian von Mexiko. Die Tragödie eines Kaisers. Francfort del Meno 1953.
  • Desternes, Suzanne; Chandet, Henriette: Maximilien et Charlotte. París 1964.
  • Gómez Tepexicuapan, Amparo: «Carlota en México.» En: Igler, Susanne; Spiller, Roland (eds.): Más nuevas del imperio. Estudios interdisciplinarios acerca de Carlota de México. Francfort del Meno 2001. (=Erlanger Lateinamerika-Studien. 45). p. 27-40.
  • Miguel de Grecia: La Emperatriz del Adiós. El trágico destino del emperador Maximiliano y su mujer Carlota. Barcelona 2000.
  • Harding, Bertita: Phantom Crown. The story of Maximilian and Carlota of Mexico. 3a edición. México 1967 [1935].
  • Haslip, Joan: The Crown of Mexico: Maximilian and his Empress Carlota. 2a edición. Nueva York 1972.
  • Hyde, Montgomery H.: Mexican Empire. The history of Maximilian and Carlota of Mexico. Londres 1946.
  • Igler, Susanne: Carlota de México. México 2002. (=Grandes Protagonistas de la Historia Mexicana) [segunda edición: 2006].
  • Igler, Susanne: De la intrusa infame a la loca del castillo: Carlota de México en la literatura de su 'patria adoptiva'. Frankfurt: Peter Lang 2007 (Studien und Dokumente zur Geschichte der Romanischen Literaturen, 58).
  • Kerckvoorde, Mia: Charlotte. La passion et la fatalité. París 1981.
  • Maria y Campos, Armando: Carlota de Bélgica. La infortunada Emperatriz de México. México 1944.
  • Praviel, Armand: La vida trágica de la emperatriz Carlota. Buenos Aires 1937.