სკანდიუმი
სკანდიუმი |
21Sc |
44.956 |
3d1 4s2 |
სკანდიუმი[1][2] (ლათ. Scandium; ქიმიური სიბოლო — ), ეკა-ბორი — ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მესამე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 21, ატომური მასა — 44.956, tდნ — 1541 °C, tდუღ — 2836 °C, სიმკვრივე (α-ფორმის სკანდიუმისა) — 2.985 გ/სმ3 (25°C); ყვითელი შეფერილობის მსუბუქი ლითონი. ცნობილია სკანდიუმის ერთი ბუნებრივი სტაბილური იზოტოპი და ხელოვნური რადიოაქტიური იზოტოპები, რომელთაგან მნიშვნელოვანია (T1/2=83.79 დღე-ღამე).
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | ყვითელი შეფერილობის მსუბუქი ლითონი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Sc) |
44.955907±0.000004 44.956±0.001 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკანდიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 21 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 4 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Ar] 3d1 4s2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 9, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1541 °C (1814 K, 2806 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2836 °C (3109 K, 5136 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 2.985 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 2.80 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 14.1 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 332.7 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 25.52 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +1, +2, +3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.36 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 162 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 170±7 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
(+3e) 72.3 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 211 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 29.9 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკანდიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | α-Sc:10.2 µმ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 15.8 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | α-Sc: 562 ნომ·მ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | ×10−6 სმ3/მოლ +315.0 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 74.4 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 29.1 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 56.6 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.279 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 736–1200 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-20-2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | სკანდინავიის სახელის მიხედვით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იწინასწარმეტყველა | დიმიტრი მენდელეევი (1871) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი მიმღებია | ლარს ნილსონი (1879) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკანდიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
სკანდიუმი არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის სახით: α-Sc მაგნიუმის ჰექსაგონალური მესრის ტიპის სკანდიუმი, β-Sc კუბური მოცულობაცენტრირებული მესერის ტიპის, რომლის გადასვლის ტემპერატურა არის α↔β 1336 °C.
არსებობა ბუნებაში
რედაქტირებასაბადოები
რედაქტირებაყველაზე მნიშვნელოვანი საბადოებია ტორტვეიტიტის საბადოები (მინერალი, რომელიც ყველაზე მეტადაა მდიდარი სკანდიუმით), რომლებიც მდებარეობენ მადაგასკარზე და ნორვეგიაში[3].
ისტორია
რედაქტირებად. ი. მენდელეევმა, რომელმაც შექმნა პერიოდული სისტემა, იწინასწარმეტყველა უცნობი ელემენტის არსებობა და მას უწოდა „ეკაბორი“ — ატომური მასით 40-დან 48-მდე (1869). ათი წლის შემდეგ ლ. ნილსონმა აღმოაჩინა ახალი ელემენტი მინერალებში ეუქსინიტში და გადონილიტში. ეს მინერალები იყო სკანდინავიიდან. მაშინ შესაძლებელი გახდა 2 გ ძალიან სუფთა სკანდიუმის ოქსიდის მიღება. ლ. ნილსონმა ამ ელემენტს უწოდა სკანდიუმი, ლათინური სიტყვიდან „Scandia“, რაც სკანდინავიას ნიშნავს. ნილსონმა არ იცოდა მენდელეევის წინასწარმეტყველების შესახებ, მაგრამ ა. თ. ქლივიმ შეიცნო, რომ ეს ელემენტი (სკანდიუმი) იყო მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველები ელემენტი.
სკანდიუმი დედამიწაზე უძველესი ელემენტია. იგი გვხვდება ურანის დეპოზიტებში, მაგრამ მისი ექსტრაქცია ამ მადნებიდან ძალიან მცირე რაოდენობითაა შესაძლებელი.
ფიზიკური თვისებები
რედაქტირებასკანდიუმი — მჩატე მოვერცხლისფრო ფერის ლითონია, დამახასიათებელი მოყვითალო ელფერით. როგორც ზევით არის აღნიშნული არის ორი კრისტალური მოდიფიკაციის: 1) α-Sc მაგნიუმის ჰექსოგონალური მესრის ტიპის (a=3,3085 Å; с=5,2680 Å; z=2; სივრცული ჯგუფია - P63/mmc) და 2) β-Sc კუბური მოცულობა ცენტრირებული მესრით. გადასვლის ტემპერატურაა α↔β 1336 °C, გადასვლის ΔH = 4,01 კჯ/მოლი. დნობის ტემპერატურაა 1541 °C, დუღილის ტემპერატურაა 2837 °C. სკანდიუმი რბილი ლითონია, მაღალი სიწმინდის 99,5 % და უფრო მეტიც (ჟანგბადის არარსებობის დროს) ძალიან ადვილია მექანიკური დამუშავება.
ქიმიური თვისებები
რედაქტირებამეტალური სკანდიუმი მძიმეა და ჰგავს ვერცხლს. იგი ჰაერზე იღებს მკრთალ, მოყვითალო ფერს, რადგანაც იფარება დამცველი Sc2O3-ის თხელი ფენით. იგი ნელა იხსნება გაზავებულ მჟავებში: ქლორწყალბადში, გოგირდმჟავაში, აზოტმჟავაში. არ შედის რეაქციაში 1:1 თანაფარდობით აზოტმჟავასთან (HNO3) და ქლორწყალბადთან (HCl), ასევე არ შედის რეაქციაში HF-თან, რადგანაც სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ლითონის ზედაპირზე წარმოიქმნება გაუმტარი პასიური ფენა. ნაერთებში ScB და ScC - ბორო და ნახსირბადი სკანდიუმის მესერში ერევიან არასტექიომეტრულად.
სკანდიუმი ქიმიური ბუნებით უფრო ახლოსაა იტრიუმთან, ვიდრე ალუმინთან. იგი წარმოადგენს ლანტანის მსგავს ელემენტს. ოქსიდი -Sc2O3 სუსტი მჟავა თვისებისაა, ხოლო ჰიდროქსიდი Sc(OH)3 - ამფოტერულია:
Sc(OH)3 + 3 OH− → Sc(OH)³−6
Sc(OH)3 + 3 H+ + 3 H2O → [Sc(H2O)6]³+
სკანდიუმის ოქსიდჰიდროქსიდის (ScO(OH)) a- და g-ფორმები იზოსტრუქტურულია მათი მსგავსი ალუმინ ოქსიდ ჰიდროქსიდისა. Sc³+ წყალხსნარს აქვს მჟავა თვისება, რადგანაც იგი განიცდის ჰიდროლიზს.
სკანდიუმის ჰალოგენიდები ScX3 (X = Cl, Br, I) კარგად იხსნებიან წყალში, ხოლო ScF3 წყალში არ იხსნება. ოთხივე ჰალოგენიდში სკანდიუმის კოორდინაციული რიცხვი უდრის 6. ჰალოგენიდები წარმოადგენენ ლუისის მჟავებს. მაგალითად, ScF3 იხსნება ჭარბი ფთორის შემცველ ხსნარში, [ScF6]³−-ის წარმოქმნით. იგი Sc(III) კომპლექსის ტიპური მაგალითია, რომელშიც კოორდინაციული რიცხვი უდრის ექვსს. იტრიუმის და ლანთანის უფრო დიდ იონებში ხშირად კოორდინაციული რიცხვი უდრის 8 ან 9-ს.
მეტალური სკანდიუმის წარმოება შეადგენს 10 კგ წელიწადში. ოქსიდი გადაჰყავთ სკანდიუმის ფტორიდში და აღადგენენ მეტალური კალციუმით. სკანდიუმის დამატება ალუმინზე, ალუმინშემცველ ცხელ ზონებში ზღუდავს მარცვლეულის ზედმეტ ზრდას.
სკანდიუმ-ალუმინის შენადნობი, რომელიც 0.1-0.5 % სკანდიუმს შეიცავს, რუსეთში გამოიყენება Mig 21 და Mig 29 ტიპის საჰაერო შეიარაღებაში.
მაღალტექნოლოგიური მასალებისაგან მიღებული ზოგიერთი სპორტული ინვენტარი შეიძლება დამზადდეს სკანდიუმ-ალუმინის შენადნობისაგან, მაგალითად ბეისბოლის საცემელა, ველოსიპედის ნაწილები. ეს უკანასკნელი შეიძლება დამზადდეს Sc-Ti შენადნობისაგან. ამერიკული იარაღის დამამზადებელი კომპანია სმიტი და ვისსონი (Smith & Wesson) რევოლვერის კარკასს და ცილინდრს. სკანდიუმი წარმოადგენს ელექტრონული გამოთვლითი მანქანების მახსოვრობის ელემენტს.
გეოქიმია და მინერალოგია
რედაქტირებასკანდიუმის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში არის მიახლოებით 10 გრ/ტ. თავისი ქიმიური და ფიზიკური თვისებებით სკანდიუმთან ახლოს დგანან იტრიუმი, ლანთანი და ლანთანოიდები. სკანდიუმი ყველა ბუნებრივ ნაერთში, როგორც მისი ანალოგი ალუმინი, იტრიუმი და ლანთანი, ავლენენ დადებით ვალენტობას, რომელიც სამის ტოლია, ამიტომაც ის ჟანგვა-აღდგენის პროცესებში მონაწილეობას არ იღებს. სკანდიუმი გაბნეული ელემენტია და შედის ბევრი მინერალის შემადგენლობაში. თვითონ სკანდიუმის მინერალი ცნობილია ორი: ტორტვეიტიტი (Sc, Y)2 Si2O7 (Sc2O3 53,5 %-მდე) და სტერეტიტი Sc[PO4] • 2H2O (Sc2O3 39,2 %-მდე). შედარებით მცირე კონცენტრაციით აღმოჩენილია ასამდე მინერალში.
იმასთან დაკავშირებით რომ სკანდიუმის თვისებები ახლოს დგას Mg, Al, Ca, Mn2+, Fe2+, TR (იშვიათ მიწა ელემენტებთან), Hf, Th, U, Zr, მისი მთავარი მასა იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ ამ ელემენტებს ძალიან გაბნეულია. ადგილი აქვს სკანდიუმის მიერ Tr ჯგუფის ელემენტების იზოვალენტურ ჩანაცვლებას, განსაკუთრებულად იტრიუმიან მინერალებში (ქსენოტიმი, ასოციაცია Sc — Y ტირტვეიტიტში და ბერილში Al-ის ჩანაცვლება). Fe2+ და მაგნიუმის ჰეტეროვალენტური ჩანაცვლება სკანდიუმით პიროქსენებში, ამფიბოლებში, ოლივინში, ბიოტიტში, ფართოდაა განვითარებული ფუძე და ულტრაფუძე ქანებში, ხოლო ცირკონიუმის ჩანაცვლება — მაგმატიკური პროცესების გვიან სტადიებში და პეგმატიტებში.
სკანდიუმის მატარებელი ძირითადი მინერალები: ფლუორიტი (1 %-მდე Sc2O3), კასიტერიტი (0,005-0,2 %), ვოლფრამიტი (0-0,4 %), ილმენორუტილი (0,0015-0,3 %), თორიანიტი (0,46 % Sc2O3), სამარსკიტი (0,45 %), ვიიკიტი (1,17 %), ქსენოტიმი (0,0015-1,5 %), ბერილი (0,2 %), ბაციტი (სკანდიუმიანი ბერილი, 3-14,44 %). მაგმატიკური ქანების ფორმირების პროცესში და მათ ძარღვულ წარმოებულებში სკანდიუმი თავისი ძირითადი მასით გაბნეულია ძირითადად მუქი ფერის მაგმატიკური ქანების მინერალემში და მისი უმნიშვნელო ნაწილი კი კონცენტრირდება პოსტმაგმატიკური წარმოანქმნების ცალკეულ მინერალებში. სკანდიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა (30 გრ/ტ Sc2O3) ულტრაფუძე და ფუძე ქანებში, რომლის შემადგენლობაში წამყვანი როლი აქვს რკინა-მაგნეზიულ მინერალებს (პიროქსენი, ამფიბოლი და ბიოტიტი). საშუალო შემადგენლობის ქანებში სკანდიუმის საშუალო შემცველობაა Sc2O3 10 გრ/ტ, მჟავეში — 2 გრ/ტ. აქ სკანდიუმი გაბნეულია ასევე მუქი ფერის მინერალებში (ბიოტიტში). ზღვის წყალში სკანდიუმის კონცენტრაციაა 0,00004 მგ/ლ[4].
მიღება
რედაქტირებააღსანიშნავია სკანდიუმის მნიშვნელოვანი რესურსები ქვის ნახშირის მურში და სკანდიუმის მიღების ტექნოლოგიების დამუშავების პრობლემა ნახშირის გადამუშავებისას ხელოვნურ თხევად საწვავად.
სკანდიუმის მსოფლიო რესურსები
რედაქტირებასკანდიუმი არის გაბნეული ლიტოფილური ელემენტი (მთის ქანების ელემენტი), ამიტომაც ამ ელემენტის მიღების ტექნოლოგიისათვის მნიშვნელოვანია მისი სრული გამოყოფა და მიღება გადასამუშავებელ მადნიდან და სკანდიუმ მატარებელი მადნების მეტალურგიის განვითარებასთან ერთად მისი მოპოვება თანდათან მატულობდეს იქნება. ქვემოთ მოცემულია სკანდიუმის მატარებელი ძირითადი მადნები და მათგან მიღებული სკანდიუმის წონა:
- ბოქსიტები — მუშავდება 71 მლნ. ტ. წელიწადში, შეიცავს სკანდიუმს 710—1420 ტონას;
- ურანის მადნები — 50 მლნ. ტ. წელიწადში, სკანდიუმი 50—500 ტონამდე წელიწადში;
- ილმენიტები — 2 მლნ. ტ. წელიწადში, სკანდიუმი 20—40 ტონა წელიწადში;
- ვოლფრამიტები — სკანდიუმი მიახლოებით 30—70 ტონა წელიწადში;
- კასიტერიტები — 200 ათასი ტონა წელიწადში, სკანდიუმი 20—25 ტ./წ.;
- ცირკონები — 100 ათასი ტონა წელიწადში, სკანდიუმი 5—12 ტ./წ.
საერთოდ ცნობილია ასამდე სკანდიუმ შემცველი მინერალი, თვითონ საკუთარი მინერალები (ტორტვეიტიტი, ჯერვისიტი) ძალიან იშვიათებია[5].
სკანდიუმი არის ქვანახშირში და მისი მიღება შეიძლება ვაწარმოოთ დომენური თუჯწრთობის წიდების გადამუშავებისას, რასაც ბოლო წლებში მოჰკიდეს ხელი რამდენიმე განვითერებულ ქვეყანაში.
სკანდიუმის წარმოება და გამოყენება
რედაქტირება1988 წელს სკანდიუმის ოქსიდის წარმოება მსოფლიოში შეადგინა:
ქვეყანა | მოპოვების მოცულობა, არა ნაკლები, კგ/წ. |
---|---|
ჩინეთი | 50 |
საფრანგეთი | 100 |
ნორვეგია | 120 |
აშშ | 500 |
იაპონია | 30 |
ყაზახეთი | 700 |
უკრაინა | 610 |
რუსეთი | 958 |
აღსანიშნავია სკანდიუმის კოლო��ალური რესურსები რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოპოვებაზე მონაცემები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ მოპოვების მოცულობები დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიო მოპოვების ტოლია ან უფრო მეტი). მათივე შეფასებით ახლა სკანდიუმის (სკანდიუმის ოქსიდი) უდიდეს ძირითად მწარმოებლებს წარმოადგენენ რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ახლო მომავალში მოსალოდნელია სკანდიუმის/სკანდიუმის ოქსიდის მნიშვნელოვანი მოცულობის მიღება ავსტრალიიდან, კანადიდან და ბრაზილიიდან.
ასევე აღსანიშნავია, რომ იშვიათ მიწა ნედლეული მონღოლეთში, რომელიც შეიცავს სკანდიუმს, ასევე მომავლისთვის შეიძლება ჩაითვალოს სკანდიუმის პერსპექტიულ წყაროდ.
სკანდიუმს შეიძლება უწოდოთ XXI საუკუნის ლითონი და მისი მოპოვების, ფასების მატების და მითხოვნის მკვეთრი ზრდა ვიწინასწარმეტყველოდ, ეს იმიტომ, რომ ხდება ქვანახშირის უდიდესი რაოდენობის გადამუშავება თხევად ხელოვნურ საწვავად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლითონური სკანდიუმის ღირებულება მსოფლიო ბაზრებზე მერყეობს 12-დან 20 ათას დოლარამდე 1 კილოგრამზე (დრო და დრო არის ფასების მკვეთრი ნახტომები სკანდიუმზე და მის ოქსიდზე).
გამოყენება
რედაქტირებასკანდიუმი — მონოიზოტოპური ელემენტია, ბუნებაში გვხვდება მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი - სკანდიუმ-45.
სკანდიუმის, როგორც მიკროლეგირების მინარევად გამოყენებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მთელ რიგ პრაქტიკულად მნიშვნელოვან შენადნობებზე, ასე მაგალითად 0,4 % სკანდიუმის დამატებით ალუმინ-მაგნიუმის შენადნობებში იწვევს დროებითი წინაღობის ზრდას 35 %-ით, ხოლო დენადობის ზღვარი იზრდება 65—84 %-ით და ამასთან შეფარდებითი დაგრძელება რჩება 20—27 %-ის დონეზე. მისი 0,3—0,67 % დამატება ქრომზე, ამაღლებს მის მდგრადობას დაჟანგვის მიმართ 1290 °C-მდეც კი, ანალოგიურ და უფრო მკვეთრ მოქმედებას ავლენს სითბომდგრად შენადნობებზე, როგორიცაა «ნიქრომი» და ამ მიმართულებით სკანდიუმის გამოყენება გაცილებით ეფექტურია ვიდრე იტრიუმისა. სკანდიუმის ოქსიდი ფლობს მთელ რიგ უპირატესობებს მაღალტემპერატურული კერამიკის წარმოებაში ვიდრე სხვა ოქსიდები, სკანდიუმის ოქსიდის სიმტკიცე გახურებისას იზრდება და აღწევს მაქსიმუმს 1030 °C-ის დროს, ამავე დროს სკანდიუმის ოქსიდს აქვს მინიმალური თბოგამტარობა და თერმოდარტყმების მიმართ უდიდესი მდგრადობა. იტრიუმის სკანდატი ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა კონსტრუქციისთვის რომელიც მუშაობს მაღალი ტემპერატურის პირობებში. სკანდუმის ოქსიდის გარკვეული რაოდენობა ყოველთვის მოიხმარება გერმანატური მინის წარმოებისათვის ეპტოელექტრონიკაში.
სკანდიუმის შენადნობები
რედაქტირებაგამოყენების მოცულობით სკანდიუმს ყველაზე მატად იყენებენ ალუმინ-მაგნიუმიან შენადნობებში, რომლებიც გამოიყენება სპორტულ ეკიპირებებში (მოტოციკლები, ბეისბოლის ხელკეტები და ა.შ.) — ყველგან სადაც საჭიროა მღალი სიმტკიცის მასალა. ალუმინთან სკანდიუმის შენადნობი უზრუნველყოფს დამატებით სიმტკიცეს და ჭედადობას. სუფთა სკანდიუმის გამძლეობის ზღვარი წყვეტაზე მიახლოებით 400 მპა (40 კგ/მმ), მაგალითად ტიტანის არის 250—350 მპა, ხოლო არალეგირებული იტრიუმისა 300 მპა. სკანდიუმის შენადნობების გამოყენება ავიაციაში და სარაკეტო მშენებლობაში მკვეთრად შეამცირებს გადაყვანის ღირებულებას და მკვეთრად აამაღლებს ექსპლუატირებული სისტემების საიმედობას, ამავე დროს სკანდიუმზე ფასის კლების შემთხვევაში მისი გამოყენება საავტომობილო ძრავების წარმოებაში საგრძნობლად გაახანგრძლივებს მათ რესურსს და ნაწილობრივ მ.ქ.კ. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სკანდიუმი უფრო ამტკიცებს ალუმინის შენადნობებს, რომლებიც ლეგირებულია ჰაფნიუმით.
მნიშვნელოვანი და ამასთან შეუსწავლელია სკანდიუმის გამოყენება იმ მიმართულებით, როგორც ალუმინის იტრიუმით ლეგირებული შენადნობისა. სკანდიუმით ლეგირებული სუფთა ალუმინი ისევე ამაღლებს ელექტროგამტარობას და სიმტკიცეს. ამ სიმტკიცის მკვეთრი ზრდის ეფექტს აქვს გამოყენების ძალიან დიდი პერსპექტივა. ასეთი შენადნობების გამოყენება შეიძლება მოხდეს ელექტრო ენერგიის ტრანსპორტირებისათვის. სკანდიუმის შენადნობების გამოყენება ასევე პერსპექტიულია მართვადი ჭურვების წარმოებაში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანია სკანდიუმის (მასთან ერთად იტრიუმი და ლუტეციუმი) როლი შემადგენლობით სუპერმტკიცე ფოლადების წრმოებაში, რომელთა ზოგიერთმა ნიმუშმა უჩვენა სიმტკიცე 700 კგ/მმ2 (7000 მპა-ზე მეტი).
სკანდიუმი გამოიყენება ზემაგარი მასალების მისაღებად. ასე მაგალითად, ტიტანის კარბიდის ლეგირება სკანდიუმის კარბიდით საკმაოდ მკვეთრად ამაღლებს მიკროსიმაგრეს (2-ჯერ), რის გამოც ეს მასალა მეოთხეა სიმაგრით ალმასის (მიახლოებით 98,7 — 120 გპა), ბორის ნიტრიდის (ბორაზონის), (მიახლოებით 77—87 გპა), ბორ-ნახშირბად-სილიციუმის შენადნობის (მიახლოებით 68—77 გპა) შემდეგ, და მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე ბორის კარბიდის (43,2 — 52 გპა) და სილიციუმის კარბიდის (37 გპა) სიმაგრე, სკანდიუმის კარბიდისა და ტიტანის კარბიდის შენადნობის მიკროსიმაგრე მიახლოებით არის - 53,4 გპა (ტიტანის კარბიდისაა 29,5 გპა). განსაკუთრებულად საინტერესოა სკანდიუმის შენადნობები ბერილიუმთან, რომელსაც აქვს სიმტკიცის და თბომდგრადობის უნიკალური მაჩვენებლები.
ასე მაგალითად, სკანდიუმის ბერილიდს (1 ატომი სკანდიუმი და 13 ატომი ბერილიუმი) გააჩნია უმაღლესი ხელსაყრელი შეხამება სიმკვრივისა, სიმტკიცისა და დნობის მაღალი ტემპერატურისა, ასევე შეიძლება იყოს საუკეთესო მასალა აეროკოსმოსური ტექნიკის მშენებლობისათვის, რომელიც ამ მხვრივ უსწრებს ტიტანის საუკეთესო შენადნობებს და მთელ რიგ კომპოზიტურ მასალებსაც (მათ შორის ნახშირბად ბორის ძაფებს).
მიკროელექტრონიკა
რედაქტირებასკანდიუმის ოქსიდს (დნობის ტემპერატურა 2450 °C) ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი სუპერ-ელექტრო გამომთვლელი მანქანების (ეგმ) წარმოებაში: მცირე ინდიქციანი ფერიტების გამოყენება ინფორმაციის შენახვის მოწყობილობებში მონაცემთა ცვლის სიჩქარის რამდენიმეჯერ ზრდის შესაძლებელს იძლევა.
მიახლოებით 80 კგ სკანდიუმი (Sc2O3-ის შემადგენლობაში) გამოიყენება წელიწადში მაღალი ინტენსივობის გასანათებელი მოწყობილობების წარმოებაში. სკანდიუმის იოდიდს ამატებენ ვერცხლისწყალ-აირის ნათურებში, მზის შუქთან ახლო ნამდვილის მაგვარი შუქის წყაროების წარმოებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერების კარგ გადაცემას ტელეკამერაზე.
სკანდიუმის იზოტოპები
რედაქტირებარადიოაქტიური იზოტოპი 46Sc (ნახევარდაშლის პერიოდი 83,83 დღე-ღამე) გამოიყენება როგორც «ნიშნული» ნავთობგადამუშავების მრეწველობაში, მეტალურგიული პროცესების საკონტროლოდ და კიბოს სიმსივნეების სამკურნალოდ.
იზოტოპი სკანდიუმ-47 (ნახევარდაშლის პერიოდი 3,35 დღე-ღამე) წარმოადგენს პოზიტრონების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს.
ატომურ ენერგეტიკაში წარმატებით გამოიყენება სკანდიუმის ჰიდრიდი და დეიტერიდი — ნეიტრონების საუკეთესო შემანელებელი, და მიზანი (ბუსტერი) ძლიერ და კომპაქტურ ნეიტრონების გენერატორებში.
სკანდიუმის დიბორიდი (დნობის ტემპერატურა 2250 °C) გამოიყენება, როგორც თბოგამძლე შენადნობების კომპონენტი, ასევე როგორც ელექტრო ხელსაწყოების კათოდების მასალა.
ატომურ მრეწველობაში გამოიყენება სკანდიუმის ბერილიდი, როგორც ნეიტრონების ამრეკლავი და კერძოდ ეს მასალა, როგორც იტრიუმის ბერილიდი შემოთავაზებულია, როგორც ნეიტრონების ამრეკლავს ატომური ბომბის კონსტრუქციაში.
სკანდიუმის ოქსიდს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მედიცინაში (მაღალხარისხობრივი კბილის პროთეზები).
მაღალტემპერატურულ ზეგამტარობაში, ლაზერული მასალების წარმოებაში. გალიუმ-სკან���იუმ-გადოლინის ძოწის ქრომისა და ნეოდიმის იონებით ლეგირება საშუალებას იძლევა მივიღოთ მ.ქ.კ. 4,5 % და ზემოკლე იმპულსების გენერაციის სიხშირის რეჟიმის სარეკორდო პარამეტრები, რაც იძლევა საკმაოდ ოპტიმისტურ წინაპირობას ზეძლიერი ლაზერული სისტემების შექმნისათვის თერმობირთვული მიკროაფეთქებების მისაღებად უკვე სუფთა დეიტერიის საფუძველზე (ინერციული სინთეზი) უახლოეს მომავალში. ასე მაგალითად მოსალოდნელია, რომ უახლოეს 10—13 წელში ლაზერული მასალები სკანდიუმის ბორატები დაიკავებენ წამყვან როლს თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დამცავი ლაზერული სისტემების დამუშავება წარმოებაში, ამასთან პარალელურად თერმობირთვული ენერგეტიკაში.
მზის ბატარეის წარმოება
რედაქტირებასკანდიუმის ოქსიდისა და ჰოლმიუმის ოქსიდის შენადნობი სილიციუმის საფუძველზე გამოიყენება ფოტომასალებში, როგორც საფარი. ამ საფარს აქვს გამჭვირვალობის ფართო მიმართულება (400—930 ნმ) და ამცირებს სილიციუმისაგან სინათლის არეკლვის სპექტრალურ კოეფიციენტს 1—4 %-მდე და მისი გამოყენებისას ასეთ მოდიფიცირებული ფოტოელემენტს მატულობს მოკლე ჩართვის დენი 35—70 %-მდე, რაც თავის მხრივ ზრდის გამოსასვლელ სიმძლავრეს 1.4 ჯერ.
სკანდიუმი ფართოდ გამოიყენება მრავალშრეიანი რენტგენული სარკეების წარმოებაში (კომპოზიცია: სკანდიუმი-ვოლფრამი, სკანდიუმი-ქრომი, სკანდიუმი-მოლიბდენი).
სკანდიუმის ტელურიდი ძალიან პერსპექტიული მასალაა თერმოელემენტების წარმოებისათვის (მაღალი თერმო-ე.დ.ს, 255 მკვტ/К, მცირე სიმკვრივე და მაღალი სიმტკიცე).
ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია ავიაკოსმოსური და ატომური ტექნიკისათვის ძნელად დნობადმა შენადნობებმა (ინტერლითონური ნაერთები) - სკანდიუმი რენიუმთან (დნობის ტემპერატურა 2575 °C-მდე), რუთენიუმთან (დნობის ტემპერატ. 1840 °C), რკინასთან (დნობის ტემპერატ. 1600 °C-მდე), (თბომდგრადობა, ზომიერი სიმკვრივე და სხვა).
სპეციალური დანიშნულების ცეცხლგამძლე მასალებისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკანდიუმის ოქსიდი (დნობის ტემპერატურა 2450 °C), რომელსაც გამოიყენებენ მაღალლეგირებული ფოლადის ჩამოსასხმელი ჭურჭელის დასამზადებლად, თხევადი ლითონის ნაკადისადმი მდგრადობაში სკანდიუმის ოქსიდს ბადალი არ ჰყავს ყველა ცნობილ და გამოყენებულ მასალებს შორის (ასე მაგალითად იტრიუმის საკმაოდ მდგრადი ჟანგი, 8,5-ჯერ ჩამორჩება სკანდიუმის ოქსიდს) და ამ განხრით შეიძლება ითქვას რომ ის შეუცვლელია. მის ფართოდ გამოყენებას ხელს მხოლოდ მისი მაღალი ღირებულება უშლის და მიმართულებით ალტერნატიულ გადაწყვეტას წარმოადგენს ალუმინის ოქსიდის ძაფისმაგვარი კრისტალებით არმირებული იტრიუმის სკანდატების გამოყენება, ასევე ტანტალის სკანდიუმის გამოყენება.
ფიანიტების წარმოება
რედაქტირებაფიანიტების წარმოებაში სკანდიუმის ოქსიდს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, სადაც ის საუკეთესო სტაბილიზატორს წარმოადგენს.
სკანდიუმის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება ნიკელის ქრომისა და რკინის თბოგამძლე შენადნობების (ნიქრომი და ფექრალი) ლეგირებისათვის, ექსპლუატაციის ვადების მკვეთრი ზრდიათვის, წინაღობის ღუმელებში, როგორც გამათბობელის სახვევი.
სკანდიუმის ბორატი, როგორც იტრიუმის ბორატი გამოიყენება რადიოელექტრონულ მრეწველობაში, როგორც ლუმინოფორის მატრიცა.
ბიოლოგიური როლი
რედაქტირებასკანდიუმი არ თამაშობს არავითარ ბიოლოგიურ როლს [6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კოგანი ბ. ი., ნაზვანოვა ვ. ა., სკანდიუმი მ., გამომც-ობა უსსრ მეცნ. აკადემია, 1963. 304 ფ ილუსტრაციით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 200
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 417.
- ↑ ქიმიური ელემენტების პოპულარული ბიბლიოთეკა. სკანდიუმი. წიგნი. მეცნიერება და ტექნიკა[მკვდარი ბმული]
- ↑ J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. 1, 1965
- ↑ XuMuK.ru — სკანდიუმი — ქიმიური ენციკლოპედია
- ↑ Scandium (Sc) - Chemical properties, Health and Environmental effects. www.lenntech.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2009-09-19.