საგურამოს ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
საგურამოს ქედი, კუხეთის მთა — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს იალნოს ქედის დასავლეთ გაგრძელებას. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ბაძგი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.
საგურამოს ქედი | |
---|---|
საგურამოს ქედის ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: 41°52′03″ ჩ. გ. 44°48′53″ ა. გ. / 41.867528° ჩ. გ. 44.814944° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | საგურამო |
სიმაღლე | 1392 მ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 620.