იორამ სააკაძე
(გადამისამართდა გვერდიდან სააკაძე, იორამ)
იორამ გიორგის ძე სააკაძე (გ. 1664) — გიორგი სააკაძის მესამე ვაჟი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ მამასთან და ოჯახთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. მამისა და ძმის დაღუპვის შემდეგ დედასთან ერთად ერთხანს ოსმალეთში ცხოვრობდა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და იმერეთში იყო, 40-იანი წლების დასაწყისში როსტომ მეფემ ქართლში გადაიყვანა, მამის სამფლობელო აღუდგინა და თარხნობა უბოძა.
სააკაძე ჯერ როსტომისა და შემდეგ ვახტანგ V-ის უახლოესი თანამშრომელი იყო. 1663 წელს ვახტანგ V-ის დავალებით იმერეთში გაამეფა ბაგრატ IV. გარდაიცვალა იმერეთში ყვავილით. იორამის ჩამომავლები თარხნიშვილებად იწოდებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 535-536.