პამპულიის თანამედროვე ანსამბ���ი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბრაზილიაში
პამპულიის თანამედროვე ანსამბლი (პორტ. Conjunto Moderno da Pampulha) — ურბანული პროექტი ბელუ-ორიზონტში, მინას-ჟერაისში, ბრაზილია. იგი შეიქმნა წყალსაცავის — პამპულიის ტბის გარშემო და მოიცავს სამორინეს, წვეულებისთვის განკუთვნილ დარბაზს, გოლფის იახტ-კლუბს და სან-ფრანცისკეს ეკლესიას. შენობები დააპროექტა არქიტექტორმა ოსკარ ნიმეიერმა, ლანდშაფტის არქიტექტორ რობერტუ ბურლე მარქსთან და ბრაზილიელ მოდერნისტ მხატვრებთან თანამშრომლობით.[1]
პამპულიის თანამედროვე ანსამბლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | 1493 |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (მე-40 სესია) |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
2016 წლის ივლისში, პამპულიის თანამედროვე ანსამბლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[2][3][4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pampulha Modern Ensemble. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 July 2016.
- ↑ Conjunto da Pampulha ganha título de Patrimônio Mundial da Unesco (17 July 2016). ციტირების თარიღი: 25 November 2016.
- ↑ Conjunto da Pampulha torna-se Patrimônio da Humanidade - VEJA.com (17 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 25 November 2016.
- ↑ Conjunto da Pampulha é declarado Patrimônio Mundial da Humanidade - 17/07/2016 - Ilustrada - Folha de S.Paulo. ციტირების თარიღი: 25 November 2016.