არქიტექტორი, ხუროთმოძღვარიარქიტექტურული განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე.[1] არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა არის არქიტექტურული საქმიანობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა.[1] არქიტექტურული საქმიანობის შედეგი არის არქიტექტურული ნაწარმოები, როგორც პროექტის, ისე განხორციელებული ობიექტის სახით.

არქიტექტორი სამუშო პროცესში, 1893.

არქიტექტორი სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტია და მისი ძირითადი სპეციალიზაციებია: შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; ლანდშაფტის არქიტექტორი; შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი.[2]

ეტიმოლოგიურად, სიტყვა არქიტექტორი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან - architectus, რომელიც თავად ბერძნული სიტყვისაგანაა მიღებული — arkhitekton (arkhi - მთავარი, tekton - მშენებელი), ამ კლასიფიკაციას მთლიანად შეესაბამება ქართული ტრადიციული ტერმინიც - ხუროთმოძღვარი (ხუროების, ანუ მშენებლების, მოძღვარი, ზედამხედველი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კანონი 1335–IIს: ტერმინთა განმარტება.
  2. მთავრობის დადგენილება N57: მუხლი 21. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები