ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე (დ. 11 იანვარი, 1947, ტყიბული) — ქართველი ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.
ლევან ბრეგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 იანვარი, 1947 ტყიბული, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პრემია „საბა, პრემია „საგურამო“, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან ბრეგაძე დაიბადა 1947 წელს, ქალაქ ტყიბულში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.
1978-1986 წლებში იყო ჟურნალ „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991 წლებში იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990 წლებში გაზეთ „მამულის“ რედაქტორის მოადგილე. იყო კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2003 წლიდან „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „კავკასიური თემატიკა გაზეთ კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)“, დაიცვა 2005 წელს.
1984 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, 1978 წლიდან — საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი წევრი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2009 — ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- 2007 — ლიტერატურული პრემია „საგურამო“
- 2003 — ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- 1993 — ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, ლიტერატურული კრიტიკა
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „პოლემიკას რა უნდა“: კრიტიკულ - პოლემიკური წერილები (ავტორი), თბილისი: ლომისი, 2001, გვ. 304.
- „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“: 600 ჟარგონ. სიტყვა (ავტორი), თბილის��: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 1999, ISBN: 99928-52-28-3, გვ. 198.
- „სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988, გვ. 248.
- „დაკარგული გასაღების ძიებაში“: კრიტიკული წერილები (თანაავტორი), თბილისი: მერანი, 1985, გვ. 162.
- „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: მერანი, 1982, გვ. 173.