კარლ ფრიდრიხ შინკელი (გერმ. Karl Friedrich Schinkel; დ. 13 მარტი, 1781, ნოირუპინი, ბრანდენბურგი, — გ. 9 ოქტომბერი, 1841, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბერლინის არქიტექტურის აკადემიაში (1798–1800) ფ. ჟილისთან. მუშაობდა უმეტესად ბერლინში. თავდაპირველად მისდევდა ფერწერასა და გრაფიკას. ნამუშევრები ძირითადად რომანტიკული სულისკვეთებისა იყო. შინკელი XIX ს. გერმ.ხუროთმოძღვრებაში გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნამუშევრები: ახალი საყარაულო (ახლა ფაშიზმისა და მილიტარიზმის მსხვერპლთა ძეგლი, 1816–1818), დრამატული თეატრი (1819–1821), ძვ. მუზეუმი (1824–1828) ― ყველა ბერლინში. რომანტ. სულისკვეთებითაა აგრეთვე გამსჭვალული შინკელის ფსევდოგოტიკური ნაგებობები (სამლოცველო პეტროდვორეცში, 1831-33). მის უკანასკნელ ნამუშევრებში თავი იჩინა რაციონალიზმის ელემენტებმა (სამშენებლო აკადემიის შენობა ბერლინში, 1831–1835). იყო არქიტ. თეორეტიკოსი.

კარლ შინკელი
დაიბადა 13 მარტი, 1781(1781-03-13)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ნოირუპინი[6] [5]
გარდაიცვალა 9 ოქტომბერი, 1841(1841-10-09)[1] [2] [3] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [4] [5] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი[14] [5]
კარლ შინკელი 1836 წელს

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Karl Friedrich Schinkel
  3. 3.0 3.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 The Other Interface
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #118607782 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. Encyclopædia Britannica
  8. SNAC — 2010.
  9. StructuraeRatingen: 1998.
  10. Discogs — 2000.
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Carter R. Schinkel, Karl Friedrich // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T076562
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Шинкель Карл Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.