თათრული ენა, ან თათრული (თათრულად, კირილური ანბანით татар теле, татарча; ლათინური ანბანით tatar tele, tatarça) არის თათარი ხალხის ეროვნული ენა და ერთ-ერთი ოფიციალური ენა (რუსულთან ერთად) თათრეთის რესპუბლიკაში.

თათრული ენა, თათრული
tatar tele, tatarça
გავრცელებულია რუსეთი, ასევე სხვაგან
მოლაპარაკეთა რაოდენობა 8 მლნ.

რანგი: 95

ოფიციალური სტატუსი თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია თურქული ენები
ყივჩაღური
თათრული
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: tt
ISO 639-2: tat
SIL: tat

თათრული ენის გავრცელება

რედაქტირება

თათრულ ენაზე ლაპარაკობენ არა მარტო რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთში, არამედ დღევანდელი თათრეთის ავტონომიის საზღვრებს გადაღმაც, რუსეთის სხვადასხვა ავტონომიასა და ოლქში, ასევე ყოფილი საბჭოთა იმპერიის ევროპული ნაწილის არაერთ ქვეყანაში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი), ასევე ავღანეთში, ჩინეთში, ფინეთში, იაპონიაში, პოლონეთსა და თურქეთში. თათრული ენა, მოლაპარაკეთა რაოდენობის (გავრცელებულობის) მიხედვით, რუსულის შემდეგ მეორე ადგილზე დგას რუსეთის ფედერაციაში.

დიალექტები

რედაქტირება

თათრულ ენას სულ სამი დიალექტი გააჩნია :

1. აღმოსავლეთისა (მიშარი),
2. შუა (ყაზანის),
3. ციმბირისა.

ენათა ნათესაობა

რედაქტირება

თათრული მიეკუთვნება თურქულ ენათა ჩრდილოაღმოსავლურ (ყივჩაღურ) ჯგუფს. მასში შედის ე.წ. „ვოლგის თათრული“ და „ყაზანის თათრული“. რაც შეეხება ყირიმის თათრულს, მას ენათმეცნიერებაში თათრულის მონათესავე, ცალკე ენად განიხილავენ.

თათრული ენის ისტორია

რედაქტირება

VIII და XIII საუკუნეებამდე თათრეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელიც ბოლგარების, ან ბოლღარების სახელითაა ცნობილი. ბოლგარების ენას ოგურული („r“-თურქული) ერქვა. ისინი ჯერ ძველთურქულ დამწერლობას, ხოლო ისლამიზაციის შემდგომ კი, დაახლოებით IX-დან საუკუნიდან, არაბულ დამწერლობას გამოიყენებდნენ. XI-XIV საუკუნეებში, როცა ამ გეოგრაფიულ სივრცეში კუმანები, ყივჩაღები და პაჭანიკები დასახლდნენ, წარმოიშვა ახალი ენა, რომელიც შეიცავდა ბოლგარულისა და ყივჩაღურის ელემენტებს: თათრული ენა არის ყაზანური თათრულის წინაპარი ენა. არაბული ანბანის მქონე ეს ენა ოქროს ურდოსა და ყაზანის სახანოს ენა იყო. ჩაგატაიურის, აზერბაიჯანულის, თურქმენულისა და ოსმალურის მსგავსად თათრულიც ერთ-ერთი თურქული ენაა, რომელსაც შუა საუკუნეებში საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა ჰქონდა. თათრული ლიტერატურის მწვერვალად მიიჩნევა XII საუკუნის პოემა „ყოლ-ღალიელი ყისა-ი-იოსიფი“.

თათრული ენის მდგომარეობა რუსთა მიერ ყაზანის ოკუპაციიდან დღემდე

რედაქტირება

1552 წელს, როცა რუსებმა დაიპყრეს ყაზანი, თათრულმა ენამ დაკარგა ოფიციალური სტატუსი, რომლის მოპოვება მხოლოდ 1917 წელს გახდა შესაძლებელი. საბჭოურ ხანაში თათრულმა ევრო-რუსული ნასესხობები აითვისა, მაგრამ თავის მხრივ გავლენა მოახდინა მეზობელ ენებზეც. თურქული ძირის სიტყვები რუსულში ძირითადად თათრული ენის შუალობით დამკვიდრდა. ასე მაგალითად; „утюг“ (უთო) = > „ütüg-დან“, ხოლო „изюм“ (ქიშმიში) = > „üzüm-დან“ მომდინარეობს. თათრულმა ენამ წარსულში მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია კავკასიურ, სლავურ, ვოლგისპირა ფინურ-უგრულ, ან მადიარულ ენებს.

თათრული ანბანი

რედაქტირება

1927 წლამდე თათრები ლათინურ ანბანს იყენებდნენ, 1938 წლიდან კი — კირილურს. 1995 წლიდან არსებობს ახალი, ლათინური ანბანი, რომელსაც თურქეთის, ფინეთის, პოლონეთისა და იაპონიის თათრები იყენებენ. საზოგადოებრივი წარწერები თათრეთში ორ, თათრულ და რუსულ ენებზეა შესრულებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Austin, Peter k.(გამომც.); 1000 Sprachen (lebendig, gefährdet, vergangen). "Spektrum". ISBN 97-3-8274-2100-5 (იხ. სტატია "Tatarisch", გვერდი 146.)