დნიპრო დნეპრი (საფეხბურთო კლუბი)
დნიპრო დნეპრი (უკრ. Футбо́льний Клуб Дніпро́ Дніпропетро́вськ, რუს. Футбо́льный Клуб Днепр Днепропетро́вск) — უკრაინული კლუბი, ჩამოყალიბდა დნეპრში. 2019 წელს გაუქმდა.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დნიპრო | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1918 | ||
სტადიონი |
დნიპრო-არენა დნეპრი, უკრაინა (ტევადობა: 31,000) | ||
პრეზიდენტი | იგორ კოლომოისკი | ||
მწვრთნელი | დიმიტრი მიხეილშვილი | ||
კაპიტანი | რუსლან როტანი | ||
ლიგა | უკრაინის პრემიერ ლიგა | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირებაბრიტი
რედაქტირებათავდაპირველად დნეპრის საფეხბურთო კლუბი დნიპრო 1918 წელს ჩამოყალიბდა, იგი ჩამოაყალიბა პეტროვსკის ფაბრიკამ და მისი თავდაპირველი სახელი იყო ბრიტი, გუნდი მონაწილეობას იღებდა რეგიონულ ჩემპიონატში კატერინოსლავში, სხვა 4 გუნდთან ერთად. ბრიტი თამაშებს პატარა სტადიონ სოკილზე ატარებდა, რომელიც მდებარეობდა პუშკინის ქუჩისა და იური შევჩენკოს ქუჩის გადაკვეთაზე.
პეტროვეცი-სტალი-მეტალურგი
რედაქტირებაკლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც პეტროვსკის ქარხნის საფეხბურთო კლუბი, მან ოფიციალური სახელი 1926 წელს მიიღო როგორც პეტროვეცი, კლუბი შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს სტალის (Сталь) სახელით 1936 წელს ერთ-ერთ დაბალ ლიგაში. გუნდმა მონაწილეობა მიიღო 3 ჩემპიონატში მეორე მსოფლიო ომამდე. მეორე მსოფლი ოომის შემდეგ, 1947 წელს, კლუბი კვლავ შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს და შეერწყა კიდევ ერთ დნეპრულ კლუბ დინამოს. 1949 დან 1961 წლამდე გუნდს ერქვა მეტალურგი ანუ მეტალზე მომუშავე. ამ დროის განმავლობაში გუნდი მონაწილეობას იღებდა 3 სეზონში, 1950-1952 წლებში, მოყვარული ფეხბურთელების სახით, რაც როგორც წესია ცუდი შედეგით დამთავრდა . 1952 წელს მეტალურგ დნიპროპეტროვსკმა მიაღწია საბჭოთა თასის ნახევარ ფინალს, სადაც იგივ ერევნის სპარტაკთან დამარცხდა.
დნეპრი
რედაქტირება1961 წელს , გუნდი ახალი სპონსორის ხელში გადავიდა, Yugmash ის ხელში რომელიც იყო სამხრეთ მანქანათმშენებლობის ფაბრიკა, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში და იგი ჩამოაყალიბა თავდაცვის სამინისტრომ. ახალმა სპონსორმა სახელი დნიპრო შეცვალა რუსული სახელით დნეპრი (Днепр), რადგან საბჭოთა კავშირის მთავრობაში მხოლოდ რუსული ენა იყო მისაღები, 1968 წლამდე გუნდის გამოსვლა დიდად არ შეცვლილა , მანამ სანამ კლუბმა არ შეიძინა ანდრეი ბიბა და ახალი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი, ამის შემდეგ კლუბს 3 წელი დასჭირდა საბჭოთა უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად და 1972 წელს მეექვსე ადგილიც დაიკავა.
ოქროს თაობა
რედაქტირება1973 სა და 1976 წლებში დნიპრომ საბჭოთა თასის ნახევარფინალებს მიაღწია. 1978 წელს კლუბი 2 წლით შედარებით დაბალ ლიგაში გადავარდა. მათი შემდეგი დაბრუნება უმაღლეს ლიგაში არ იყო ისეთი სანდომიანი როგორც ადრე, რადგან კლუბი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე "ჭკნებოდა". ამ წლებში დნეპრის მმართველმა ორგანოებმა კლუბში მოიყვანეს ახალი საიმედო მწვრთნელი "ვოლოდიმირ იემეცი" და " ჰენნადი ჟიზდიკი". ამ შეცვლების შემდეგ, დენპრი გახდა ძლიერი პრეტენდენტი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის და მათ ორჯერ მოიგეს იგი : ერთხელ იემეცთან და ჟიჯდიკ თან 1983 წელს და მეორეჯერ იევენ კუჩერევსკისტან 1988 წელს. აგრეთვე 1989 წელს დნეპრი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი საბჭოთა კავშირში. ამ წლების განმავლობაში, გუნდში თამაშობდა ბევრი პუპულარული ფეხბურთელი როგორებიც იყვნენ : ოლეგ პროტასოვი, ჰენადი ლიტოვჩენკო, ოლეკსეი ჩერედნიკი და ოლეგ ტარანი.
დნიპრო
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კლუბმა დაიბრუნა უკრაინული Dnipro-ს, ყველაზე დიდი მდინარის და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უკრაინული სიმბოლოს სახელწოდება. კლუბი შეუერთდა ქვეყნის ფედერაციას და ახლად ჩამოყალიბებული უკრაინული უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გუნდმა ვერცხლის მედალი აიღო 1993 წელს, აგრეთვე ბრინჯაოს მედლები 1992, 1995, 1996, 2001 და 2004 წლებში. გუნდმა აგრეთვე მიაღწია უკრაინის თასის ფინალს 1995, 1997 და 2004 წლებში და ყველა მათგანი დონეცის „შახტართან“ დათმო. „დნიპროს“ მფლობელი არის კერძო ჯგუფი. აგრეთვე არსებობს თანამეგობრობა „დნიპროსა“ და „დინამო“ კიევს შორის. „დნიპროს“ ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა ხარკოვის „მეტალისტი“.
სტადიონი
რედაქტირება1966 წელს დნიპრო საშინაო თამაშებს "მეტეორ სტადიუმ" ზე ატარებდა , დნიპროპეტროვსკში. უფრო ადრე კი კლუბი თამაშებს ატარებდა "მეტალურგ სტადიუმ" ზე (ყოფილ "სტალ" სტადიონზე) "მეტეორ სტადიუმ" ააგო საბჭოთა რაკეტების კომპანია "იუზმაშმა" და 2001 წლამდე რამდენიმეჯერ განაახლა . 2002 წელს ევროპულ ჩემპიონატში რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა რომ დნიპროს ახალი სტადიონი ესაჭიროებოდა, ამგვარად , 2005 წელს კერძო ჯგუფმა ("Pryvat Group") დაიწყო ახალი " დნიპრო არენას" მშენებლობა, დნიპროპეტროვსკის ცენტრში. კლუბმა თავისი ბოლო თამაში მეტეორის სტადიონზე 2008 წლის 2 სექტემბერს ჩაატარა, ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ. სტადიონი იტევს 31,003 ადამიანს და სულ მისი აშენება დაჯდა 40 მილიონი ევრო , სტადიონი ააგო ყველაზე დიდმა გერმანულმა კომპანია "Hochtief" მა. საბოლოოდ სტადიონი 2008 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. გახსნისლ ცერემონიალზე სიტყვით წარდგა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. სტადიონი გაიხსნა უკრაინელი ცნობილი მომღერლების წარმოდგენით და 2 საფეხბურთო მატჩით, დინამო კიევის ვეტერანები მოსკოვის სპარტაკის ვეტარანებს დაუპირისპირდნენ და აგრეთვე დინამო კიევის ვეტერანები დაუპირისპირდნენ დნიპროს ვეტერანებს. იმ ადგილას სადაც სტადიონი აშენდა, ქუჩას შეეცვალა სახელი და დაერქვა დნიპროს ყოფილი მწვრთნელის პატივსაცემად "იევენ კუჩევსკის" ქუჩა. დნიპრომ ამ სტადიონზე თავისი პირველი ოფიციალური მატჩი 2008 წლის 29 სექტემბერს ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ " მეტალურგ ზაპაროჟიას" წინააღმდეგ ჩაატარა და 1-2 დამარცხდა. მათ მოხსნეს ახალი რეკორდი უკრაინის პრემიერ ლიგაში დასწრების მხრივ 2008 წლის მე-9 სეზონში, თამაშს 31 ათასი მაყურებელი დაესწრო.
სპონსორები
რედაქტირებაძირითადი სპონსორები არიან "TM Biola " და "Nike Football"
ევროტურნირები
რედაქტირებაუეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა:
სეზონი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
უეფას თასი | ||||||
1985-86 | 1 | ვისმუთ აუე | 2-1 | 3-1 | 5-2 | |
2 | პეესვე | 1-0 | 2-2 | 3-2 | ||
3 | ჰაიდუკ სპლიტი | 0-1 | 0-2 | 0-3 | ||
1986-87 | 1 | ლეგია ვარშავა | 0-0 | 0-1 | 0-1 | |
1988-89 | 1 | ბორდო | 1-1 | 1-2 | 2-3 | |
1990-91 | 1 | Hearts FC | 1-1 | 1-3 | 2-4 | |
1993–94 | 1 | ადმირა ვაკერი | 1-0 | 3-2 | 4-2 | |
2 | აინტრახტი ფრანკფურტი | 1-0 | 0-2 | 1-2 | ||
1997-98 | Q1 | სკ ერევანი | 6-1 | 2-0 | 8-2 | |
Q2 | ალანია ვლადიკავკაზი | 1-2 | 1-4 | 2-6 | ||
2001–02 | 1 | ფორენტინა | 0-0 | 1-2 | 1-2 | |
2003–04 | Q1 | სკ ვადუზი | 1-0 | 1-0 | 2-0 | |
1 | ჰამბურგი | 3-0 | 1-2 | 4-2 | ||
2 | დინამო ზაგრები | 1-1 | 2-0 | 3-1 | ||
3 | მარსელი | 0-0 | 0-1 | 0-1 | ||
2004–05 | Q2 | პეტრჟალკა | 3-0 | 1-1 | 4-1 | |
1 | მაკაბი ჰაიფა | 2-0 | 0-1 | 2-1 | ||
ჯგუფური | ბრიუგე | 3-2 | ||||
უტრეხტი | 2-1 | |||||
ავსტრია ვიენი | 1-0 | |||||
რეალ სარაგოსა | 1-2 | |||||
1/16 | პარტიზან ბელგრადი | 0-1 | 2-2 | 2-3 | ||
2005–06 | Q2 | ბანანტსი | 4-0 | 4-2 | 8-2 | |
1 | ჰიბერნიანი. | 5-1 | 0-0 | 5-1 | ||
ჯგუფური | ალკმარი | 1-2 | ||||
მიდლსბრო | 0-3 | |||||
ლიტექსი | 0-2 | |||||
გრასშოპერსი | 3-2 | |||||
2007–08 | Q2 | ბელჩატოვი | 1-1 | 4-2 | 5-3 | |
1 | აბერდინი | 1-1 | 0-0 | 1-1 | ||
2008–09 | Q2 | ბელინზონა | 3-2 | 1-2 | 4-4 | |
უეფას ევროპის ლიგა | ||||||
2010–11 | Q3 | სპარტაკ ზლატიბორი | 2-0 | 1-2 | 3-2 | |
ფლეიოფი | ლეხ პოზნარი | 0-1 | 0-0 | 0-1 | ||
2011–12 | ფლეიოფი | ფულემი | 1-0 | 0-3 | 1-3 | |
2012–13 | ფლეიოფი | სლოვან ლიბერეცი | 4-2 | 2-2 | 6-4 | |
ჯგუფური | პეესვე | 2-0 | 1-2 | 4-1 | ||
ნაპოლი | 3-1 | 2-4 | 5-5 | |||
აიკ | 4-0 | 3-2 | 7-2 | |||
1/16 | ბაზელი | 1-1 | 0-2 | 1-3 | ||
2013–14 | ფლეიოფი | ნომმე კალიუ | 2-0 | 3-1 | 5-1 | |
ჯგუფური | ფიორენტინა | 1–2 | 1–2 | 2–4 | ||
პაჩოს ფერეირა | 2–0 | 2–0 | 4–0 | |||
პანდური | 4–1 | 1–0 | 5–1 |
სეზონი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | შინ | ფასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
1984-85 | 1 | ტრაბზონსფორი | 3-0 | 0-1 | 3-1 | |
2 | ლევსკი სოფია | 2-0 | 1-3 | 3-3 | ||
Q | ბორდო | 1-1 | 1-1 | 3-5 (PKs) | ||
1989-90 | 1 | ლინფილდი | 2-1 | 1-0 | 3-1 | |
2 | სტიროლ ინბურკი | 2-0 | 2-2 | 4-2 | ||
Q | ბენფიკა | 0-1 | 0-3 | 0-4 |
ტიტულები
რედაქტირებაშიდა ჩემპიონატი
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი / უკრაინის ჩემპიონატი
- საბჭოთა კავშირის თასი / უკრაინის თასი
- გამარჯვებული: 1989
- მეორე ადგილი: 1995, 1997, 2004
- საბჭოთა კავშირის სუპერთასი:
- გამარჯვებული: 1988
- მეორე ადგილი: 1983
- საბჭოთა კავშირის ფედერაციის თასი:
- გამარჯვებული: 1986, 1989
- მეორე ადგილი: 1990
- პროგრეს თასი
- ჩემპიონი: 1983, 1987
კონდინენტური
რედაქტირება- უეფა-ს ინტერტოტოს თასი:
- ფინალისტი: 2006
მიწვეული
რედაქტირებასხვა
რედაქტირება- უეფა-ს ჩემპიონთა თასი 1/4 ფინალი 1985 (წააგო პენლებში) და 1990
- უსსრ ჩემპიონატი მესამე ადგილი: 1984, 1985
- უკრაინის ჩემპონატი მესამე ადგილი: 1992, 1995, 1996, 2001, 2004
- საუკეთესო უკრაინული კლუბი უსსრ ჩემპიონატი: 1983, 1984, 1987, 1988, 1989
მოთამაშეები
რედაქტირებაშემადგენლობა 2015–16
რედაქტირება2016 წლის 2 სექტემბრისთვის.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებსაიტი ���აარქივებული 2011-02-24 საიტზე Wayback Machine.