გრაკალი
გრაკალი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (დოესის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
გრაკალი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | დოესი |
კოორდინატები | 41°56′17″ ჩ. გ. 44°17′24″ ა. გ. / 41.93806° ჩ. გ. 44.29000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 540 მ |
მოსახლეობა | 225[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 540 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 225 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 135 | 63 | 72 |
2014[1] | 225 | 106 | 119 |
ისტორია
რედაქტირებაგრაკალი პირველად ისტორიულ წყაროებში, როგორც „გარკალი“. ადგილი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. სოფელი გრაკალი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბარის საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან.
ქართულ წერილობით წყაროებში გრაკალი პირველად XIII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1260 წელს, იხსენიება რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის დაწერილ ანდერძში, საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანებშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის — რკონის კუთვნილება ყოფილა. სოფელი დიდად დაზიანებულა თემურ-ლენგის შემოსევების დროს XIV საუკუნეში. პოლიტიკურ ასპარეზიდან თორელთა საგვარეულოს გაქრობისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანებიდან (XV-XVI საუკუნეების მიჯნა) სოფელი გრაკალი ეკუთვნის რკონის მონასტერს. იგი XVI-XVIII საუკუნეებში ამილახვართა კუთვნილებაა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი გრაკალი შედის ზემო ქართლის მემარჯვენე სადროშოში, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა XIX საუკუნის 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შევიდა.
გრაკალში რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, რიყის ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევებია. აქვეა დიდი ზომის ნატეხი ქვებით ნაგები მ��ორე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (ორივე გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 249.
- კახაძე კ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II