გიორგი ჭილაია
გიორგი ჭილაია (დ. 26 ივნისი, 1957, სტალინირი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ლეონიდეს ძე ჭილაია[1] | ||
დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1957 | ||
დაბადების ადგილი |
სტალინირი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1974 | ნორჩი დინამოელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1975–1981 | დინამო თბ. | 50 | (0) |
1982–1983 | ტორპედო ქ. | 49 | (0) |
1984 | დინამო თბ. | 2 | (0) |
1985 | ტორპედო ქ. | 28 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — გიორგი ჭილაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[2]
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგიორგი ჭილაიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 3 მატჩი — ევროპის ჩემპიონთა თასის და 3 მატჩიც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში.
რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, მის შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა.
ევროთასებზე
რედაქტირებაქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გიორგი ჭილაიას მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.
სეზონი | შეჯიბრება | რაუნდი | ქვეყანა | მეტოქე გუნდი | შინ | სტ. | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1979–80 | ევროპის ჩემპიონთა თასი | 1/16 | ლივერპული | 3–0 | 1–2 | [3][4] | |
1/8 | ჰამბურგი | 1–3 | |||||
1980–81 | ევროპის თასების თასი | 1/16 | კასტორია | 0–0 | |||
1/8 | უოტერფორდი | 4–0 | |||||
1/4 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 0–1 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
რედაქტირება- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [9]
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი — 81 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980). ფეხბურთი — 80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979). ფეხბურთი — 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზ. (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მ. (1979). თბილისის დინამო 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაDinamo-Tbilisi.ru · Footballfacts.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ «Динамо» (Тбилиси) – «Ливерпуль» (Ливерпуль, Англия) 3–0. klisf.net (15 აპრილი, 2005). ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
- ↑ Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool // European Cup 1st round 2nd leg; Lenin Dinamo Stadium, Tbilisi; 03 October 1979. Goals: Vladimir Gutsaev 55', Ramaz Shengelia 76', Alexandre Chivadze 82' pen. // UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
- ↑ 02 предв. Сборная Грузии — Сборная Литвы 5:0 (3:0). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.