ბუბა კიკაბიძე
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 15 იანვარი, 2023) — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) და უკრაინის დამსახურებული არტისტი (2013). სსრკ-ის (1978), შოთა რუსთაველის სახელობისა (2010) და საქართველოს (2013) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.
ბუბა კიკაბიძე | |
---|---|
კიკაბიძე 2017 წელს | |
დაბადების სახელი | ვახტანგ კიკაბიძე |
დაბადების თარიღი |
19 ივლისი, 1938 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
15 იანვარი, 2023 (84 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი |
პარტია | უპარტიო[1] |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბუბა კიკაბიძე დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს თბილისში, საქართველოს სსრ. მამა - უმცროსი ლეიტენანტი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე კიკაბიძე (1906-1942), წარმოშობით იმერელი აზნაურების ოჯახიდან, მუშაობდა ჟურნალისტად, დაიკარგა 1942 წლის დეკემბერში ქერჩთან. დედა - მანანა კონსტანტინეს ასული ბაგრატიონი, დავითიშვილ-ბაგრატიონების კახური სათავადო ოჯახის შთამომავალი (1915-2002), იყო მომღერალი. ბებია დედის მხრიდან ოლღა იყო ქართლის თავადური გვარის ამირეჯიბების შთამომავალი.
ბუბა სკოლის წლებში მონაწილეობდა სამოყვარულო ხელოვნების წრეში. თავად კიკაბიძის თქმით, ის არასოდეს ყოფილა კომკავშირის წევრი და პიონერებიდან გარიცხეს ფეხსაცმლის პიონერული ყელსახვევით გაწმენდის გამო.
1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–63 წლებში უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, თუმცა არცერთი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, რადგან გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა. 1959 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 1963–66 წლებში მღეროდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „დიელოში“, 1966 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერაში“. 1984–88 წლებში საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი იყო, 1987–88 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.
1993 წლიდან გამოდიოდა სოლო პროგრამით ყოფილ სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში, ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, ქალაქური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს, მსოფლიო კომპოზიტორთა საესტრადო რეპერტუარს. მისი, როგორც მომღერლის, შესრულება გამოირჩეოდა ბუნებრიობითა და დახვეწილი პლასტიკით.
ვახტანგ კიკაბიძეს კინოში იღებდნენ 1964 წლიდან. 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. მისი კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ (1966). განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში „არ იდარდო!“ (1969), რომლის რეჟისორი იყო გიორგი დანელია. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“ (1969), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „მიმინო“ (1977) და სხვა.
კარტახენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ იდარდო!“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).
2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]
დაჯილდოებულია ღირსების (1997), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (2008) და წმინდა გიორგის (2008) ორდენით. არის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1998). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდგა მისი სახელობის ვარსკვლავი.
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარი თქვა რუსეთში საესტრადო საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე.[3] 2022 წლის თებერვალში დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.[4]
ბუბა კიკაბიძე 1965 წლიდან ბალერინა ირინა ქებაძეზე (1942-2021), რომელთანაც ჰყავდა ვაჟი კოკა (კონსტანტინე) და ორი შვილიშვილი - ვახტანგ (ვატო) და იოანე. ირინას მსახიობ გურამ საღარაძესთან წინა ქორწინებიდან ჰყავდა ქალიშვილი, მარინა.
ვახტანგ კიკაბიძე 2023 წლის 15 იანვარს, 84 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატე��� საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.[5] კიევში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფაქტები
რედაქტირება- მომღერლის სახელი ჰქვია ჯგუფს „Водопад имени Вахтанга Кикабидзе“ (რუსეთი).
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირება- 1981: „Пока сердце поёт“
- 1981: „Пожелание“
- 1994: „Мои Года“
- 1996: „Ларису Ивановну хочу“
- 2004: „Старики-разбойники“
სინგლები და მინი ალბომები
რედაქტირება- 1974: „Новый Мухамбази“
- 1978: „Поет Буба Кикабидзе“ [EP]
- 1979: „Ищу Друга“
- 1979: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
- 1980: „Поет Вахтанг Кикабидзе“ [EP]
- 1980: „Песни Алексея Экимяна поет Вахтанг Кикабидзе“
- 1980: „Песни Георгия Каландадзе“
- 1983: „Вахтанг Кикабидзе поёт песни А.Морозова“ [EP]
- 1985: „Мелодия Любви“
- 1997: „Письмо другу“
- 1997: „Секрет счастья“
- 1999: „Танго любви“
- 2001: „Лучшие песни“
- 2003: „Грузия, любовь моя“
- 2006: „Танцы-шманцы, обниманцы“
- 2007: „Я жизнь не тороплю“
- 2008: „Проза жизни“
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1966: „შეხვედრა მთაში“ (გია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1968: „არ იდარდო!“ (ბენჟამენ ღლონტი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1970: „ორერა, სრული სვლით!“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1971: „ხათაბალა“ (კინტო)
- 1972: „მე გამომძიებელი“ (გიორგი მიქელაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1973: „Совсем пропащий“ (ჰერცოგი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (პავლე) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1975: „დაკარგული ექსპედიცია“ (კომისარი)
- 1976: „Псевдоним: Лукач“ (Дурутти)
- 1976: „თვალი პატიოსანი“ (ოთარი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977: „მიმინო“ (ვალიკო მიზანდარი აგრეთვე „მიმინო“) რეჟ გიორგი დანელია
- 1980: „მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო…)“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ (ვახტანგი, დავით, გივი, მუსიკოსი) რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ კიკაბიძე
- 1982: „სამი ალიყური“ (ნიკალა) რეჟ. ელგუჯა ჟღენტი
- 1983: „Утро без отметок“ (ჯაშუში)
- 1984: „ოლგა და კონსტანტინე“ (კონსტანტინე გოგუაძე) რეჟ. ევგენი მეზენცევი
- 1984: „ТАСС-ი უფლებამოსილია განაცხადოს“ (ჯონ გლები)
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ (ამირანი, ზურაბი) რეჟ. ვახტანგ კიკაბიძე
- 1994: „მხიარული მოგზაურობა“
- 2000: „ფორტუნა“ („ფორტუნას“ კაპიტანი) რეჟ. გიორგი დანელია
- 2008: „იდიოტოკრატია“ (კამეო) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- 2013: „კუ! ქინ-ძა-ძა“ (კონტრაბანდისტების მეთაური)
- 2021: „Сваты 7“ (თავადი გიორგი გაბრიაძე) რეჟ. ანდრეი იაკოვლევი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1969: საერთაშორისო კინო ფესტივალ „კარტახანი-70-ის“ პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ იდარდო!“
- 1978: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისთვის „მიმინო“
- 1980: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1980: სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1994: ღირსების ორდენი
- 1997: ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1997: ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა)
- 1998: წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი)
- 1998: თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998: პრიზი „ოქროს გრამოფონი“ (რუსეთი)
- 1999: ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
- 2013: საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 2013: უკრაინის დამსახურებული არტისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ [1]
- ↑ Эта война перестроит всю психологию Запада и Европы
- ↑ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილები ვრცელდება